შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 6. სააგენტოს უფლებამოსილებანი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

გურანდა გრიგოლიალაშა კაპანაძეირაკლი ღლონტი

1.სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს: ა) შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა და ბავშვის უფლებების დაცვა; ბ) მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოების საქმიანობის კოორდინირება; გ) შვილად აყვანასთან დაკავშირებული რეესტრის წარმოება, სისტემატიზება და დამუშავება; დ) მინდობით აღზრდასთან დაკავშირებული რეესტრის წარმოება, სისტემატიზება და დამუშავება; ე) საერთაშორისო შვილად აყვანის პროცედურები; ვ) შვილად აყვანასთან დაკავშირებული ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა და გაცემა; ზ) მინდობით აღზრდის ანაზღაურების ადმინისტრირება; თ) შვილად აყვანის მსურველი პირისთვის/ მინდობით აღზრდის მსურველი პირისთვის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ორგანიზება; ი) შვილად აყვანის მსურველი პირის/ მინდობით აღზრდის მსურველი პირის სერტიფიცირება სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის საფუძველზე; კ) საერთაშორისო შვილად აყვანის შემთხვევაში საერთაშორისო შვილად აყვანის შემდგომი ანგარიშების მომზადება; ლ) შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის ოდენობა, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან განთავისუფლების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიდოქტრინული დასაშვებობა (T5)

    როგორ ფასდება ბავშვის საუკეთესო ინტერესი ბიოლოგიურ მშობელთან დაბრუნების მოთხოვნისას?

    დავა ეხებოდა ბიოლოგიური დედის მშობლის უფლების შეზღუდვასა და აღმზრდელის მეურვედ დანიშვნას, აგრეთვე დედის შეგებებულ მოთხოვნას ბავშვის დაბრუნების შესახებ. უზენაესმა სასამართლომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით გაიზიარა დასკვნა, რომ დედასთან დაბრუნება ბავშვს უარყოფითად არ იმოქმედებდა და მშობლის უფლების შეზღუდვის საფუძველი არ გამოვლენილა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ოჯახის გაერთიანების ხელშეწყობის ვალდებულება და მშობლის უფლება ბავშვის საუკეთესო ინტერესებით არის შეზღუდული. საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა; ძალაში დარჩა თავდაპირველ სარჩელზე უარი და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს: ა) შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა და ბავშვის უფლებების დაცვა; ბ) მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოების საქმიანობის კოორდინირება; გ) შვილად აყვანასთან დაკავშირებული რეესტრის წარმოება, სისტემატიზება და დამუშავება; დ) მინდობით აღზრდასთან დაკავშირებული რეესტრის წარმოება, სისტემატიზება და დამუშავება; ე) საერთაშორისო შვილად აყვანის პროცედურები; ვ) შვილად აყვანასთან დაკავშირებული ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა და გაცემა; ზ) მინდობით აღზრდის ანაზღაურების ადმინისტრირება; თ) შვილად აყვანის მსურველი პირისთვის/ მინდობით აღზრდის მსურველი პირისთვის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ორგანიზება; ი) შვილად აყვანის მსურველი პირის/ მინდობით აღზრდის მსურველი პირის სერტიფიცირება სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის საფუძველზე; კ) საერთაშორისო შვილად აყვანის შემთხვევაში საერთაშორისო შვილად აყვანის შემდგომი ანგარიშების მომზადება; ლ) შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის ოდენობა, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან განთავისუფლების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ოქტ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

თამთა იოსავა

თამთა იოსავა

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
91712448211781573014¹5166
მითითებამნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…ელექტრონული კომერციის …ადრეული და სკოლამდელი …სოციალური დახმარების შ…“მიზნობრივი სოციალური …საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა