Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგარემოსდაცვითი შეფასების კოდექსიმუხლი 23

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

მუხლი 23. სტრატეგიული დოკუმენტის სკრინინგი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სგშ-ის ჩატარების საჭიროების განსაზღვრის მიზნით ხორციელდება სკრინინგის პროცედურა.

2.დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართოს სკრინინგის განცხადებით და როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით წარუდგინოს სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფცია ან პროექტი (იგი უნდა შეიცავდეს მოკლე ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნების, ამოცანებისა და ღონისძიებების შესახებ) მისი შემუშავების შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე.

3.დამგეგმავი ორგანოს მიერ სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის წარდგენილი სკრინინგის განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალის (მათ შორის, ამ არეალში მცხოვრები მოსახლეობის) შესახებ, აგრეთვე ინფორმაციას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების ხასიათის თაობაზე.

4.სააგენტო სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ განცხადებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის ან პროექტის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას. სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო აღნიშნულ განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციას ან პროექტს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო სააგენტო უზრუნველყოფს აგრეთვე სკრინინგის განცხადების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ ამ დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საზოგადოების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, სკრინინგის განცხადებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის ან პროექტის აღნიშნულ ვებგვერდებსა და საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 7 დღის ვადაში, ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით წარადგინონ მოსაზრებები და შენიშვნები ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით. სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებენ მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

5.სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ დამგეგმავი ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად წარდგენილ სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციას ან პროექტს და ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს მე-10 დღისა და არაუგვიანეს მე-15 დღისა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებებს სტრატეგიული დოკუმენტის სგშ-ისადმი დაქვემდებარების შესახებ.

6.სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის სგშ-ისადმი დაქვემდებარების შესახებ გადაწყვეტილებების თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალურად მიღების დროს, ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული კრიტერიუმების გარდა, შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი კრიტერიუმები: ა) სტრატეგიული დოკუმენტის მახასიათებლები, კერძოდ: ა.ა) რამდენად უდგენს სტრატეგიული დოკუმენტი ჩარჩოს სამომავლოდ განსახორციელებელ საქმიანობებს მათი განხორციელების ადგილის, ტიპის, მოცულობისა და სამუშაო პირობების ან ბუნებრივი რესურსების განაწილების კუთხით; ა.ბ) სტრატეგიული დოკუმენტის სხვა სტრატეგიულ დოკუმენტთან (ასეთი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში) მიმართება; ა.გ) სტრატეგიული დოკუმენტის მნიშვნელობა გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირების თვალსაზრისით, კერძოდ, მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის; ა.დ) სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებული ზოგადი გარემოსდაცვითი ასპექტები; ბ) ზოგადი ინფორმაცია სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების ზემოქმედების ხასიათისა და ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიის მახასიათებლების შესახებ, კერძოდ: ბ.ა) ზემოქმედების ტრანსსასაზღვრო ხასიათი; ბ.ბ) გარემოსთან ან/და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები; ბ.გ) ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიის ფასეულობა და მოწყვლადობა, კერძოდ, ბუნებრივი მახასიათებლები ან კულტურული მემკვიდრეობა, დაცულ ტერიტორიებზე, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე ან/და ლანდშაფტზე ზემოქმედება, რომელსაც მინიჭებული აქვს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსი.

7.სტრატეგიული დოკუმენტის სგშ-ისადმი დაქვემდებარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ“.

8.სკრინინგის პროცედურის დასრულებიდან 3 დღის ვადაში სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სკრინინგის გადაწყვეტილებებს უგზავნიან დამგეგმავ ორგანოს.

