Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებმუხლი 56⁵

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 56⁵. ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის საქართველოში აღსრულების პროცედურები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:ტრანსსასაზღვრო აღსრულებაჰუმანიტარული სამართალიმემკვიდრეობასპეციალური საკითხები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია განიხილოს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა ამ კანონის 56 2 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელების შესახებ.

2.თუ უცხო სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე დოკუმენტაცია არ არის საკმარისი დახმარების აღმოსაჩენად, საქართველოს პროკურატურა შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მიმართავს შუამდგომლობით დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე.

3.თუ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით დადგენილ მოთხოვნებს, საქართველოს პროკურატურა გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს უცხო სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოსთვის დახმარების აღმოჩენას.

4.ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული ამ თავით გათვალისწინებული დახმარების საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენისას გამოიყენება მსგავსი ღონისძიებების განხორციელებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები საერთაშორისო თანამშრომლობის თავისებურებების გათვალისწინებით.

5.თუ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ მოითხოვა ამ კანონის 56 2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების აღმოჩენა და წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, საქართველოს პროკურატურა ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს გონივრულ ვადაში მიმართავს შუამდგომლობით ქონების ჩამორთმევის თაობაზე უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ.

6.რაიონული (საქალაქო) სასამართლო წარმოდგენილ შუამდგომლობას და მასალებს განიხილავს მიღებიდან 1 თვის ვადაში, პროკურორისა და იმ პირის მონაწილეობით, რომლის ქონებრივი უფლებებიც შეიძლება დაირღვეს ქონების ჩამორთმევით, და იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. უცხო სახელმწიფოსგან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ვადა სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს გონივრული პერიოდით.

7.ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილების საქართველოში აღსრულების საკითხის განხილვის დროს შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო ისმენს მხარეთა მოსაზრებებს და ამოწმებს: ა) არსებობს თუ არა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილების საქართველოში აღსრულებისთვის; ბ) უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ სრულყოფილად წარმოადგინა თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული შუამდგომლობა და მასალები; გ) არსებობს თუ არა ამ კანონის 56 6 მუხლით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები, გარდა იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა; დ) არსებობს თუ არა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, ინდივიდუალური შეთანხმებით ან საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დამაბრკოლებელი გარემოებები; ე) არსებობს თუ არა მესამე პირთა სამართლებრივი მოთხოვნა ჩამორთმევისადმი დაქვემდებარებულ ქონებასთან დაკავშირებით.

8.ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილების საქართველოში აღსრულების საკითხის განხილვის დროს სასამართლო შეზღუდულია იმ ფაქტობრივი გარემოებებით, რომლებიც მოცემულია აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ან გამომდინარეობს მისგან.

9.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება განჩინების ფორმით, რომელიც შეიძლება მისი გამოცხადებიდან 15 დღის ვადაში, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივროს პროკურორმა ან/და იმ პირმა, რომლის ქონებრივი უფლებებიც შეიძლება დაირღვეს ქონების ჩამორთმევით. სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და შესაბამისი მასალების მიღებიდან 1 თვის ვადაში. უცხო სახელმწიფოსგან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს გონივრული პერიოდით.

10.სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება მისი გამოცხადებიდან 15 დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივროს პროკურორმა ან/და იმ პირმა, რომლის ქონებრივი უფლებებიც შეიძლება დაირღვეს ქონების ჩამორთმევით. საქართველოს უზენაესი სასამართლო განიხილავს საჩივარს და გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და შესაბამისი მასალების მიღებიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

11.სასამართლოს მიერ ამ კანონის 56 1 მუხლით გათვალისწინებული ქონების ჩამორთმევის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩამორთმეული ქონება დროებით შესანახად გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

12.საქართველოს პროკურატურა ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ შუამდგომლობის შესრულების შედეგების თაობაზე ინფორმაციას აწვდის შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

წინა მუხლი 56⁴შემდეგი მუხლი 56⁶

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საერთაშორისო მემკვიდრეობა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქტივების მოძიება და დაბრუნება საზღვარგარეთსერვისის გვერდი
  • უძრავი ქონების შეძენა უცხოელებისთვისსერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №12

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 56¹მუხლი 56²მუხლი 56⁶

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 56²ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის სახეები
  • 11სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის შესრულება საქართველოს ტერიტორიაზე
  • 56⁹უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე ჩამორთმეული ქონების განკარგვის წესი

პროკურატურის შესახებ

  • 30საერთაშორისო თანამშრომლობა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 290უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურება

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

  • 62შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისთვის
  • 63სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობის დაკმაყოფილება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 32თანამშრომლობის ფორმები
  • 39საგამოძიებო მოქმედებების წარმოება საქართველოს ტერიტორიაზე
  • 35სხვა სახელმწიფოსათვის მტკიცებულებათა გადაცემა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹³³საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 71საქართველოს პროკურატურა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
32393521¹³³290626356²56¹56⁶1156⁹713056⁵
მითითებამნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…პროკურატურის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საერთაშორისო კერძო სამ…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025