თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ

მუხლი 21. სამობილიზაციო კომისიის გადაწყვეტილებები

რედაქცია №3კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურისგან გათავისუფლების ან სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის სამობილიზაციო კომისია, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონის სამობილიზაციო კომისია.

2.სამობილიზაციო კომისიის შემადგენლობაში შედიან: ა) კომისიის თავმჯდომარე − მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონში − შესაბამისი რაიონის გამგებელი; ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი; გ) კომისიის წევრი − მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახურის მოსამსახურე ან მოსამსახურეები, რომელთა  შემადგენლობა და რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად; დ) კომისიის მდივანი − მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახურის მოსამსახურე.

3.სამობილიზაციო კომისია სამობილიზაციო რეზერვში გამოძახებულ პირთან დაკავშირებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურისგან გათავისუფლების და სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ; ბ) სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადების შესახებ; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებზე უარის თქმის შესახებ.

4.სამობილიზაციო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

5.პირის სამობილიზაციო რეზერვში გამოძახება ან/და სამობილიზაციო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. პირის სამობილიზაციო რეზერვში გამოძახების ან/და სამობილიზაციო კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს აღნიშნული აქტების მოქმედებას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 21 ნოე. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1418812503 (და…275960105931087421
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის ძალების რეზე…თავდაცვის კოდექსიმობილიზაციის შესახებაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…შრომითი მოვალეობის შეს…