Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკავაზისა და ღვინის შესახებმუხლი 33²

ვაზისა და ღვინის შესახებ

მუხლი 33². ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის სერტიფიცირება

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 თებ. 2027
თემები:საკვები და სასმელიალკოჰოლი და თამბაქოსაზოგადოებრივი ჯანმრთელობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234566²8910

1.ალკოჰოლიანი სასმლისა და სპირტის სერტიფიცირება სავალდებულოა.

2.სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარება: ა) საქართველოში წარმოებული და საქართველოში სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელი, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელი; ბ) ყველა კატეგორიის საექსპორტო ალკოჰოლიანი სასმელი და სპირტი (გარდა საექსპორტო ნიმუშებისა, თუ ნიმუში დაფასოებულია 5 ლიტრზე ნაკლები ტევადობის ტარაში და ერთ ჯერზე გასაგზავნი ნიმუშების საერთო მოცულობა 100 ლიტრს არ აღემატება); გ) იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელის თითოეული პარტია (გარდა „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქციისა, აგრეთვე იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშისა, თუ ნიმუში დაფასოებულია 5 ლიტრზე ნაკლები ტევადობის ტარაში და ერთ ჯერზე შემოსატანი ნიმუშების საერთო მოცულობა 100 ლიტრს არ აღემატება).

3.(ამოღებულია - 16.11.2021, №1018).

4.სავალდებულოა საქართველოში წარმოებული, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ალკოჰოლიანი სასმლის, აგრეთვე საექსპორტოდ და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმება. აღნიშნულ შემოწმებას ახორციელებს სააგენტოსთან არსებული მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისია.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება მცირე ზომის მარანში წარმოებულ ბუნებრივ ღვინოზე.

6.შესაბამისობის სერტიფიკატის მიღების აუცილებელი პირობაა მწარმოებლის მიერ აღრიცხვისა და შეტყობინების წესების დაცვა ამ კანონის შესაბამისად. [ 6 1 . სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდება სავალდებულოა.

6².ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდებას ახორციელებს სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 თებერვლიდან)] 7. ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის შესაბამისობის სერტიფიკატებს გასცემს სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

8.სერტიფიცირების პროცესში ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების დადგენის და შესაბამისი გამოცდის ოქმის გაცემის უფლება აქვს მხოლოდ ეროვნული ან საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საგამოცდო ლაბორატორიას.

9.შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის ვადა და საფასური განისაზღვრება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

10.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869- სსმ I, №21, 18.06.2007 წ ., მუხ .18 3 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.517 საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4550 - ვებგვერდი, 05.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5300 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1642 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1018 – ვებგვერდი, 22.11.2021წ. საქართველოს 2026 წლის 9 ივნისის კანონი №1643 – ვებგვერდი, 11.06.2026წ. თავი XII 2 . ალკოჰოლიანი სასმელის სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება, ექსპორტი, იმპორტი საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 14 დეკ. 2017 – 4 იან. 2028 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 4 იან. 2028 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 22 ნოე. 2021

    მე-10 პუნქტში მრავლობითი „წესების“ ერთობითი „წესის“-ით ჩანაცვლებით პასუხისმგებლობა დაკავშირებულია მხოლოდ მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის დარღვევასთან.

  2. 3 იან. 2028 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2017

    მე-7–მე-10 პუნქტებში ყალბი ოქმისა და განსხვავებული ნიმუშის შემთხვევების ნორმებისა და რეფერენტული გამოცდის ხარჯების წესების ნაცვლად დადგენილია სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაცემა, მხოლოდ აკრედიტებული ლაბორატორიის უფლება, ვადისა და საფასურის განსაზღვრა მთავრობის დადგენილებით და პასუხისმგებლობა მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის დარღვევისთვის; თავის სათაურს დაემატა სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება.

  3. 1 თებ. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 11 ივნ. 2026

    33² მუხლის მე-4 პუნქტი ორგანოლეპტიკურ შემოწმებას ავრცელებს ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციო ღვინოზეც, მე-5 პუნქტის გამონაკლისი მცირე მარნის ბუნებრივ ღვინოზე გადავიდა, ხოლო 6¹ და 6² პუნქტებით შემოვიდა სავალდებულო ნიშანდება.

  4. 14 დეკ. 2017

    მე-3 პუნქტში დეკლარაციის ფორმის, ხოლო მე-7 პუნქტში სერტიფიკატების გაცემის წესის დამდგენი მინისტრი ახლა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრია.

  5. 1 დეკ. 2011

    33² მუხლში სერტიფიცირებასთან, დეგუსტაციასთან და ექსპორტის შეტყობინებასთან დაკავშირებული ყველა უფლებამოსილება და სახელწოდება სამტრესტიდან სააგენტოზეა გადატანილი.

  6. 5 მაი. 2011

    33² მუხლის მე-3 პუნქტში სავალდებულო დეგუსტაციის წესი ახლა ეხება მხოლოდ ექსპორტისათვის განკუთვნილ ა.დ. ღვინოებს; დანარჩენი ღვინოების დეგუსტაცია ნებაყოფლობითია.

  7. 1 აგვ. 2007· გამოქვეყნდა 18 ივნ. 2007

    33² მუხლში სამინისტროსა და დეპარტამენტის უფლებამოსილების ნორმა შეიცვალა ა.დ. ღვინოების სავალდებულო სერტიფიცირებისა და ექსპორტის კონტროლის დეტალური წესებით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 33¹შემდეგი მუხლი 33³

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ალკოჰოლის ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • ალკოჰოლური სასმელების სამართალისერვისის გვერდი
  • მეღვინეობის სამართალისერვისის გვერდი
  • ჰიგიენური სერტიფიკატისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 9 ივნ. 2026 · №18

  • 7 ცვლილება · ბოლო 11 ივნ. 2026
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 9 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 34

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ვაზისა და ღვინის შესახებ

  • 31ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტირების წესი
  • 33⁴ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის ექსპორტი და იმპორტი
  • 33ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე სავალდებულო ინფორმაციის მითითების წესი

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 57¹ექსპორტ-იმპორტისა და რეექსპორტის მოთხოვნები
  • 24¹საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება
  • 18ეტიკეტირების წესი

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 78¹ (დანართი 1)არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 19სახელმწიფო კონტროლი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 188¹აქციზის განაკვეთები ალკოჰოლიან სასმელებზე
  • 192აქციზური მარკები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 179⁹ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე საქართველოში წარმოებული და სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაცია

სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

  • 6ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
343133⁴33179⁹188¹19278¹ (…57¹24¹1861933²
მითითებამნიშვნელობით ახლოსვაზისა და ღვინის შესახ…სურსათის/ცხოველის საკვ…გადასახადების ადმინისტ…საქონლის ადგილწარმოშობ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 9 ივნ. 2026 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026