Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგარემოსდაცვითი შეფასების კოდექსიმუხლი 15

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

მუხლი 15. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების სხვა პირისთვის გადაცემა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:ნარჩენების მართვაგარემოზე ზემოქმედების შეფასებაადმინისტრაციული წარმოებაESG შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹567

1.საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება სრულად ან ნაწილობრივ სხვა პირს გადასცეს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობის არსს, განსაზღვრულ პირობებს ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გადაცემა გულისხმობს როგორც უფლებების, ისე შესაბამისი მოვალეობების (მათ შორის, ამ გადაწყვეტილების გადაცემამდე ადმინისტრაციული მიწერილობით განსაზღვრული ვალდებულებების) გადაცემას.

2.გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გადაცემის შესახებ სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველია ამ გადაწყვეტილების მფლობელისა და მიმღების ერთობლივი განცხადება, ხელშეკრულება ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გადაცემის ფაქტს.

3.გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ნაწილობრივ გადაცემის შემთხვევაში გადაწყვეტილების მფლობელი და პირი, რომელსაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გადაეცა, პასუხისმგებელი არიან გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებისა და მათთან დაკავშირებული ვალებულებების შესრულებისთვის.

4.სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გადაცემის თაობაზე განცხადებას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

4¹.დაჩქარებული წესით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების სხვა პირისთვის სრულად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტო გასცემს 10 დღის ვადაში. დაჩქარებული წესით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების სხვა პირისთვის სრულად გადაცემისას ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში ერთობლივ განცხადებას უნდა ერთოდეს დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ლარს.

5.პირი, რომელსაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გადაეცა, ვალდებულია შესაბამისი საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ ამ მუხლის მე-4 ან 4 1 ნაწილით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

6.სააგენტო ამ მუხლის მე-4 ან 4​ ​ 1 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სამართლებრივი აქტის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას.

7.თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელი, რომელიც იმავდროულად არის სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაასხვისებს ლიცენზიის ნაწილს ან მთლიან ლიცენზიას, გამოიყენება ამ კოდექსითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, ხოლო ინფორმაციის გავრცელებისთვის − ამ მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი წესი. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1521 – ვებგვერდი, 13.05.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი, 09.03.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება სრულად ან ნაწილობრივ სხვა პირს გადასცეს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობის არსს, განსაზღვრულ პირობებს ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გადაცემა გულისხმობს როგორც უფლებების, ისე შესაბამისი მოვალეობების (მათ შორის, ამ გადაწყვეტილების გადაცემამდე ადმინისტრაციული მიწერილობით განსაზღვრული ვალდებულებების) გადაცემას. 2. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გადაცემის შესახებ სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველია ამ  გადაწყვეტილების მფლობელისა და მიმღების ერთობლივი განცხადება, ხელშეკრულება ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გადაცემის ფაქტს. 3. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ნაწილობრივ გადაცემის შემთხვევაში გადაწყვეტილების მფლობელი და პირი, რომელსაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გადაეცა, პასუხისმგებელი არიან გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებისა და მათთან დაკავშირებული ვალებულებების შესრულებისთვის. 4. სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გადაცემის თაობაზე განცხადებას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 4 1 . დაჩქარებული წესით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების სხვა პირისთვის სრულად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტო გასცემს 10 დღის ვადაში. დაჩქარებული წესით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების სხვა პირისთვის სრულად გადაცემისას ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში ერთობლივ განცხადებას უნდა ერთოდეს დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ლარს. 5. პირი, რომელსაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გადაეცა, ვალდებულია შესაბამისი საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ ამ მუხლის  მე-4 ან 4 1 ნაწილით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. 6. სააგენტო ამ მუხლის მე-4 ან 4​ ​ 1 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სამართლებრივი აქტის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას. 7. თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელი, რომელიც იმავდროულად არის სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაასხვისებს ლიცენზიის ნაწილს ან მთლიან ლიცენზიას, გამოიყენება ამ კოდექსითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, ხოლო ინფორმაციის გავრცელებისთვის − ამ მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი წესი. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1521 – ვებგვერდი, 13.05.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი,  09.03.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 სექ. 2026 – 1 სექ. 2027 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2025
  2. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 9 მარ. 2023
  3. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 13 მაი. 2022
  4. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 24 მარ. 2022
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 14შემდეგი მუხლი 16

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გარემოს სასამართლო პროცესის წარმომადგენლობასერვისის გვერდი
  • გარემოსდაცვითი ნებართვებისერვისის გვერდი
  • მდგრადი განვითარების შესაბამისობასერვისის გვერდი
  • ნარჩენების მართვის ლიცენზირებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №18

  • 4 ცვლილება · ბოლო 4 ივლ. 2025
  • 8 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 11განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე
  • 13გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შინაარსი
  • 12გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 20ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის  სხვა პირისთვის გადაცემა
  • 14ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება
  • 17ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 20სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილის გადაცემა. სარგებლობის ლიცენზიასთან დაკავშირებული სხვა საკითხები

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 8 (დანართი 1)გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღები განაცხადის შინაარსი და წარსადგენი ინფორმაცია

გარემოს დაცვის შესახებ

  • 35გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 24ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობები, რომლებიც გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას/ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას ექვემდებარება
  • 15გარემოსდაცვითი მმართველი

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 6დეპარტამენტის მიერ ზიანის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
203524158 (და…111312620141715
მნიშვნელობით ახლოსსამრეწველო ემისიების შ…გარემოსდაცვითი შეფასებ…ლიცენზიებისა და ნებართ…ნაგავსაყრელის მოწყობის…გარემოს დაცვის შესახებნარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026