Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებმუხლი 9

საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 9. საჯარო

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 19 ივნ. 2023
თემები:დაბინძურების კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:234567891011121314

განხილვის სხდომის მიმდინარეობა 1. საჯარო განხილვა ტარდება ქართულ ენაზე.

2.საჯარო განხილვას ხსნის და უძღვება: ა) გზშ-სადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე – ცენტრის წარმომადგენელი (წარმომადგენლები). ბ) სგშ-სადმი დაქვემდებარებულ სტრატეგიული დოკუმენტის პროექტზე და სგშ-ს ანგარიშზე – დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები).

3.სამინისტროს/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები) საჯარო განხილვის სხდომის გახსნის შემდგომ წარადგენს საჯარო განხილვის დღის წესრიგს რომელიც უნდა ითვალისწინებდეს საჯარო განხილვაზე მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობას.

4.სამინისტროს წარმომადგენელი გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე საჯარო განხილვის მონაწილეებს გააცნობს: ა) დაგეგმილი საქმიანობის მოკლე აღწერას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საქმიანობის განმახორციელებლის, დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილისა და ფიზიკური მახასიათებლების შესახებ; ბ) სკოპინგის ანგარიშის განხილვის შემთხვევაში ინფორმაციას გარემოზე შესაძლო ზემოქმედებისა და მისი სახეების  შესახებ, რომელიც შესწავლილი  უნდა იყოს გზშ-ის პროცესში, ინფორმაციას ჩასატარებელი საბაზისო/საძიებო კვლევების შესახებ, ასევე ზოგად ინფორმაციას იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც გათვალისწინებული იქნება გარემოზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილებისათვის შემცირებისათვის ან/და შერბილებისათვის. გ) დაგეგმილი საქმიანობის ტექნიკურ პარამეტრებს, ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, საქმიანობით გამოწვეული ზემოქმედების სახეებსა და მასშტაბებს, დაგეგმილი საქმიანობის ადგილისა და ტექნოლოგიების ალტერნატივებს, ზემოქმედების შერბილების შემცირების ან თავიდან აცილების ღონისძიებებს.

5.გზშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვაში საქმიანობის განმახორციელებლის მონაწილეობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საჯარო განხილვის მონაწილეებს ასევე გააცნობს საქმიანობის განმახორციელებელი.

6.სგშ-ის ანგარიშზე და სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტზე საჯარო განხილვის დროს დამგეგმავი ორგანო საჯარო განხილვის მონაწილეებს გააცნობს: ა) ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ, ასევე ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტის შინაარსის, ამოცანებისა და სხვა სტრატეგიულ დოკუმენტთან კავშირის შესახებ; ბ) ზოგად საპროგნოზო ინფორმაციას სტარტეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოზე შესაძლო მნიშვნელოვანი ზემოქმედების შესახებ; გ) სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოზე,  ადამიანის სიცოცხლეზე ან/და ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების თავიდან აცილების, შემცირების ან შერბილების ღონისძიებების მოკლე აღწერას.

7.სამინისტროს/დამგეგმავი ორგანო წარმომადგენელი (წარმომადგენლები), საქმიანობის განმახორციელებელი ასევე კონსულტანტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვალდებულნი არიან კომპეტენციის ფარგლებში უპასუხონ საჯარო განხილვაზე დასმულ შეკითხვებს.

8.საჯარო განხილვაზე მონაწილე პირთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს სამინისტროს/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები).

9.სამინისტროს/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები) უზრუნველყოფს საჯარო განხილვის სხდომის აუდიოჩაწერას, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში – მის ვიდეოგადაღებას.

10.საჯარო განხილვა როგორც წესი არ უნდა გრძელდებოდეს ერთ სამუშაო დღეზე მეტს.

11.საჯარო განხილვის დროს წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სამინისტროს/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები). იგი უფლებამოსილია გააფრთხილოს წესრიგის დამრღვევი პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – გააძევოს დარბაზიდან.

12.საჯარო განხილვა შეიძლება გაგრძელდეს დარბაზიდან გაძევებული პირის მონაწილეობის გარეშე.

13.საჯარო განხილვა ჩატარებულად ჩაითვლება იმის მიუხედავად, დაესწრება თუ არა მას საზოგადოების წარმომადგენელი.

14.ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე საჯარო განხილვის ჩატარების ან საჯარო განხილვის გაგრძელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამინისტრო/დამგეგმავი ორგანო ფორსმაჟორული სიტუაციის აღმოფხვრიდან არაუგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს საჯარო განხილვის შესახებ ცნობის განმეორებით გამოქვეყნებას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
განხილვის სხდომის მიმდინარეობა 1. საჯარო განხილვა ტარდება ქართულ ენაზე. 2. საჯარო განხილვას ხსნის და უძღვება: ა) გზშ-სადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე-საქმიანობაზე სამინისტროს– ცენტრის წარმომადგენელი (წარმომადგენლები). ბ) სგშ-სადმი დაქვემდებარებულ სტრატეგიული დოკუმენტის პროექტზე და სგშ-ს ანგარიშზე – დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები). 3. სამინისტროს/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები) საჯარო განხილვის სხდომის გახსნის შემდგომ წარადგენს საჯარო განხილვის დღის წესრიგს რომელიც უნდა ითვალისწინებდეს საჯარო განხილვაზე მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობას. 4. სამინისტროს წარმომადგენელი გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე საჯარო განხილვის მონაწილეებს გააცნობს: ა) დაგეგმილი საქმიანობის მოკლე აღწერას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საქმიანობის განმახორციელებლის, დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილისა და ფიზიკური მახასიათებლების შესახებ; ბ) სკოპინგის ანგარიშის განხილვის შემთხვევაში ინფორმაციას გარემოზე შესაძლო ზემოქმედებისა და მისი სახეების  შესახებ, რომელიც შესწავლილი  უნდა იყოს გზშ-ის პროცესში, ინფორმაციას ჩასატარებელი საბაზისო/საძიებო კვლევების შესახებ, ასევე ზოგად ინფორმაციას იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც გათვალისწინებული იქნება გარემოზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილებისათვის შემცირებისათვის ან/და შერბილებისათვის. გ) დაგეგმილი საქმიანობის ტექნიკურ პარამეტრებს, ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, საქმიანობით გამოწვეული ზემოქმედების სახეებსა და მასშტაბებს, დაგეგმილი საქმიანობის ადგილისა და ტექნოლოგიების ალტერნატივებს, ზემოქმედების შერბილების შემცირების ან თავიდან აცილების ღონისძიებებს. 5. გზშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვაში საქმიანობის განმახორციელებლის მონაწილეობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საჯარო განხილვის მონაწილეებს ასევე გააცნობს საქმიანობის განმახორციელებელი. 6. სგშ-ის ანგარიშზე და სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტზე საჯარო განხილვის დროს დამგეგმავი ორგანო საჯარო განხილვის მონაწილეებს გააცნობს: ა) ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ, ასევე ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტის შინაარსის, ამოცანებისა და სხვა სტრატეგიულ დოკუმენტთან კავშირის შესახებ; ბ) ზოგად საპროგნოზო ინფორმაციას სტარტეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოზე შესაძლო მნიშვნელოვანი ზემოქმედების შესახებ; გ) სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოზე,  ადამიანის სიცოცხლეზე ან/და ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების თავიდან აცილების, შემცირების ან შერბილების ღონისძიებების მოკლე აღწერას. 7. სამინისტროს/დამგეგმავი ორგანო წარმომადგენელი (წარმომადგენლები), საქმიანობის განმახორციელებელი ასევე კონსულტანტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვალდებულნი არიან კომპეტენციის ფარგლებში უპასუხონ საჯარო განხილვაზე დასმულ შეკითხვებს. 8. საჯარო განხილვაზე მონაწილე პირთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს სამინისტროს/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები). 9. სამინისტროს/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები) უზრუნველყოფს საჯარო განხილვის სხდომის აუდიოჩაწერას, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში – მის ვიდეოგადაღებას. 10. საჯარო განხილვა როგორც წესი არ უნდა გრძელდებოდეს ერთ სამუშაო დღეზე მეტს. 11. საჯარო განხილვის დროს წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სამინისტროს/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები). იგი უფლებამოსილია გააფრთხილოს წესრიგის დამრღვევი პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – გააძევოს დარბაზიდან. 12. საჯარო განხილვა შეიძლება გაგრძელდეს დარბაზიდან გაძევებული პირის მონაწილეობის გარეშე. 13. საჯარო განხილვა ჩატარებულად ჩაითვლება იმის მიუხედავად, დაესწრება თუ არა მას საზოგადოების წარმომადგენელი. 14. ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე საჯარო განხილვის ჩატარების ან საჯარო განხილვის გაგრძელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამინისტრო/დამგეგმავი ორგანო ფორსმაჟორული სიტუაციის აღმოფხვრიდან არაუგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს საჯარო განხილვის შესახებ ცნობის განმეორებით გამოქვეყნებას.
რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 20 ივნ. 2023
  2. 1 მაი. 2022· გამოქვეყნდა 27 აპრ. 2022
  3. 15 ოქტ. 2020
წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გარემოზე გავლენის შეფასებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2023-06-19 · №3

1
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2023-06-20
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 2¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 32საზოგადოების ინფორმირება
  • 10გზშ-ის ანგარიში
  • 9გზშ-ის პროცესში სკოპინგის დასკვნის გაცემა

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 16ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცესში საზოგადოების მონაწილეობა.  საჯარო განხილვა

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 27საქმის განხილვა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 9სამოქალაქო პროცესის საქვეყნოობა და სამართალწარმოების ენა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 111ზეპირი მოსმენის ჩატარების წესი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 2უმაღლესი საბჭოს საქმიანობის პრინციპები

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 23⁹საბჭოს მიერ საჩივრის განხილვა

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 4ენა
  • 90საბჭოს მიერ საჩივრის განხილვა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 24საჯარო კონსულტაცია და თანამშრომლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11127923⁹321092¹224490169
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო განხილვის წესის…გარემოსდაცვითი შეფასებ…სამრეწველო ემისიების შ…ყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ზოგადი ადმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 19 ივნ. 2023