შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 5. შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾50-დან

გურანდა გრიგოლიალაშა კაპანაძეირაკლი ღლონტი

1.შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოა სააგენტო.

2.შვილად აყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი ორგანოა სასამართლო.

3.უფლებამოსილი ორგანოების გარდა, ყველა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეკრძალება ნებისმიერი ქმედება, მათ შორის, წინასწარი საქმიანობა ან გარიგება კონკრეტული ბავშვის ბიოლოგიურ მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს და ფიზიკურ პირს ან/ და იურიდიულ პირს შორის, აგრეთვე ასეთი საქმიანობისთვის ან გარიგებისთვის ხელის შეწყობა, რომლის მიზანია შვილად აყვანა. ამასთანავე, შვილად აყვანის დროს დასაშვებია ადვოკატის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული მომსახურების გაწევა, ხოლო საერთაშორისო შვილად აყვანის დროს – კომპეტენტური ორგანოს მიერ მომსახურების გაწევა.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-118-20242025-02-1073
    დაუშვებლობა (T5)

    შეიძლება თუ არა აღმზრდელის გარდაცვალების შემდეგ შვილად აყვანის ფაქტის დადასტურება, თუ მას სიცოცხლეში სასამართლოსთვის არ მიუმართავს?

    დავა ეხებოდა გარდაცვლილი აღმზრდელის მიერ არასრულწლოვნის შვილად აყვანის ფაქტის დადასტურებასა და მის მემკვიდრედ ცნობას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სკ 1240-ის მიზნებისათვის არასრულწლოვნის ოჯახში შვილად მიღება და მშვილებლის მიერ სიცოცხლეში სასამართლოსთვის მიმართვა ალტერნატიული საფუძვლებია. სასამართლომ შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, ბავშვის კეთილდღეობა და მშობლების თანხმობა და მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია. ლ.კ–იას საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

  • №ას-1285-20222023-02-2457
    დაუშვებლობა (T5)

    ვის ეკისრება შრომით დავაში დისციპლინური სახდელის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი?

    დასაქმებული მოითხოვდა დისციპლინური სახდელის შესახებ ბრძანებისა და სხდომის ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობას. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ უფროსი სოციალური მუშაკის მოვალეობებში არ შედიოდა თითოეულ ბავშვთან უშუალო ვიზიტი, ხოლო მეორე შემთხვევაზე მიღებული გადაწყვეტილება ბავშვის საუკეთესო ინტერესს შეესაბამებოდა. სასამართლოს განმარტებით, დისციპლინური სახდელის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრებოდა და მან ეს ტვირთი ვერ დაძლია. საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოა სააგენტო. 2. შვილად აყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი ორგანოა სასამართლო. 3. უფლებამოსილი ორგანოების გარდა, ყველა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეკრძალება ნებისმიერი ქმედება, მათ შორის, წინასწარი საქმიანობა ან გარიგება კონკრეტული ბავშვის ბიოლოგიურ მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს და ფიზიკურ პირს ან/ და იურიდიულ პირს შორის, აგრეთვე ასეთი საქმიანობისთვის ან გარიგებისთვის ხელის შეწყობა, რომლის მიზანია შვილად აყვანა. ამასთანავე, შვილად აყვანის დროს დასაშვებია ადვოკატის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული მომსახურების გაწევა, ხოლო საერთაშორისო შვილად აყვანის დროს – კომპეტენტური ორგანოს მიერ მომსახურების გაწევა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ოქტ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35012421243120014522141673055
მნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…საქართველოს სამოქალაქო…კონვენცია ბავშვის უფლე…საერთაშორისო კერძო სამ…სამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს კანონი ოჯა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა