დაგროვებითი პენსიის შესახებ

მუხლი 37⁷. ინფორმაციის/დოკუმენტის გაცნობა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საპენსიო ფონდის მიერ მიღებული/გამოცემული, ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი გადაწყვეტილება/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტი დამსაქმებელს ეგზავნება/წარედგინება ელექტრონული სისტემისა და შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2.საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ ინფორმაცია დამსაქმებელს ეცნობება მოკლე ტექსტური შეტყობინების ან/და სხვაგვარი ელექტრონული შეტყობინების სახით, თუ ელექტრონულ სისტემაში ან/და შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია. თუ საპენსიო ფონდს არ აქვს დამსაქმებლის საკონტაქტო ინფორმაცია, იგი უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან მოპოვებას.

3.საპენსიო ფონდის მიერ გაგზავნილი/წარდგენილი გადაწყვეტილება/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა მხოლოდ ადრესატის მიერ მისი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონულ სისტემაში გაცნობისთანავე (ნახვისთანავე), ხოლო ამ ინფორმაციის/ დოკუმენტის რამდენიმე ფორმით გაგზავნის/წარდგენის შემთხვევაში მისი ჩაბარების თარიღად პირველად გაცნობის თარიღი ითვლება.

4.თუ ელექტრონულ სისტემასა და შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში განთავსებულ გადაწყვეტილებას/ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და ნებისმიერ სხვა ინფორმაციას/დოკუმენტს ადრესატი არ გაეცნო განთავსებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში, საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს მის საჯაროდ გავრცელებას.

5.ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტი საჯაროდ ვრცელდება საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით. საჯაროდ განთავსებული გადაწყვეტილება/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა მისი საჯაროდ განთავსებიდან მე-10 კალენდარულ დღეს. (ამოქმედდეს 2026 წლის 15 ოქტომბრიდან)] საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ. თავი VI 2 . საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახური საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ეს მუხლი კანონში არ იყო.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აგვ. 2018 – 1 ივნ. 2027 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5821¹³⁷21¹³⁸21¹³⁹101337¹⁵313239444337⁷
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…დაგროვებითი პენსიის შე…ნებაყოფლობითი კერძო პე…სახელმწიფო პენსიის შეს…საქართველოს ზოგადი ადმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა