საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 10 (დანართი 1). საჯარო განხილვის შესახებ ოქმი

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 19 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ცენტრის/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები) საჯარო განხილვის ჩატარებიდან 5 დღის ვადაში ადგენს საჯარო განხილვის შესახებ ოქმს და 1 დღის ვადაში უგზავნის სააგენტოს.

2.ოქმში უნდა მიეთითოს: ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება; ბ) განხილვის დრო და ადგილი ან/და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 34-ე მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების შესახებ ინფორმაცია; გ) საჯარო განხილვის ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა, ხოლო გზშ-ისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის საჯარო განხილვაზე – საქმიანობის განმახორციელებლის და კონსულტანტის  (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვინაობა; დ) განსახილველი საკითხის მოკლე მიმოხილვა; ე) საჯარო განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები.

3.სხდომის ოქმს ხელს აწერს და მისი სისწორისთვის პასუხისმგებელია ცენტრის/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები).

4.საჯარო განხილვაში მონაწილე პირს უფლება აქვს, გაეცნოს ოქმს და ოქმის გაცნობიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები მის თაობაზე, მიუთითოს მასში არასწორი ან არასრული ინფორმაციის არსებობა. თუ სააგენტო/დამგეგმავი ორგანო ეთანხმება შენიშვნას, – ადასტურებს მის სისწორეს, ხოლო თუ არ ეთანხმება, – გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს შენიშვნის უარყოფის შესახებ. აღნიშნული აქტის გასაჩივრება შესაძლებელია ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5.დამგეგმავი ორგანო სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ოქმს მისი შედგენიდან 5 დღის ვადაში წარუდგენს ცენტრს, სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

6.საჯარო განხილვის შესახებ ოქმს თან უნდა ერთოდეს ცხრილი საჯარო განხილვაზე გამოთქმული შენიშვნების და აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინების შესახებ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №2-915 - ვებგვერდი, 15.10.2020წ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 21 აპრილის ბრძანება №2-309 - ვებგვერდი, 27.04.2022წ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 19 ივნისის ბრძანება №2-476 - ვებგვერდი, 20.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
841958020¹⁰20⁶16434279252241610 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსგარემოსდაცვითი შეფასებ…საჯარო განხილვის წესის…სამრეწველო ემისიების შ…კომპანიის ნარჩენების მ…საქართველოს ზოგადი ადმ…კორუფციის წინააღმდეგ ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა