Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებმუხლი 7

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 7. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს უფლებამოსილება შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:ბავშვთან დაკავშირებული საკითხები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააგენტოს ტერიტორიული ერთეულია მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო თავის სამოქმედო ტერიტორიაზე.

2.მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო უზრუნველყოფს: ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ბავშვის უფლებების დაცვას; ბ) შვილად აყვანის/ მინდობით აღზრდის პროცედურის განხორციელების ყველა ეტაპზე გასაშვილებელი ბავშვის/ მინდობით აღსაზრდელის წარმომადგენლობას; გ) ბავშვის გაშვილების მსურველი პირისთვის და ბავშვის მიტოვების მსურველი პირისთვის კონსულტაციის გაწევას; დ) შვილად აყვანის მსურველი პირისთვის შვილად აყვანის შესახებ კონსულტაციის გაწევას, რაც დასტურდება სპეციალური ფორმით, რომელსაც სააგენტოს დირექტორი ბრძანებით ამტკიცებს; ე) ბავშვისთვის საჭირო კონსულტაციის გაწევას მისი ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით; ვ) შვილად აყვანის მსურველი პირის ( პირების) განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღებას; ზ) ამ კანონით დადგენილი წესით პირისათვის გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭებას; თ) შვილად აყვანის მსურველი პირის ( პირების) ოჯახის და გასაშვილებელი ბავშვის შეფასებას; ი) შვილად აყვანის მსურველი პირის ( პირების) რეგისტრაციას; კ) შვილად აყვანის პროცესის განხორციელებას; ლ) შვილად აყვანის შესახებ სასამართლო საქმის წარმოების პროცესში მონაწილეობას; მ) შვილად აყვანის შემდეგ მშვილებლისთვის ( მშვილებლებისთვის) დახმარების გაწევას, მათ შორის, ახალ გარემოში ბავშვის ფსიქოსოციალური ადაპტაციისთვის; ნ) მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის შეფასებას; ო) მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის რეგისტრაციას; პ) მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირის, მინდობით აღზრდის მსურველი პირის, მინდობით აღსაზრდელისა და მინდობით აღმზრდელის რეგისტრაციას და აღნიშნულ პირთა შესახებ ინფორმაციის სისტემატიზებას; ჟ) მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის თავსებადობის შეფასებას; რ) მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავებას და ამ გეგმის განხორციელების მონიტორინგს; ს) მინდობით აღსაზრდელის საცხოვრებელი პირობების, აღზრდა- განვითარების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის ზედამხედველობას, აგრეთვე მინდობით აღმზრდელის მიერ საკუთარი მოვალეობების შესრულების ზედამხედველობას, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავებას და ამ გეგმის განხორციელების მონიტორინგს; ტ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, მინდობით აღზრდის საკითხებზე კონსულტაციების გამართვას; უ) ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

3.მხოლოდ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოა უფლებამოსილი, მიიღოს ბიოლოგიური მშობლის ( ბიოლოგიური მშობლების) თანხმობა ბავშვის გაშვილებასა და ბავშვის მიტოვებაზე.

4.მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საქმიანობის წესს ამტკიცებს მინისტრი. თავი II შვილად აყვანის ძირითადი პირობები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სააგენტოს ტერიტორიული ერთეულია მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო თავის სამოქმედო ტერიტორიაზე. 2. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო უზრუნველყოფს: ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ბავშვის უფლებების დაცვას; ბ) შვილად აყვანის/ მინდობით აღზრდის პროცედურის განხორციელების ყველა ეტაპზე გასაშვილებელი ბავშვის/ მინდობით აღსაზრდელის წარმომადგენლობას; გ) ბავშვის გაშვილების მსურველი პირისთვის და ბავშვის მიტოვების მსურველი პირისთვის კონსულტაციის გაწევას; დ) შვილად აყვანის მსურველი პირისთვის შვილად აყვანის შესახებ კონსულტაციის გაწევას, რაც დასტურდება სპეციალური ფორმით, რომელსაც სააგენტოს დირექტორი ბრძანებით ამტკიცებს; ე) ბავშვისთვის საჭირო კონსულტაციის გაწევას მისი ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით; ვ) შვილად აყვანის მსურველი პირის ( პირების) განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღებას; ზ) ამ კანონით დადგენილი წესით პირისათვის გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭებას; თ) შვილად აყვანის მსურველი პირის ( პირების) ოჯახის და გასაშვილებელი ბავშვის შეფასებას; ი) შვილად აყვანის მსურველი პირის ( პირების) რეგისტრაციას; კ) შვილად აყვანის პროცესის განხორციელებას; ლ) შვილად აყვანის შესახებ სასამართლო საქმის წარმოების პროცესში მონაწილეობას; მ) შვილად აყვანის შემდეგ მშვილებლისთვის ( მშვილებლებისთვის) დახმარების გაწევას, მათ შორის, ახალ გარემოში ბავშვის ფსიქოსოციალური ადაპტაციისთვის; ნ) მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის შეფასებას; ო) მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის რეგისტრაციას; პ) მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირის, მინდობით აღზრდის მსურველი პირის, მინდობით აღსაზრდელისა და მინდობით აღმზრდელის რეგისტრაციას და აღნიშნულ პირთა შესახებ ინფორმაციის სისტემატიზებას; ჟ) მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის თავსებადობის შეფასებას; რ) მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავებას და ამ გეგმის განხორციელების მონიტორინგს; ს) მინდობით აღსაზრდელის საცხოვრებელი პირობების, აღზრდა- განვითარების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის ზედამხედველობას, აგრეთვე მინდობით აღმზრდელის მიერ საკუთარი მოვალეობების შესრულების ზედამხედველობას, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავებას და ამ გეგმის განხორციელების მონიტორინგს; ტ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, მინდობით აღზრდის საკითხებზე კონსულტაციების გამართვას; უ) ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. 3. მხოლოდ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოა უფლებამოსილი, მიიღოს ბიოლოგიური მშობლის ( ბიოლოგიური მშობლების) თანხმობა ბავშვის გაშვილებასა და ბავშვის მიტოვებაზე. 4. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საქმიანობის წესს ამტკიცებს მინისტრი. თავი II შვილად აყვანის ძირითადი პირობები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ოქტ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბავშვის მეურვეობის განსაზღვრა11 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბავშვის მეურვეობის ცვლილება11 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ხათუნა მანჯგალაძე

ხათუნა მანჯგალაძე

ბიზნეს იურისტი ექსტრემალური და უცხოელი ინვესტორებისთვის,

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №9

  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

  • 6სააგენტოს უფლებამოსილებანი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში
  • 5შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოები
  • 30ცენტრალური ორგანოს უფლებამოსილებანი საერთაშორისო შვილად აყვანის სფეროში

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1278მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები
  • 1299მეურვისა და მზრუნველის გათავისუფლება მათი მოვალეობებისაგან
  • 1507¹მეურვეობისა და მზრუნველობის განმახორციელებელი ორგანო გარდამავალ პერიოდში

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 16სოციალური მუშაობა ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის და მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის სფეროში
  • 51საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

  • 54მეურვეობა და მზრუნველობა

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 96მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 46არასრულწლოვნის მინდობით აღსაზრდელად განთავსება

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

  • 23კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
127812991507¹54466530165196237
მნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…საქართველოს სამოქალაქო…სოციალური მუშაობის შეს…საერთაშორისო კერძო სამ…ბავშვის უფლებათა კოდექ…არასრულწლოვანთა მართლმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026