Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგარემოსდაცვითი შეფასების კოდექსიმუხლი 47

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

მუხლი 47. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი და პასუხისმგებლობა მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისთვის

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516171820

1.„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობები (გარდა ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრული არსებული ნაგავსაყრელების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საქმიანობებისა, ამ კოდექსის ამოქმედებამდე აშენებული ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურებისა, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა, რკინიგზისა და მათზე განთავსებული ხიდებისა, გზაგამტარი გვირაბებისა და მათი საინჟინრო დაცვის ნაგებობებისა, მეტროპოლიტენისა, მაგისტრალური გაზსადენებისა, აგრეთვე  სარეკრეაციო დანიშნულებით ან/და სამელიორაციო დანიშნულებით ან/და თევზსაშენი მეურნეობისთვის გამოყენებული წყალსატევებისა, რომელთა განხორციელებაც 2022 წლის 1 ივნისამდე დაიწყო და რომლებსაც არა აქვს გზშ-ის სფეროში შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), რომელთა განხორციელებაც 2018 წლის 1 იანვრამდე დაიწყო და რომლებსაც არა აქვს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება, თუ აღნიშნული საქმიანობების განმახორციელებლებს გზშ-ის სფეროში შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მისაღებად არ მიუმართავთ, საჭიროებს სააგენტოს მიერ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად მიღებას.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მისაღებად სააგენტოს 2024 წლის 1 იანვრამდე მიმართოს.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მისაღებად სააგენტოს განცხადებით მიმართოს და წარუდგინოს ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში და მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შერბილების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკი. აღნიშნული განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას წარდგენილი დოკუმენტაციის კონფიდენციალური ნაწილის შესახებ. საქმიანობის განმახორციელებელი ასევე ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს ტექნოლოგიური ციკლის სრული სქემა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმიანობა კომერციულ საიდუმლოებას ან/და სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს.

4.ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

5.ეკოლოგიური აუდიტის ჩატარებისთვის საჭირო ხარჯებს საქმიანობის განმახორციელებელი ანაზღაურებს.

6.სააგენტო ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტაციის რეგისტრაციისთანავე უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტაციის ცენტრისთვის გაგზავნას. ცენტრი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს ამ დოკუმენტაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას საზოგადოების ჩართულობისა და შესაბამისი წინადადებების მიღების მიზნით.

7.სააგენტო ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში იხილავს საზოგადოების მიერ წარმოდგენილ წერილობით მოსაზრებებსა და შენიშვნებს, ხოლო აღნიშნული დოკუმენტაციის მითითებულ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-40 კალენდარულ დღეს ცენტრი ატარებს საჯარო განხილვას.

8.სააგენტო მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ატარებს ექსპერტიზას.

9.ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელების უზრუნველსაყოფად სააგენტოს უფროსის ბრძანებით იქმნება საექსპერტო კომისია. საექსპერტო კომისიის წევრები უფლებამოსილი არიან ადგილზე დაათვალიერონ და შეისწავლონ მიმდინარე საქმიანობის განხორციელების ტერიტორია. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია უზრუნველყოს ამ ტერიტორიაზე საექსპერტო კომისიის წევრების შეუფერხებელი გადაადგილება.

10.სააგენტო უზრუნველყოფს დაინტერესებული საზოგადოების მიერ წარმოდგენილი არგუმენტირებული წერილობითი მოსაზრებებისა და შენიშვნების მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გათვალისწინებას.

11.ამ მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრული მოსაზრებებისა და შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია სათანადო გადაწყვეტილება აცნობოს შესაბამის დაინტერესებულ პირს.

12.მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის ვადებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ადგენს სააგენტო.

13.შესაბამისი განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 50-ე კალენდარული დღისა და არაუგვიანეს მე-60 კალენდარული დღისა სააგენტო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იღებს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც მტკიცდება სააგენტოს უფროსის ბრძანებით.

14.საქმიანობის განმახორციელებელი, რომელიც მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მისაღებად სააგენტოს განცხადებით მიმართავს და ვერ აკმაყოფილებს მოქმედ გარემოსდაცვით ნორმებს, ვალდებულია უზრუნველყოს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისი გეგმა-გრაფიკით დადგენილ ვადებში შესრულება.

15.საქმიანობის განმახორციელებლის მიერ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისი გეგმა-გრაფიკით დადგენილ ვადებში სრულად შესრულების შემთხვევაში იგი ვალდებულია მიმართოს სააგენტოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად. სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს „ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

16.მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღება საქმიანობის განმახორციელებელს არ ათავისუფლებს ამ გადაწყვეტილების მიღებამდე და მისი მიღების შემდეგ საქმიანობის განხორციელების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.

17.მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქმიანობის განმახორციელებლის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაჯარიმებას. საქმიანობის განმახორციელებლისთვის ჯარიმის დაკისრების შემდეგ სამინისტროს სისტემაში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ადგენს გონივრულ ვადას მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებისთვის, აგრეთვე იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისთვის.

18.საქმიანობის განმახორციელებლისთვის ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, მის მიერ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებულ გონივრულ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. საქმიანობის განმახორციელებელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება გონივრული ვადა და შესაბამისი პირობები მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებისთვის.­ 19. საქმიანობის განმახორციელებლისთვის გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან ამ მუხლის მე-18 ნაწილით გათვალისწინებული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ მის მიერ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას.

20.თუ, საქმიანობის განმახორციელებლისთვის ამ მუხლის მე-17–მე-19 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმების დაკისრების მიუხედავად, იგი არ უზრუნველყოფს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებას, სააგენტო მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს. საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №248 – ვებგვერდი, 12.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1521 – ვებგვერდი, 13.05.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი,  09.03.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2025
  2. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 9 მარ. 2023
  3. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 13 მაი. 2022
  4. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 24 მარ. 2022
  5. 12 მარ. 2021
წინა მუხლი 46შემდეგი მუხლი 48

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №18

0
ციტირებულია მუხლი
5
ცვლილება
ბოლო 2025-07-04
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 48გზშ-ის სფეროში ცალკეულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებული დებულებები
  • 11განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე
  • 46პასუხისმგებლობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისთვის. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 23არსებული ნაგავსაყრელი
  • 24ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობები, რომლებიც გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას/ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას ექვემდებარება
  • 25ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისათვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად წარსადგენი ინფორმაცია

გარემოს დაცვის შესახებ

  • 35გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 22საქმიანობის შეწყვეტა
  • 30ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 28კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 79³გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა
  • 79⁷გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
79³79⁷3523242548114628223047
მნიშვნელობით ახლოსგარემოსდაცვითი შეფასებ…ნარჩენების მართვის კოდ…გარემოს დაცვის შესახებსამრეწველო ემისიების შ…გარემოსდაცვითი პასუხის…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026