ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) განკარგვა − მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა, მართვის უფლებით გადაცემა ან სახელმწიფოსთვის, ავტონომიური რესპუბლიკისთვის, შესაბამისი მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის, თბილისის ან სხვა თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით საკუთრებაში/სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა; ბ) პრივატიზება − მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის ამ კანონით განსაზღვრული ფორმითა და წესით საკუთრებაში გადაცემა, გარდა ამ კანონის 75-ე მუხლის „დ.ბ 1 “ ქვეპუნქტით და 79-ე, 106 1 და 108-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) სარგებლობის უფლებით გადაცემა − მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა ამ კანონით დადგენილი წესით; დ) მართვის უფლებით გადაცემა − მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის გადაცემა ამ კანონით დადგენილი წესით; ე) განკარგვის საწყისი საფასური − მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასური; ვ) (ამოღებულია - 22.07.2015, №4087) ; ზ) უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ბირჟათა სიაში შეყვანილი საფონდო ბირჟა. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015წ. საქართველოს 2026 წლის 27 მაისის ორგანული კანონი №1582 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
მუხლი 105. ტერმინთა განმარტება
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №81 · ძალაშია 29 მაი. 2026-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 სექ. 2015 – 1 ოქტ. 2015 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი
ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი
კონსულტაცია: ₾200

დავით მაისურაძე
იურისტი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნინო ბაზიკოშვილი
იურისტი, კონსულტანტი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე
კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