9.სააგენტო სკრინინგის გადაწყვეტილებების მიღებიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილებების, აგრეთვე საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას. სკრინინგის გადაწყვეტილებების მიღებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო ამ გადაწყვეტილებებს, აგრეთვე საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო სააგენტო უზრუნველყოფს აგრეთვე აღნიშნული დოკუმენტების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3106 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი, 09.03.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სგშ-ის ჩატარების საჭიროების განსაზღვრის მიზნით ხორციელდება სკრინინგის პროცედურა. 2. დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართოს სკრინინგის განცხადებით და როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით წარუდგინოს სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფცია ან პროექტი (იგი უნდა შეიცავდეს მოკლე ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნების, ამოცანებისა და ღონისძიებების შესახებ) მისი შემუშავების შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე. 3. დამგეგმავი ორგანოს მიერ სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის წარდგენილი სკრინინგის განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალის (მათ შორის, ამ არეალში მცხოვრები მოსახლეობის) შესახებ, აგრეთვე ინფორმაციას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების ხასიათის თაობაზე. 4. სააგენტო სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ განცხადებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის ან პროექტის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას. სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო აღნიშნულ განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციას ან პროექტს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო სააგენტო უზრუნველყოფს აგრეთვე სკრინინგის განცხადების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ ამ დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საზოგადოების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, სკრინინგის განცხადებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის ან პროექტის აღნიშნულ ვებგვერდებსა და საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 7 დღის ვადაში, ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით წარადგინონ მოსაზრებები და შენიშვნები ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით. სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებენ მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 5. სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ დამგეგმავი ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად წარდგენილ სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციას ან პროექტს და ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს მე-10 დღისა და არაუგვიანეს მე-15 დღისა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებებს სტრატეგიული დოკუმენტის სგშ-ისადმი დაქვემდებარების შესახებ. 6. სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის სგშ-ისადმი დაქვემდებარების შესახებ გადაწყვეტილებების თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალურად მიღების დროს, ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული კრიტერიუმების გარდა, შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი კრიტერიუმები: ა) სტრატეგიული დოკუმენტის მახასიათებლები, კერძოდ: ა.ა) რამდენად უდგენს სტრატეგიული დოკუმენტი ჩარჩოს სამომავლოდ განსახორციელებელ საქმიანობებს მათი განხორციელების ადგილის, ტიპის, მოცულობისა და სამუშაო პირობების ან ბუნებრივი რესურსების განაწილების კუთხით; ა.ბ) სტრატეგიული დოკუმენტის სხვა სტრატეგიულ დოკუმენტთან (ასეთი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში) მიმართება; ა.გ) სტრატეგიული დოკუმენტის მნიშვნელობა გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირების თვალსაზრისით, კერძოდ, მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის; ა.დ) სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებული ზოგადი გარემოსდაცვითი ასპექტები; ბ) ზოგადი ინფორმაცია სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების ზემოქმედების ხასიათისა და ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიის მახასიათებლების შესახებ, კერძოდ: ბ.ა) ზემოქმედების ტრანსსასაზღვრო ხასიათი; ბ.ბ) გარემოსთან ან/და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები; ბ.გ) ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიის ფასეულობა და მოწყვლადობა, კერძოდ, ბუნებრივი მახასიათებლები ან კულტურული მემკვიდრეობა, დაცულ ტერიტორიებზე, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე ან/და ლანდშაფტზე ზემოქმედება, რომელსაც მინიჭებული აქვს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსი. 7. სტრატეგიული დოკუმენტის სგშ-ისადმი დაქვემდებარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ“. 8. სკრინინგის პროცედურის დასრულებიდან 3 დღის ვადაში სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სკრინინგის გადაწყვეტილებებს უგზავნიან დამგეგმავ ორგანოს. 9. სააგენტო სკრინინგის გადაწყვეტილებების მიღებიდან   5 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილებების, აგრეთვე საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას. სკრინინგის გადაწყვეტილებების მიღებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო ამ გადაწყვეტილებებს, აგრეთვე საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო სააგენტო უზრუნველყოფს აგრეთვე აღნიშნული დოკუმენტების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3106 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი,  09.03.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 სექ. 2026 – 1 სექ. 2027 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2025
  2. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 9 მარ. 2023
  3. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 24 მარ. 2022
  4. 31 დეკ. 2018· გამოქვეყნდა 11 ივლ. 2018
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 22შემდეგი მუხლი 24

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №18

  • 4 ცვლილება · ბოლო 4 ივლ. 2025
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 7 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ზოგადი… 78მუხლი 20მუხლი 34

მიუთითებენ მასზე

მუხლი 20მუხლი 51

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 24სგშ-ის პროცესში სკოპინგის განცხადება
  • 25სგშ-ის პროცესში სკოპინგის დასკვნის გაცემა
  • 27სგშ-ის ანგარიშის განხილვა და რეკომენდაციების გაცემა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 10სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება
  • 19ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებით
  • 18საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების უფლებამოსილება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 16სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიებისა და ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიების განხორციელება

ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ

  • 8² (დანართი 1)წელიწადში 10 ტონამდე სახიფათო ნარჩენის აღდგენა ან/და განთავსება

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 19¹ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიებისა და სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების საფუძვლები

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 134დოკუმენტისა და ინფორმაციის გამოთხოვა

გარემოს დაცვის შესახებ

  • 41¹სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 239ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7819¹41¹1348² (დ…1620345124252710191823
მითითებამნიშვნელობით ახლოსგარემოსდაცვითი შეფასებ…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს სივრცის და…საჯარო სამართლის იურიდ…ნარჩენების შეგროვების,…კონტრდაზვერვითი საქმია…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026