საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 11 (დანართი 1). საჯარო  განხილვის შედეგების მხედველობაში მიღება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 19 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ასევე სკოპინგის დასკვნის გაცემის პროცესში სააგენტო განიხილავს საჯარო განხილვაზე წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში იღებს მათ.

2.სააგენტო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში იღებენ მათ სგშ-ის ანგარიშთან და სგშ- ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემის პროცესში.

3.სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის მიღებამდე/დამტკიცებამდე დამგეგმავი ორგანო ვალდებულია განიხილოს საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და შენიშვნები და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში მიიღოს ისინი სტრატეგიული დოკუმენტის საბოლოოდ დამუშავებისა და მიღების/დამტკიცების დროს.

4.სააგენტო/დამგეგმავი ორგანო ვალდებულია შესაბამისი გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთებაში სათანადოდ ასახოს საზოგადოების მონაწილეობის შედეგები. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 21 აპრილის ბრძანება №2-309 - ვებგვერდი, 27.04.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 1 მაი. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
83541¹104135258210161211 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო განხილვის წესის…გარემოსდაცვითი შეფასებ…კომპანიის ნარჩენების მ…სურსათის/ცხოველის საკვ…სამრეწველო ემისიების შ…გარემოს დაცვის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა