სოციალური მუშაობის შესახებ

მუხლი 17. სოციალური მუშაობა კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთან

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთან სოციალური მუშაობა გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისადმი − სპეციალური პენიტენციური სამსახურისადმი (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) დაქვემდებარებულ პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) განთავსებული ბრალდებულისა და მსჯავრდებულისთვის კონსულტაციების გაწევას, მოწყვლადი ჯგუფების გამოვლენას და მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; ბ) მსჯავრდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით მასთან დაკავშირებული რისკებისა და მისი საჭიროებების შეფასებას, ინდივიდუალური გეგმის შედგენას, მისთვის სარეაბილიტაციო მომსახურების მიწოდებას, მისი რეაბილიტაციის პროცესის ზედამხედველობას, კრიზისული შემთხვევების მართვას; გ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სოციალური გარემოს, უნარებისა და ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლას, მის შესახებ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მიზნით ინფორმაციის მიღებას, განრიდების პროგრამების ფარგლებში მისი ინდივიდუალური საქმის მართვას; დ) დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ პირთან რეფერალის სისტემის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით მუშაობას; ე) მსჯავრდებული არასრულწლოვნისა და სრულწლოვნის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობას; ვ) პენიტენციური კოდექსით, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და აღნიშნული კანონების საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5391 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4005 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 26 დეკ. 2023
  2. · გამოქვეყნდა 10 დეკ. 2019

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15³816524564925101814217
მნიშვნელობით ახლოსსოციალური მუშაობის შეს…კანონთან კონფლიქტში მყ…შეზღუდული შესაძლებლობი…ქალთა მიმართ ძალადობის…ბავშვის უფლებათა კოდექ…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა