საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

მუხლი 25. საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პირების შრომის ანაზღაურება

რედაქცია №46 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ან/და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლისადმი დაქვემდებარებულ/მის მიერ დაფუძნებულ საჯარო დაწესებულებაში, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ან/და მის მიერ დაფუძნებულ/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული იმ პირების თანამდებობრივი სარგოები, რომლებიც არ რეგულირდება ამ კანონის სხვა მუხლებით და რომლებიც არ არიან ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-4–მე-9 პუნქტებით განსაზღვრული პირები, დგინდება საჯარო დაწესებულების მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით და აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში.

2.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფ ან/და მათ მიერ დაფუძნებულ/მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული იმ პირების თანამდებობრივი სარგოები, რომლებიც არ რეგულირდება ამ კანონის სხვა მუხლებით და რომლებიც არ არიან ამ კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული პირები, დგინდება საჯარო დაწესებულების მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №2 დანართის №2 ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით და აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში.

2¹.თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) საკრებულოს მიერ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოები დგინდება საჯარო დაწესებულების მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით და აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში.

3.საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო, რომელიც არ დგინდება არც ამ კანონის შესაბამისი მუხლებით და არც სპეციალური კანონმდებლობით, განისაზღვრება შემდეგი წესით: ა) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაფუძნებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილის მიხედვით საქართველოს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტზე ნამრავლს; ბ) ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დაფუძნებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილის მიხედვით შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტზე ნამრავლს; გ) მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და სხვა თვითმმართველი ქალაქისა) დაფინანსებაზე მყოფი ან/და მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და სხვა თვითმმართველი ქალაქისა) მიერ დაფუძნებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №2 დანართის №2 ცხრილის მიხედვით მუნიციპალიტეტისთვის განსაზღვრული საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს; დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და მის მიერ დაფუძნებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით განსაზღვრული საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს; ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 156 1 მუხლით დადგენილი წესით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით განსაზღვრული საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს; ვ) თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) საკრებულოს მიერ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით განსაზღვრული საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობრივ სარგოს.

5.საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო ეძლევათ შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით და ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

6.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო ეძლევა ზემდგომი თანამდებობის პირის/ორგანოს გადაწყვეტილებით, ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით და ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

7.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული იმ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელსაც ზემდგომი თანამდებობის პირი/ორგანო არ ჰყავს, სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო ეძლევა ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით და ზღვრული ოდენობის ფარგლებში, თავად საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.

8.საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულებების თანამდებობების/პოზიციების მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრის წესი. საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5996 – ვებგვერდი, 10.06.2020წ. საქართველოს 2026 წლის 27 მაისის კანონი №1585 – ვებგვერდი, 29.05.2026წ. თავი VIII შრომის ანაზღაურებასთან და დასაქმებულ პირთა რიცხოვნობასთან დაკავშირებული ზოგიერთი შეზღუდვა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ან/და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლისადმი დაქვემდებარებულ/მის მიერ დაფუძნებულ საჯარო დაწესებულებაში, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ან/და მის მიერ დაფუძნებულ/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული იმ პირების თანამდებობრივი სარგოები, რომლებიც არ რეგულირდება ამ კანონის სხვა მუხლებით და რომლებიც არ არიან ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-4–მე-9 პუნქტებით განსაზღვრული პირები, დგინდება საჯარო დაწესებულების მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით და აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. 2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფ ან/და მათ მიერ დაფუძნებულ/მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საჯარო დაწესებულებაში  დასაქმებული იმ პირების თანამდებობრივი სარგოები, რომლებიც არ რეგულირდება ამ კანონის სხვა მუხლებით და რომლებიც არ არიან ამ კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული პირები, დგინდება საჯარო დაწესებულების მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №2 დანართის №2 ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით და აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. 2 1 . თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) საკრებულოს მიერ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოები დგინდება საჯარო დაწესებულების მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით და აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. 3. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო, რომელიც არ დგინდება არც ამ კანონის შესაბამისი მუხლებით და არც სპეციალური კანონმდებლობით, განისაზღვრება შემდეგი წესით: ა) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაფუძნებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილის მიხედვით საქართველოს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტზე ნამრავლს; ბ) ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დაფუძნებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილის მიხედვით შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტზე ნამრავლს; გ) მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და სხვა თვითმმართველი ქალაქისა) დაფინანსებაზე მყოფი ან/და მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და სხვა თვითმმართველი ქალაქისა) მიერ დაფუძნებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №2 დანართის №2 ცხრილის მიხედვით მუნიციპალიტეტისთვის განსაზღვრული საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს; დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და მის მიერ დაფუძნებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით განსაზღვრული საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს; ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 156 1 მუხლით დადგენილი წესით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით განსაზღვრული საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს; ვ) თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) საკრებულოს მიერ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით განსაზღვრული საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობრივ სარგოს. 5. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო ეძლევათ შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით და ზღვრული ოდენობის ფარგლებში. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო ეძლევა ზემდგომი თანამდებობის პირის/ორგანოს გადაწყვეტილებით, ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით და ზღვრული ოდენობის ფარგლებში. 7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული იმ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელსაც ზემდგომი თანამდებობის პირი/ორგანო არ ჰყავს, სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო ეძლევა ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით და ზღვრული ოდენობის ფარგლებში, თავად საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით. 8. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულებების თანამდებობების/პოზიციების მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრის წესი. საქართველოს 2020 წლის 29  მაისის კანონი №5996  – ვებგვერდი, 10.06.2020წ. საქართველოს 2026 წლის 27 მაისის კანონი №1585 – ვებგვერდი, 29.05.2026წ. თავი VIII შრომის ანაზღაურებასთან და დასაქმებულ პირთა რიცხოვნობასთან დაკავშირებული ზოგიერთი შეზღუდვა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №43 · ძალაშია 29 მაი. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3030156¹5312079167 (და…343536815222425
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საჯარო დაწესებულებაში …საქართველოს 2026 წლის …ადმინისტრაციული ხელშეკ…საჯარო სამსახურის შესა…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №46 · ბოლოს შემოწმდა