Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
ლექსიკონიმესამე პირი
ლექსიკონი

მესამე პირი

კანონში განსაზღვრული 7 განმარტება

წყაროები:პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ · მუხლი 3სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ · მუხლი 4სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ · მუხლი 2პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ · მუხლი 2მედიაციის შესახებ · მუხლი 2სახელმწიფო ქონების შესახებ · მუხლი 2აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ · მუხლი 2

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

მუხლი 3

ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა, სპეციალური წარმომადგენლისა და იმ პირისა, რომელიც უფლებამოსილია დაამუშაოს მონაცემები დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი დავალებით

სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ

მუხლი 4

პირი, რომელიც სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს ან/და გენმოდიფიცირებულ პროდუქტს იყენებს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი საქმიანობისათვის

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ

მუხლი 2

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ქონების რეალიზაციას ახორციელებს სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. საქართველოს 20 10 წლის 8 აპრილ ის კანონი № 2920 - სსმ I, № 21 , 22

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

მუხლი 2

ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა, მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირისა

მედიაციის შესახებ

მუხლი 2

პირი, რომელიც მხარე არ არის და მედიაციის თაობაზე შეთანხმებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მონაწილეობს მედიაციის პროცესში

სახელმწიფო ქონების შესახებ

მუხლი 2

ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ქონების პრივატიზების ხელშეწყობას

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

მუხლი 2

ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფს ქონების პრივატიზების ხელშეწყობას

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)