ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

მუხლი 38

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 5 ოქტ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მცენარის ახალი ჯიშის სელექციონერის განსაკუთრებული უფლება არ ვრცელდება მოწმობით დაცული ჯიშის ნებისმიერ მასალასთან ან მისგან წარმოებულ ნებისმიერ მასალასთან დაკავშირებულ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბრუნვაში ჩართულია სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით, თუ ეს ქმედებები არ უკავშირდება: ა) მოწმობით დაცული ჯიშის შემდგომ გამრავლებას; ბ) მოწმობით დაცული ჯიშის მცენარეული მასალის, რომლისგანაც შესაძლებელია მცენარის ამ ჯიშის გამრავლება, ექსპორტს იმ ქვეყანაში, სადაც ამ გვარისა და სახეობისთვის მიკუთვნებული ჯიშის დაცვა არ ხდება, გარდა საბოლოო სახით მოხმარების მიზნით ექსპორტის შემთხვევისა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის „მასალა“ ჯიშთან დაკავშირებით ნიშნავს: ა) ნებისმიერი სახის გასამრავლებელ მასალას; ბ) აღებულ მოსავალს, მთელი მცენარისა და მისი ნაწილების ჩათვლით; გ) აღებული მოსავლისაგან მიღებულ ნებისმიერ პროდუქტს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 14 დეკ. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
626¹¹41²11013733121263638
მნიშვნელობით ახლოსცხოველთა და მცენარეთა …სავალდებულო სერტიფიცირ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს „წითელი ნუ…სასაქონლო ნიშნების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა