საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 15. უცხოური საინვესტიციო ფონდის აღიარების პირობები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია უცხოური საინვესტიციო ფონდი აღიაროს საქართველოში საჯარო შეთავაზების განხორციელებაზე უფლებამოსილად, თუ დაკმაყოფილებულია სულ მცირე შემდეგი პირობები: ა) იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც უცხოური საინვესტიციო ფონდი არის დაფუძნებული, ნებადართულია საინვესტიციო ფონდის ერთეულების შეთავაზება განუსაზღვრელი რაოდენობის გაუთვითცნობიერებელი ინვესტორებისთვის; ბ) უცხო ქვეყანა, სადაც უცხოური საინვესტიციო ფონდი არის დაფუძნებული, არ შედის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულ მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხაში; გ) საზედამხედველო ორგანოსა და შესაბამის უცხოურ საზედამხედველო ორგანოს შორის დადებულია თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება; დ) საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში უცხოურ საინვესტიციო კომპანიას ან, თუ უცხოური საინვესტიციო ფონდი ერთობლივი ფონდია, ამ უცხოური საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველ კომპანიას საქართველოში დაფუძნებული აქვს ფილიალი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან დანიშნული ჰყავს წარმომადგენელი.

2.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს დამატებითი პირობები უცხოური საინვესტიციო ფონდების საქართველოში აღიარებისა და მათ მიერ საქმიანობის განხორციელებისთვის. ასეთი პირობები შესაძლებელია, მათ შორის, ადგენდეს ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების მიმართ მოქმედი მარეგულირებელი ჩარჩოს ეკვივალენტურ მოთხოვნებს.

3.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს წესი, რომლის საფუძველზედაც აღიარებული საინვესტიციო ფონდები გათავისუფლდებიან ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ მოთხოვნათა შესრულებისგან, თუ უცხო ქვეყნის კანონმდებლობა, რომელსაც ისინი ექვემდებარებიან, ადგენს საქართველოში მოქმედი მარეგულირებელი ჩარჩოს ეკვივალენტურ მოთხოვნებს. ეს წესი შეიძლება ეხებოდეს პროსპექტის შედგენასა და გავრცელებასთან, ინვესტორთათვის განკუთვნილ საკვანძო ინფორმაციასთან, წლიურ და ნახევარი წლის ანგარიშებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, აგრეთვე უცხოური საინვესტიციო ფონდების საქმიანობის სხვა პირობებს. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3715 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია უცხოური საინვესტიციო ფონდი აღიაროს საქართველოში საჯარო შეთავაზების განხორციელებაზე უფლებამოსილად, თუ დაკმაყოფილებულია სულ მცირე შემდეგი პირობები: ა) იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც უცხოური საინვესტიციო ფონდი არის დაფუძნებული, ნებადართულია საინვესტიციო ფონდის ერთეულების შეთავაზება განუსაზღვრელი რაოდენობის გაუთვითცნობიერებელი ინვესტორებისთვის; ბ) უცხო ქვეყანა, სადაც უცხოური საინვესტიციო ფონდი არის დაფუძნებული, არ შედის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულ მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხაში; გ) საზედამხედველო ორგანოსა და შესაბამის უცხოურ საზედამხედველო ორგანოს შორის დადებულია თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება; დ) საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში უცხოურ საინვესტიციო კომპანიას ან, თუ უცხოური საინვესტიციო ფონდი ერთობლივი ფონდია, ამ უცხოური საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველ კომპანიას საქართველოში დაფუძნებული აქვს ფილიალი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან დანიშნული ჰყავს წარმომადგენელი. 2. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს დამატებითი პირობები უცხოური საინვესტიციო ფონდების საქართველოში აღიარებისა და მათ მიერ საქმიანობის განხორციელებისთვის. ასეთი პირობები შესაძლებელია, მათ შორის, ადგენდეს ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების მიმართ მოქმედი მარეგულირებელი ჩარჩოს ეკვივალენტურ მოთხოვნებს. 3. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს წესი, რომლის საფუძველზედაც აღიარებული საინვესტიციო ფონდები გათავისუფლდებიან ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ მოთხოვნათა შესრულებისგან, თუ უცხო ქვეყნის კანონმდებლობა, რომელსაც ისინი ექვემდებარებიან, ადგენს საქართველოში მოქმედი მარეგულირებელი ჩარჩოს ეკვივალენტურ მოთხოვნებს. ეს წესი შეიძლება ეხებოდეს პროსპექტის შედგენასა და გავრცელებასთან, ინვესტორთათვის განკუთვნილ საკვანძო ინფორმაციასთან, წლიურ და ნახევარი წლის ანგარიშებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, აგრეთვე უცხოური საინვესტიციო ფონდების საქმიანობის სხვა პირობებს. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3715 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 აპრ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 7 დეკ. 2023

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1036252⁴23¹2822616211515
მნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …ნებაყოფლობითი კერძო პე…საქართველოს ეროვნული ბ…საინვესტიციო საქმიანობ…საქართველოს საგადასახა…უცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა