შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 31. უცხო ქვეყნის აკრედიტებული ორგანოს საქმიანობის ფარგლები საქართველოს ტერიტორიაზე

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველო იყენებს უცხო ქვეყნის აკრედიტებული ორგანოს მომსახურებას საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანასთან დაკავშირებით.

2.საქართველო იყენებს უცხო ქვეყნის აკრედიტებული ორგანოს მომსახურებას საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიერ უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებით.

3.საერთაშორისო შვილად აყვანასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის აკრედიტებულ ორგანოსთან თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ცენტრალური ორგანო.

4.ცენტრალურ ორგანოს უფლება აქვს, უცხო ქვეყნის აკრედიტებულ ორგანოს არ მიანიჭოს საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის უფლებამოსილება, თუ იგი არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს ან ცენტრალური ორგანო არ საჭიროებს მის მომსახურებას.

5.ცენტრალურ ორგანოს უფლება აქვს, უცხო ქვეყნის აკრედიტებულ ორგანოს შეუწყვიტოს საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის უფლებამოსილება ან არ განუახლოს საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის შეწყვეტილი უფლებამოსილება, თუ იგი არაჯეროვნად ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს, აღარ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს ან ცენტრალური ორგანო აღარ საჭიროებს მის მომსახურებას. ცენტრალურ ორგანოს ასევე უფლება აქვს, უცხო ქვეყნის აკრედიტებულ ორგანოს შეუჩეროს საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის უფლებამოსილება, თუ იგი არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხო ქვეყნის აკრედიტებული ორგანოს მეშვეობით რეგისტრირებულ მშვილებლებს ( მშვილებელს) ცენტრალური ორგანო გასაშვილებელ ბავშვს არ შესთავაზებს, ხოლო შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის პროცედურები არ გაგრძელდება, გარდა შვილად აყვანის საქმის სასამართლო განხილვის ეტაპისა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველო იყენებს უცხო ქვეყნის აკრედიტებული ორგანოს მომსახურებას საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანასთან დაკავშირებით. 2. საქართველო იყენებს უცხო ქვეყნის აკრედიტებული ორგანოს მომსახურებას საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიერ უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებით. 3. საერთაშორისო შვილად აყვანასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის აკრედიტებულ ორგანოსთან თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ცენტრალური ორგანო. 4. ცენტრალურ ორგანოს უფლება აქვს, უცხო ქვეყნის აკრედიტებულ ორგანოს არ მიანიჭოს საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის უფლებამოსილება, თუ იგი არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს ან ცენტრალური ორგანო არ საჭიროებს მის მომსახურებას. 5. ცენტრალურ ორგანოს უფლება აქვს, უცხო ქვეყნის აკრედიტებულ ორგანოს შეუწყვიტოს საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის უფლებამოსილება ან არ განუახლოს საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის შეწყვეტილი უფლებამოსილება, თუ იგი არაჯეროვნად ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს, აღარ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს ან ცენტრალური ორგანო აღარ საჭიროებს მის მომსახურებას. ცენტრალურ ორგანოს ასევე უფლება აქვს, უცხო ქვეყნის აკრედიტებულ ორგანოს შეუჩეროს საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის უფლებამოსილება, თუ იგი არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხო ქვეყნის აკრედიტებული ორგანოს მეშვეობით რეგისტრირებულ მშვილებლებს ( მშვილებელს) ცენტრალური ორგანო გასაშვილებელ ბავშვს არ შესთავაზებს, ხოლო შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის პროცედურები არ გაგრძელდება, გარდა შვილად აყვანის საქმის სასამართლო განხილვის ეტაპისა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ოქტ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 19 დეკ. 2019

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თათია თოხაძე

თათია თოხაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, დამატებითი სპეციალიზაცია - სამშენებლო სამართალი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბავშვთა უფლებები

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
111305⁹124414684756⁵213042321531
მნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…საერთაშორისო კერძო სამ…კონვენცია ბავშვის უფლე…საექიმო საქმიანობის შე…საქართველოს სამოქალაქო…სისხლის სამართლის სფერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა