საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

მუხლი 15. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგოს ზღვრული ოდენობა

რედაქცია №46 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ან/და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლისადმი დაქვემდებარებულ/მის მიერ დაფუძნებულ საჯარო დაწესებულებაში, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ან/და მის მიერ დაფუძნებულ/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საჯარო დაწესებულებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს.

2.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფ ან მათ მიერ დაფუძნებულ/მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საჯარო დაწესებულებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №2 დანართის №2 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს.

3.შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს გამოანგარიშების წესისაგან განსხვავებული, საგამონაკლისო წესი შესაძლებელია დადგინდეს საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის დასაბუთებული შუამდგომლობით, შესაბამის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს გამოანგარიშების წესისაგან განსხვავებული, საგამონაკლისო წესი – საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის დასაბუთებული შუამდგომლობით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შემთხვევაში – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით, ხოლო მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) შემთხვევაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით. ამ პუნქტით დადგენილი შეთანხმების ვალდებულება არ ვრცელდება საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებსა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ან/და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლისადმი დაქვემდებარებულ/მის მიერ დაფუძნებულ საჯარო დაწესებულებაში, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ან/და მის მიერ დაფუძნებულ/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საჯარო დაწესებულებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს. 2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფ ან მათ მიერ დაფუძნებულ/მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საჯარო დაწესებულებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №2 დანართის №2 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს. 3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს გამოანგარიშების წესისაგან განსხვავებული, საგამონაკლისო წესი შესაძლებელია დადგინდეს  საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის დასაბუთებული შუამდგომლობით, შესაბამის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს გამოანგარიშების წესისაგან განსხვავებული, საგამონაკლისო წესი – საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის დასაბუთებული შუამდგომლობით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შემთხვევაში –   შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით, ხოლო მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) შემთხვევაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით. ამ პუნქტით დადგენილი შეთანხმების ვალდებულება არ ვრცელდება საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებსა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 29 დეკ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
53157912057167 (და…12825252415
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო დაწესებულებაში …ადმინისტრაციული ხელშეკ…საქართველოს 2026 წლის …საჯარო სამსახურის შესა…ადგილობრივი თვითმმართვ…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №46 · ბოლოს შემოწმდა