სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 12. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა ინფორმირება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა ინფორმირებას უზრუნველყოფენ ეროვნული სისტემის სუბიექტები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მხედველობადაქვეითებულ და სმენადაქვეითებულ პირთა) ინფორმირება ხორციელდება მათთვის გასაგები ფორმით.

2.სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა ინფორმირება ხორციელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, სპეციალური ლიტერატურითა და საზოგადოების ინფორმირების სხვა ფორმებით.

3.საგანგებო სიტუაციის დროს, როდესაც საფრთხე ექმნება/შეიძლება შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, და საზოგადოებრივი მაუწყებელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნით უზრუნველყოფენ საქართველოს მოქალაქეთათვის და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთათვის საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინებისა და სხვა ინფორმაციის გადაცემას.

4.საგანგებო სიტუაციის შესახებ საქართველოს მოქალაქეთათვის და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთათვის გადასაცემი შეტყობინება და სხვა ინფორმაცია მოიცავს: ა) მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის და მისი გავრცელების საზღვრების შესახებ მონაცემებს; ბ) ორგანიზაციების საქმიანობის სფეროების შესახებ მონაცემებს და ამ საქმიანობიდან მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის ადამიანსა და გარემოზე ზემოქმედების შესახებ მონაცემებს; გ) მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის შედეგების შესახებ მონაცემებს; დ) საგანგებო სიტუაციაში ქცევის წესებს; ე) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა დასაცავად მიღებული ზომების შესახებ მონაცემებს.

5.სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეთათვის და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთათვის შეტყობინების გადაცემა ხორციელდება ინციდენტის/მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემის მეშვეობით, რომლის დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა ინფორმირებას უზრუნველყოფენ ეროვნული სისტემის სუბიექტები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მხედველობადაქვეითებულ და სმენადაქვეითებულ პირთა) ინფორმირება ხორციელდება მათთვის გასაგები ფორმით. 2. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა ინფორმირება ხორციელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, სპეციალური ლიტერატურითა და საზოგადოების ინფორმირების სხვა ფორმებით. 3. საგანგებო სიტუაციის დროს, როდესაც საფრთხე ექმნება/შეიძლება შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, და საზოგადოებრივი მაუწყებელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნით უზრუნველყოფენ საქართველოს მოქალაქეთათვის და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთათვის საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინებისა და სხვა ინფორმაციის გადაცემას. 4. საგანგებო სიტუაციის შესახებ საქართველოს მოქალაქეთათვის და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთათვის გადასაცემი შეტყობინება და სხვა ინფორმაცია მოიცავს: ა) მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის და მისი გავრცელების საზღვრების შესახებ მონაცემებს; ბ) ორგანიზაციების საქმიანობის სფეროების შესახებ მონაცემებს და ამ საქმიანობიდან მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის ადამიანსა და გარემოზე ზემოქმედების შესახებ მონაცემებს; გ) მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის შედეგების შესახებ მონაცემებს; დ) საგანგებო სიტუაციაში ქცევის წესებს; ე) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა დასაცავად მიღებული ზომების შესახებ მონაცემებს. 5. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეთათვის და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთათვის შეტყობინების გადაცემა ხორციელდება ინციდენტის/მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემის მეშვეობით, რომლის დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 6 ივლ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1326191011822667447812
მნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო უსაფრთხოები…ეროვნული უსაფრთხოების …საერთაშორისო დაცვის შე…ტერორიზმთან ბრძოლის შე…მეცნიერების, ტექნოლოგი…ფსიქიკური ჯანმრთელობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა