Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებმუხლი 16

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

მუხლი 16. სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიებისა და ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიების განხორციელება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების საფუძველია საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლის ბრძანება სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების შესახებ.

2.სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განსახორციელებლად სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენელი შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს უზენაეს სასამართლოს. შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს: ა) დასაბუთებას, რომ სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების შედეგად შეიძლება გამოვლინდეს მონაცემები იმ ფაქტებისა და მოვლენების (ან მათი ნიშნების) შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ან რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას; ბ) დასაბუთებას, რომ სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელება განპირობებულია გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებით და იგი მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალებაა; გ) დასაბუთებას, რომ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების გარეშე ვერ მოიპოვება; დ) იმ შინაარსობრივი იდენტიფიკატორების დეტალურ აღწერას, რომელთა გამოყენებითაც უნდა გამოვლინდეს ელექტრონული კომუნიკაციის ქსელებით გადაცემული შეტყობინებები, რომლებიც შეიცავს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს; ე) მოთხოვნას სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების პერიოდის შესახებ.

3.მოსამართლე სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების შესახებ შუამდგომლობას განიხილავს მისი მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, დახურულ სასამართლო სხდომაზე, სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობით და გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება: ა) გასცემს ბრძანებას სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების შესახებ; ბ) გამოაქვს გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

4.მოსამართლის ბრძანებაში უნდა მიეთითოს, რომ დასტურდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა. მოსამართლის ბრძანებაში აგრეთვე უნდა მიეთითოს: ა) ბრძანების რეკვიზიტები (ნომერი; შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის სახელი და გვარი, ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონული); საიდუმლოების აღმნიშვნელი გრიფი); ბ) პირი, რომელმაც მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა; გ) განკარგულება სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების შესახებ; დ) იმ შინაარსობრივი იდენტიფიკატორების დეტალური აღწერა, რომელთა გამოყენებითაც უნდა განხორციელდეს სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება; ე) დროის რა მონაკვეთში (დაწყებისა და დასრულების თარიღებისა და დროის მითითებით) უნდა განხორციელდეს სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება; ვ) სააგენტო, როგორც უფლებამოსილი ორგანო, რომელმაც ეს ბრძანება უნდა შეასრულოს; ზ) სპეციალური სამსახურის დასახელება, რომელსაც უნდა გაეცნოს და გადაეცეს სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია.

5.სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების ნებართვა გაიცემა იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მისი მიზნის მისაღწევად, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა. აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, თითოეულ ჯერზე იმავე წესითა და საფუძვლით, რომლებიც თავდაპირველი ბრძანებისთვისაა დადგენილი.

6.ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების საფუძველია „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12–მე-14 მუხლების შესაბამისად ზედამხედველი მოსამართლის მიერ გაცემული ბრძანება ან სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების შესახებ. თავი IV სააგენტოს მიერ კანონის შესასრულებლად გამოყენებული ღონისძიებები

წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 17

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №10

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

კონტრდაზვერვითი სა… 14მუხლი 14

მიუთითებენ მასზე

მუხლი 9მუხლი 13მუხლი 34

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 13ფარული მეთვალყურეობის ღონისძიების განხორციელების საფუძველი
  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 19¹ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიებისა და სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების საფუძვლები
  • 12ელექტრონული თვალთვალი
  • 14⁸კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის უფლებამოსილი საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემა

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

  • 8ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების საფუძვლები

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

  • 8მონიტორინგი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 124¹საბანკო ანგარიშების მონიტორინგი
  • 206აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, შეცვლა და გაუქმება

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 30—

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 23სტრატეგიული დოკუმენტის სკრინინგი
  • 24სგშ-ის პროცესში სკოპინგის განცხადება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3081419¹1214⁸124¹131493422324816
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამართლის იურიდ…კონტრდაზვერვითი საქმია…ოპერატიულ-სამძებრო საქ…უცხოური გავლენის გამჭვ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს მთავრობის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025