Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგარემოსდაცვითი შეფასების კოდექსიმუხლი 24

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

მუხლი 24. სგშ-ის პროცესში სკოპინგის განცხადება

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:უძრავი ქონების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibility

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.დამგეგმავი ორგანო შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე, მაგრამ არაუგვიანეს სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის ან სამუშაო ვერსიის მომზადებისა, სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით მიმართავს სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სკოპინგის განცხადებით, რომელსაც თან ერთვის სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფცია ან სამუშაო ვერსია (როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით). დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფს სკოპინგის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების თავის ვებგვერდზე განთავსებას.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად წარდგენილი სკოპინგის განცხადება უნდა მოიცავდეს: ა) ინფორმაციას დამგეგმავი ორგანოს შესახებ; ბ) მოკლე ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტის, აგრეთვე იმ გეოგრაფიული არეალის და შესაბამისი დასახლებული პუნქტების შესახებ, სადაც დაგეგმილია სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელება; გ) მოკლე ინფორმაციას გარემოზე (მათ შორის, დაცულ ტერიტორიებზე, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე ან/და ლანდშაფტზე, რომელსაც მინიჭებული აქვს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო  მნიშვნელობის სტატუსი) და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების მასშტაბის შესახებ; დ) ზოგად ინფორმაციას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ; ე) სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესაძლო ალტერნატივების ზოგად აღწერას; ვ) ინფორმაციას გარემოზე შესაძლო ზემოქმედების სახეების შესახებ, რომლებიც დაექვემდებარება შესწავლას და სგშ-ის ანგარიშში ასახვას; ზ) სტრატეგიული დოკუმენტის სხვა სტრატეგიულ დოკუმენტთან მიმართებას; თ) ზოგად ინფორმაციას სგშ-ის პროცესში ჩასატარებელი საბაზისო კვლევების შესახებ; ი) იმ ღონისძიებების საორიენტაციო ჩამონათვალს, რომლებიც დაგეგმილია სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შემთხვევაში შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილების, შერბილებისა და კომპენსირებისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3.დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება სკოპინგის დასკვნის მომზადების პროცესში.

4.სააგენტო სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას. სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო აღნიშნულ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო სააგენტო უზრუნველყოფს აგრეთვე სკოპინგის განცხადების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ ამ დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.

5.საზოგადოებას უფლება აქვს, სკოპინგის განცხადების შესაბამის ვებგვერდებზე განთავსებიდან 15 დღის ვადაში, ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები სკოპინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციასთან ან სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით. სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებენ მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

6.დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთდროულად წარუდგინოს სკრინინგის განცხადება და სკოპინგის განცხადება. თუ სკრინინგის პროცედურის შედეგად დადგინდება, რომ სტრატეგიული დოკუმენტი სგშ-ს ექვემდებარება, იმავე გადაწყვეტილებაში მიეთითება აგრეთვე სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3106 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი,  09.03.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დამგეგმავი ორგანო შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე, მაგრამ არაუგვიანეს სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის ან სამუშაო ვერსიის მომზადებისა, სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით მიმართავს სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სკოპინგის განცხადებით, რომელსაც თან ერთვის სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფცია ან სამუშაო ვერსია (როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით). დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფს სკოპინგის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების თავის ვებგვერდზე განთავსებას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად წარდგენილი სკოპინგის განცხადება უნდა მოიცავდეს: ა) ინფორმაციას დამგეგმავი ორგანოს შესახებ; ბ) მოკლე ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტის, აგრეთვე იმ გეოგრაფიული არეალის და შესაბამისი დასახლებული პუნქტების შესახებ, სადაც დაგეგმილია სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელება; გ) მოკლე ინფორმაციას გარემოზე (მათ შორის, დაცულ ტერიტორიებზე, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე ან/და ლანდშაფტზე, რომელსაც მინიჭებული აქვს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო  მნიშვნელობის სტატუსი) და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების მასშტაბის შესახებ; დ) ზოგად ინფორმაციას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ; ე) სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესაძლო ალტერნატივების ზოგად აღწერას; ვ) ინფორმაციას გარემოზე შესაძლო ზემოქმედების სახეების შესახებ, რომლებიც დაექვემდებარება შესწავლას და სგშ-ის ანგარიშში ასახვას; ზ) სტრატეგიული დოკუმენტის სხვა სტრატეგიულ დოკუმენტთან მიმართებას; თ) ზოგად ინფორმაციას სგშ-ის პროცესში ჩასატარებელი საბაზისო კვლევების შესახებ; ი) იმ ღონისძიებების საორიენტაციო ჩამონათვალს, რომლებიც დაგეგმილია სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შემთხვევაში შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილების, შერბილებისა და კომპენსირებისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება სკოპინგის დასკვნის მომზადების პროცესში. 4. სააგენტო სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან 13 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ განცხადებასაგანცხადებისა და თანდართულ დოკუმენტებს უგზავნის ცენტრს. ცენტრი გამოგზავნილითანდართული დოკუმენტების მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე მათ განთავსებას. სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო აღნიშნულ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო ცენტრისააგენტო უზრუნველყოფს აგრეთვე სკოპინგის განცხადების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრი,სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ ამ დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 5. საზოგადოებას უფლება აქვს, სკოპინგის განცხადების შესაბამის ვებგვერდებზე განთავსებიდან 15 დღის ვადაში, ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები სკოპინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციასთან ან სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით. სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებენ მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 6. დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთდროულად წარუდგინოს სკრინინგის განცხადება და სკოპინგის განცხადება. თუ სკრინინგის პროცედურის შედეგად დადგინდება, რომ სტრატეგიული დოკუმენტი სგშ-ს ექვემდებარება, იმავე გადაწყვეტილებაში მიეთითება აგრეთვე სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3106 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი,  09.03.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.
რედაქციების შედარება

