Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 10

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 10. საქველმოქმედო საქმიანობა

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:დასაქმებაჰუმანიტარული სამართალიდაფუძნებაარასამთავრობო ორგანიზაციის დაცვაფანდრაიზინგისაერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქველმოქმედო საქმიანობად ითვლება: ა) დახმარების უშუალოდ ან მესამე პირის მეშვეობით, ნებაყოფლობით და უანგაროდ გაწევა იმ პირებისათვის, რომლებიც ამ დახმარებას საჭიროებენ, მათ შორის: ა.ა) სოციალური დაცვის საჭიროების მქონე ფიზიკური პირებისთვის, სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ფიზიკური პირებისთვის, ხელმოკლე ფიზიკური პირებისთვის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ხანდაზმულებისთვის, ობოლი ბავშვებისთვის, მარჩენალდაკარგულებისთვის, საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის – ავადმყოფებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და მათი წევრებისთვის, ომის, შეიარაღებული კონფლიქტის, ავარიის, სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიის ან/და ეპიზოოტიის შედეგად დაზარალებულებისთვის); ა.ბ) ბავშვთათვის, ხანდაზმულთათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციებისათვის, მათ შორის, სააღმზრდელო დაწესებულებებისათვის, სკოლა-ინტერნატებისათვის, ინტერნატებისათვის, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისათვის და სხვა საბავშვო დაწესებულებებისათვის, ხანდაზმულთა მომსახურებისათვის უფასო სასადილოებისათვის, სამედიცინო დაწესებულებებისათვის, სარეაბილიტაციო ცენტრებისათვის; ა.გ) საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის; ა.დ) რელიგიური ორგანიზაციებისათვის; ა.ე) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ფიზიკური პირებისათვის – მათი ტალანტის განვითარების მიზნით; ა.ვ) პენიტენციური დაწესებულებებისათვის – ამ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა მოვლის ან სამედიცინო მომსახურების პირობების გაუმჯობესების მიზნით; ა.ზ) იმ პირებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას; ბ) ორგანიზაციების მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელება შემდეგ სფეროებში: ადამიანის უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კულტურა, განათლება, მეცნიერება, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური დაცვა, ფიზიკური აღზრდა და სამოყვარულო სპორტი, ხელოვნება.

2.ქველმოქმედებას არ მიეკუთვნება ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საქმიანობა: ა) განხორციელებული სახელმწიფო ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ; ბ) განხორციელებული საწარმოს, პოლიტიკური პარტიის ან არჩევნებში მონაწილე სხვა საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად; გ) განხორციელებული ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ნათესავებისათვის ან იურიდიული პირის მიერ თავისი მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელებისათვის და მათი ნათესავებისათვის; დ) თუ ის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით სპონსორობად ითვლება. საქართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის კანონი №5371 - ვებგვერდი, 20.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3530 – ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი № 5372 - ვებგვერდი, 24.06.2016წ. საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №57 - ვებგვერდი, 15.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 23 მარტის კანონი №499 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6942 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №845 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №231 · ძალაშია 3 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2016 – 1 ოქტ. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 10

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 3 ივლ. 2025
  2. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
  3. 1 ნოე. 2022· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022
  4. 28 ივლ. 2020
  5. 1 ოქტ. 2017· გამოქვეყნდა 24 ივნ. 2016

    მე-10 მუხლის პირველ პუნქტში დაემატა ა.ბ) ქვეპუნქტი, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობის ჩამონათვალს აფართოებს ბავშვთა, ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის დახმარებით.

  6. 1 თებ. 2017· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2016

    მე-10 მუხლის პირველ პუნქტში ა) და ა.ბ) ქვეპუნქტებს შორის დაემატა ა.ა) ქვეპუნქტი, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობის ჩამონათვალში ასახელებს სოციალურ დაცვას, სამედიცინო დახმარებას საჭიროებელ და ხელმოკლე ფიზიკურ პირებს და მათ კატეგორიებს.

  7. 1 ივლ. 2015· გამოქვეყნდა 18 მაი. 2015
  8. 1 იან. 2015· გამოქვეყნდა 24 დეკ. 2014
  9. 1 ივლ. 2012· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2012

    მე-10 მუხლში უფლებამოსილებათა სუბიექტი კონტროლის პალატის თავმჯდომარის ნაცვლად გენერალური აუდიტორია, კონტროლის პალატა ყველგან სამსახურით არის ჩანაცვლებული, ქვეპუნქტები გადანომრილია და „ი“ ქვეპუნქტის ფორმულირება შეიცვალა.

  10. 20 დეკ. 2011
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ამხანაგობის დაფუძნება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • არასამთავრობო ორგანიზაციის (ა(ა)იპ) რეგისტრაციასერვისის გვერდი
  • მოხალისესთან ურთიერთობის ხელშეკრულებასერვისის გვერდი
  • საადვოკატო (უფლებადაცვითი) ორგანიზაციის დაფუძნებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 10 ცვლილება · ბოლო 3 ივლ. 2025
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 13 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 309მუხლი 70

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 32საქველმოქმედო ორგანიზაცია
  • 9ეკონომიკური საქმიანობა
  • 11რელიგიური საქმიანობა

მოხალისეობის შესახებ

  • 2მოხალისეობა

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 16სოციალური მუშაობა ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის და მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის სფეროში
  • 19სოციალური მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
  • 29ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესით მოქმედება

სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ

  • 10სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაცია

ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

  • 1 (დანართი 2)ზოგადი დებულებები

სოციალური დახმარების შესახებ

  • 12არაფულადი სოციალური დახმარება
  • 6სოციალური დახმარების სახეები

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

  • 10

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10126309703291121619291 (და…1010
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…მოხალისეობის შესახებსოციალური მუშაობის შეს…სურსათის დანაკარგებისა…ახალი კორონავირუსით (S…სოციალური დახმარების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026