1.საზოგადოებისა და სახელმწიფოს ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინების, აგრეთვე ადამიანის ჯანმრთელობის, ბუნებრივი გარემოს, კულტურულ და მატერიალურ ფასეულობათა დაცვის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.
2.გარემოზე შესაძლო ზემოქმედების გამოვლენისა და შესწავლის მიზნით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემამდე გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად ხორციელდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა.
3.გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით . საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5604 - სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.406 საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №891 - ვებგვერდი, 21.06.2017წ.