1. დამგეგმავი ორგანო შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე, მაგრამ არაუგვიანეს სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის ან სამუშაო ვერსიის მომზადებისა, სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით მიმართავს სააგენტოსასამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავს სკოპინგის განცხადებით, რომელსაც თან ერთვის სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფცია ან სამუშაო ვერსია (როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით). დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფს სკოპინგის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების თავის ვებგვერდზე განთავსებას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად წარდგენილი სკოპინგის განცხადება უნდა მოიცავდეს: ა) ინფორმაციას დამგეგმავი ორგანოს შესახებ; ბ) მოკლე ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტის, აგრეთვე იმ გეოგრაფიული არეალის და შესაბამისი დასახლებული პუნქტების შესახებ, სადაც დაგეგმილია სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელება; გ) მოკლე ინფორმაციას გარემოზე (მათ შორის, დაცულ ტერიტორიებზე, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე ან/და ლანდშაფტზე, რომელსაც მინიჭებული აქვს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო  მნიშვნელობის სტატუსი) და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების მასშტაბის შესახებ; დ) ზოგად ინფორმაციას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ; ე) სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესაძლო ალტერნატივების ზოგად აღწერას; ვ) ინფორმაციას გარემოზე შესაძლო ზემოქმედების სახეების შესახებ, რომლებიც დაექვემდებარება შესწავლას და სგშ-ის ანგარიშში ასახვას; ზ) სტრატეგიული დოკუმენტის სხვა სტრატეგიულ დოკუმენტთან მიმართებას; თ) ზოგად ინფორმაციას სგშ-ის პროცესში ჩასატარებელი საბაზისო კვლევების შესახებ; ი) იმ ღონისძიებების საორიენტაციო ჩამონათვალს, რომლებიც დაგეგმილია სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შემთხვევაში შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილების, შერბილებისა და კომპენსირებისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია სააგენტოსასამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება სკოპინგის დასკვნის მომზადების პროცესში. 4. სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში სააგენტო,სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო სკოპინგის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს თავიანთმათ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო სააგენტოსამინისტრო ასევე უზრუნველყოფს სკოპინგის განცხადებისმათ შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაშიშემთხვევაში, სააგენტო,სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 5. საზოგადოებას უფლება აქვს, სკოპინგის განცხადების შესაბამის ვებგვერდებზევებგვერდზე განთავსებიდან 15 დღის ვადაში, ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით სააგენტოსასამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები სკოპინგის განცხადებასაგანცხადებასთან და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციასთან ან სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით. სააგენტოსამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს დადა, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიშემთხვევაში, ითვალისწინებენმხედველობაში იღებენ მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 6. დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია სააგენტოსასამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთდროულად წარუდგინოს სკრინინგის განცხადებასკრინინგისა და სკოპინგის განცხადება.განცხადებები. თუ სკრინინგის პროცედურის შედეგად დადგინდება, რომ სტრატეგიული დოკუმენტი სგშ-სექვემდებარება ექვემდებარება,სგშ-ს, იმავე გადაწყვეტილებაში მიეთითება აგრეთვე სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3106 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2025
წინა მუხლი 23შემდეგი მუხლი 25

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კონკრეტული ლოკაციის საინვესტიციო პოტენციალის ანალიზი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის კვლევა სეგმენტების მიხედვით1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სადეველოპერო პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სასტუმრო / ტურისტული ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №17

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-07-04
4
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 34

მიუთითებენ მასზე

მუხლი 51

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 25სგშ-ის პროცესში სკოპინგის დასკვნის გაცემა
  • 27სგშ-ის ანგარიშის განხილვა და რეკომენდაციების გაცემა
  • 22სგშ-ის ეტაპები

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 12ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის სკოპინგის პროცედურა

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 16სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიებისა და ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიების განხორციელება

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 36საბიუჯეტო განაცხადების წარდგენა
  • 98მხარჯავი დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო განაცხადების წარდგენა

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 12კონტროლირებადი მიწოდება

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 44¹სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავება

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 43საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და არსებითი მტკიცებულებების მოპოვება და შესწავლა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 19ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებით

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 17შრომითი მიგრაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
36981216345125272244¹1917124324
მითითებამნიშვნელობით ახლოსგარემოსდაცვითი შეფასებ…სამრეწველო ემისიების შ…საჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს საბიუჯეტო …სამართალდაცვით სფეროში…სამოქალაქო უსაფრთხოები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025