Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასოციალური მუშაობის შესახებმუხლი 52

სოციალური მუშაობის შესახებ

მუხლი 52. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებები

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია ჩაატაროს სოციალური მუშაობა პენიტენციურ და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სისტემებში, აგრეთვე ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის გზით განმეორებითი დანაშაულის პრევენციის მიზნით, დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ პირთა ჯგუფებთან და აღსრულების მიმართულებით. იგი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სოციალური მუშაკების მონაწილეობით ზრუნავს სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებასა და შესაბამისი ინიციატივების შემუშავებაზე.

2.პენიტენციური სისტემის სოციალური მუშაკი: ა) ხელს უწყობს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვას; ბ) კონსულტაციას უწევს ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს; გ) ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ადვოკატირებას; დ) ხელს უწყობს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პენიტენციური სტრესის შემცირებას; ე) მონაწილეობს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასებაში/გადაფასებაში; ვ) ახდენს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ზიანის რისკის შეფასებას/გადაფასებას; ზ) რეციდივის ალბათობის დასადგენად ახდენს მსჯავრდებულის რისკებისა და საჭიროებების შეფასებას/გადაფასებას; თ) გამოვლენილი რისკებისა და საჭიროებების საფუძველზე, მსჯავრდებულის მონაწილეობით შეიმუშავებს სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ გეგმას; ი) ავლენს პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მოწყვლად ჯგუფებს მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით, ზრუნავს დადგენილი სტანდარტების დაცვაზე; კ) ხელს უწყობს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობას და ამ პროგრამების განხორციელებას; ლ) ხელს უწყობს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადების პროგრამებში მონაწილეობას და ამ პროგრამების განხორციელებას; მ) განსაზღვრავს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და თერაპიის მიმართულებებს, ხელს უწყობს მათ განხორციელებას და მათ უწევს ფასილიტაციას; ნ) ხელს უწყობს პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულთა შრომას/დასაქმებას; ო) ხელს უწყობს ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის დამხმარე პროგრამების, კერძოდ, კულტურული, სპორტული, რელიგიური, შემეცნებითი და სხვა ღონისძიებების განხორციელებას; პ) ხელს უწყობს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციისთვის მომზადებას; ჟ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს მუშაობას მოშიმშილე ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან; რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3.არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სისტემაში სოციალური მუშაობა წარიმართება ამ კანონისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო) სოციალური მუშაკი მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის და დანაშაულის პრევენციის მიზნით: ა) აფასებს სრულწლოვანი/არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებულის რისკებსა და საჭიროებებს; ბ) მონაწილეობს მულტიდისციპლინური ჯგუფის მუშაობაში ბენეფიციარის ზიანის რისკისა და დანაშაულის განმეორების ალბათობის დასადგენად და სხვა სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავებს სასჯელის აღსრულების ინდივიდუალურ გეგმას; გ) სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის ფარგლებში ბენეფიციარებს აწვდის სარეაბილიტაციო მომსახურებას; დ) მუშაობს პირობით მსჯავრდებულთა ოჯახებთან ოჯახური კონფერენციების მოწყობისა და კონსულტაციის გაწევის საშუალებით; ე) მონაწილეობს პირობით მსჯავრდებულთა საჭიროებების შესაბამისი სარეაბილიტაციო ტრენინგმოდულების შექმნაში; ვ) პირობით მსჯავრდებულებს აკავშირებს იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას; ზ) მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში სპეციალური პენიტენციური სამსახურისა  და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს კოორდინირებული საქმიანობის ფარგლებში უზრუნველყოფს პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიისთვის მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებისა და საჭიროებების შეფასების შესახებ დასკვნის მომზადებას.

4.განრიდების ან განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართულ 14 წლიდან 21 წლამდე პირებთან მომუშავე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალური მუშაკი: ა) უზრუნველყოფს განრიდება-მედიაციის პროგრამისთვის მართლმსაჯულების სისტემისგან განრიდებული პირის მდგომარეობის ინდივიდუალურ შეფასებას შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით; ბ) ხელს უწყობს ბენეფიციარის სოციალურ აქტიურობას, სერვისების მოძიების მიზნით თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან; გ) მონიტორინგს უწევს განრიდებული პირის ხელშეკრულების პირობების შესრულებას; დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5.დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალური მუშაკი ამზადებს არასრულწლოვანი ბრალდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს მისთვის სასჯელის დანიშვნის მიზნით.

6.სოციალური მუშაობის სფეროში ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიმართულებით დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებებია: ა) ბენეფიციართა ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური შეფასების საფუძველზე მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავება, მათ საჭიროებებზე მორგებული ფსიქოსოციალური მომსახურების დანერგვა, მოძიება და მიწოდება, მათი რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგი; ბ) ბენეფიციართა ოჯახის წევრებთან ან უახლოეს წრესთან მუშაობის წარმართვა და პრობლემური შემთხვევების მართვა; გ) ბენეფიციართა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გადაჭრაზე ზრუნვა; დ) ბენეფიციართათვის საჭიროების შესაბამისი არაფორმალური განათლების მომსახურების მიწოდება, მათი პროფესიული გადამზადება და მათი დასაქმების ხელშეწყობა; ე) ბენეფიციართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით სპორტულ-კულტურული და რეკრეაციული ღონისძიებების დაგეგმვა ან მოძიება და მიწოდება; ვ) კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვან ბენეფიციართა რესოციალიზაციის  ხელშეწყობა; ზ) ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

7.დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ არასრულწლოვან პირთა ჯგუფებთან სოციალური მუშაობის სფეროში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებებია: ა) დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ ბენეფიციართა ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური შეფასება, მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი, ბენეფიციართა საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების დანერგვა ან მოძიება და მიწოდება; ბ) ბენეფიციართა მიერ დანაშაულის ჩადენის რისკის შეფასება; გ) საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის კონსულტაციების გაწევა; დ) ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა, აგრეთვე დღის ცენტრებისა და 24-საათიანი სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მომუშავე სპეციალისტებისათვის დანაშაულის მეორე დონის პრევენციისკენ მიმართული სერვისების შესახებ საინფორმაციო შეხვედრების გამართვა; ე) დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ პირებთან მომუშავე სპეციალისტებისათვის რთული ქცევის მართვასთან და დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ვ) ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება და მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების განხორციელება; ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

8.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულების პროცესში სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ პირთან სოციალურ მუშაობას ატარებს შემდეგნაირად: ა) უზრუნველყოფს სააღსრულებო წარმოების პროცესის ბენეფიციარისადმი კეთილგანწყობილი მიდგომით წარმართვას; ბ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სააღსრულებო მოქმედებებზე იმ სოციალური მუშაკის დასწრებას, რომელიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მხარეებს კონსულტაციას უწევს და ფსიქოლოგიური სტრესის შემცირებაში ეხმარება; გ) მონაწილეობს არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების საქმეში; დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5391 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 10 დეკ. 2019
წინა მუხლი 51შემდეგი მუხლი 53

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2024-06-27 · №10

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2019-12-10
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 17სოციალური მუშაობა კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთან
  • 54საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამოსილებები
  • 56მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 25საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 91საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილება

პენიტენციური კოდექსი

  • 10სამსახურის უფლებამოსილებები
  • 9სამსახურის ამოცანები

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 1კანონის გამოყენების სფერო
  • 40პრობაციის ოფიცრისა და სოციალური მუშაკის უფლებამოსილებანი პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების აღსრულების პროცესში

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

  • 16დევნილის სოციალური დაცვა

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 17პრობაციის ოფიცრისა და პენიტენციური სისტემის სოციალური მუშაკის უფლებამოსილებანი სამართლებრივი აქტების აღსრულების პროცესში პრობაციის ღონისძიებათა გამოყენებისას

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 8სამსახურის უფლებამოსილებანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17140816175456912510952
მნიშვნელობით ახლოსსოციალური მუშაობის შეს…შეზღუდული შესაძლებლობი…ბავშვის უფლებათა კოდექ…პენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…საქართველოს ოკუპირებულ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 27 ივნ. 2024