1.საჯარო განხილვა ტარდება ქართულ ენაზე.
2.საჯარო განხილვას ხსნის და უძღვება: ა) გზშ-სადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე – ცენტრის წარმომადგენელი (წარმომადგენლები); ბ) სგშ-სადმი დაქვემდებარებულ სტრატეგიული დოკუმენტის პროექტზე და სგშ-ს ანგარიშზე – დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები).
3.ცენტრის/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები) საჯარო განხილვის სხდომის გახსნის შემდგომ წარადგენს საჯარო განხილვის დღის წესრიგს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს საჯარო განხილვაზე მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობას.
4.ცენტრის წარმომადგენელი გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე საჯარო განხილვის მონაწილეებს გააცნობს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შესახებ ინფორმაციას.
5.საქმიანობის განმახორციელებელი ან/და კონსულტანტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე საჯარო განხილვის მონაწილეებს გააცნობს: ა) დაგეგმილი საქმიანობის მოკლე აღწერას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საქმიანობის განმახორციელებლის, დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილისა და ფიზიკური მახასიათებლების შესახებ; ბ) სკოპინგის ანგარიშის განხილვის შემთხვევაში ინფორმაციას გარემოზე შესაძლო ზემოქმედებისა და მისი სახეების შესახებ, რომელიც შესწავლილი უნდა იყოს გზშ-ის პროცესში, ინფორმაციას ჩასატარებელი საბაზისო/საძიებო კვლევების შესახებ, ასევე ზოგად ინფორმაციას იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებული იქნება გარემოზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილებისათვის, შემცირებისათვის ან/და შერბილებისათვის; გ) დაგეგმილი საქმიანობის ტექნიკურ პარამეტრებს, ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, საქმიანობით გამოწვეული ზემოქმედების სახეებსა და მასშტაბებს, დაგეგმილი საქმიანობის ადგილისა და ტექნოლოგიების ალტერნატივებს, ზემოქმედების შერბილების, შემცირების ან თავიდან აცილების ღონისძიებებს.
6.სგშ-ის ანგარიშზე და სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტზე საჯარო განხილვის დროს დამგეგმავი ორგანო საჯარო განხილვის მონაწილეებს გააცნობს: ა) ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ, ასევე ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტის შინაარსის, ამოცანებისა და სხვა სტრატეგიულ დოკუმენტთან კავშირის შესახებ; ბ) ზოგად საპროგნოზო ინფორმაციას სტარტეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოზე შესაძლო მნიშვნელოვანი ზემოქმედების შესახებ; გ) სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოზე, ადამიანის სიცოცხლეზე ან/და ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების თავიდან აცილების, შემცირების ან შერბილების ღონისძიებების მოკლე აღწერას.
7.ცენტრის, სააგენტოსა და დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები), საქმიანობის განმახორციელებელი, ასევე კონსულტანტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვალდებული არიან კომპეტენციის ფარგლებში უპასუხონ საჯარო განხილვაზე დასმულ შეკითხვებს.
8.საჯარო განხილვაზე მონაწილე პირთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს ცენტრის/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები), გარდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 34-ე მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
9.ცენტრის/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები) უზრუნველყოფს საჯარო განხილვის სხდომის აუდიოჩაწერას, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში – მის ვიდეოგადაღებას.
10.საჯარო განხილვა როგორც წესი არ უნდა გრძელდებოდეს ერთ სამუშაო დღეზე მეტს.
11.საჯარო განხილვის მიმდინარეობის დროს წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს ცენტრის/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები). იგი უფლებამოსილია, გააფრთხილოს წესრიგის დამრღვევი პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – გააძევოს დარბაზიდან ან სხდომიდან, საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების შემთხვევაში.
12.საჯარო განხილვა შეიძლება გაგრძელდეს დარბაზიდან ან სხდომიდან გაძევებული პირის მონაწილეობის გარეშე.
13.საჯარო განხილვა ჩატარებულად ჩაითვლება იმის მიუხედავად, დაესწრება/მონაწილეობას მიიღებს თუ არა საზოგადოების წარმომადგენელი.
14.ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე საჯარო განხილვის ჩატარების ან საჯარო განხილვის გაგრძელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ცენტრი/დამგეგმავი ორგანო ფორსმაჟორული სიტუაციის აღმოფხვრიდან არაუგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს საჯარო განხილვის შესახებ ცნობის განმეორებით გამოქვეყნებას. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №2-915 - ვებგვერდი, 15.10.2020წ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 21 აპრილის ბრძანება №2-309 - ვებგვერდი, 27.04.2022წ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 19 ივნისის ბრძანება №2-476 - ვებგვერდი, 20.06.2023წ.

