Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 141

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 141. საგანგებო მდგომარეობა ბუნებრივი გაზის სექტორში

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:ენერგიის წარმოება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ბუნებრივი გაზის სექტორში  საგანგებო  მდგომარეობა  შეიძლება გამოცხადდეს ბუნებრივი გაზის ბაზარზე მოულოდნელი კრიზისის შემთხვევაში, თუ ბუნებრივი გაზის წარმოება, გადაცემა, განაწილება, მიწოდება ან/და ყიდვა-გაყიდვა ფერხდება მოულოდნელი გარემოებების ან შესაბამისი ბუნებრივი გაზის  საწარმოს  კონტროლის მიღმა არსებული გარემოებების  გამო, რომლებითაც საფრთხე ექმნება ბუნებრივი გაზის სისტემის ერთიან  უსაფრთხოებასა  და  საიმედოობას  ან  საბოლოო მომხმარებლების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მათთვის ბუნებრივი გაზის  მიწოდებას ან/და ადამიანის, მოწყობილობა-დანადგარების ან სისტემის ერთიანობის უსაფრთხოებას.

2.ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული ორგანოს გადაწყვეტილებით. ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია სამინისტროს წინადადების საფუძველზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებაზე და ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმით განსაზღვრულ მოქმედებებზე დაყრდნობით მიიღოს სათანადო უსაფრთხოების ზომები საგანგებო მდგომარეობის აღმოსაფხვრელად.

4.საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ: ა) მიღებული უსაფრთხოების ზომები გაუმართლებლად არ ზღუდავდეს ბუნებრივი გაზის ნაკადებს ბუნებრივი გაზის შიდა ბაზარზე; ბ) მიღებული უსაფრთხოების ზომები მნიშვნელოვან საფრთხეს არ უქმნიდეს გაზის მიწოდებას ენერგეტიკული გაერთიანების სხვა მხარის ტერიტორიაზე; გ) განხორციელდეს ინფრასტრუქტურაზე ტრანსსასაზღვრო დაშვება, თუ აღნიშნული ტექნიკურად და უსაფრთხოდ შესაძლებელია, ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმის შესაბამისად.

5.ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის დროს ნებისმიერი უსაფრთხოების ზომის მიღება უნდა განხორციელდეს კომისიასთან, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებთან, ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარეების ან/და სხვა შესაბამისი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან და ოპერატორებთან კონსულტაციებითა და მჭიდრო კოორდინაციით.

6.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები უნდა განხორციელდეს შეზღუდული დროით, ბუნებრივი გაზის ბაზრის ფუნქციონირებაში მინიმალური ჩარევით და იმ ფარგლებში, რომლებიც აუცილებელია ადამიანების, ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ან/და დანადგარების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხის აღმოსაფხვრელად.

7.ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის დროს განხორციელებული უსაფრთხოების ზომების თაობაზე საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლივ აცნობებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს და წარუდგენს ყველა საჭირო ინფორმაციას.

8.თუ ბუნებრივი გაზის სექტორში არსებული საგანგებო მდგომარეობის ადეკვატურად მართვა ეროვნულ დონეზე ხელმისაწვდომი ზომების გამოყენებით შეუძლებელია, საქართველოს მთავრობა მიმართავს ენერგეტიკული გაერთიანების მიწოდების უსაფრთხოების საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელს, რომელიც საკითხის შესწავლისა და საჭიროების შემთხვევაში საქართველოსთვის ან ენერგეტიკული გაერთიანების სხვა ხელშემკვრელი მხარისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით დაუყოვნებლივ იწვევს მიწოდების უსაფრთხოების საკოორდინაციო ჯგუფის სპეციალურ სხდომას, რათა ზემოაღნიშნულმა მხარეებმა შეძლონ ბუნებრივი გაზის სექტორში არსებული საგანგებო მდგომარეობის აღმოფხვრა ეროვნულ დონეზე მიღებული ზომების კოორდინირებით.

9.ამ მუხლის გამოყენება არ ზღუდავს „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საგანგებო მდგომარეობის მართვის ზოგადი წესების მოქმედებას იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის მართვის სპეციალური მოთხოვნების ჯეროვანი შესრულება ამ მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 30 დეკ. 2021
წინა მუხლი 140შემდეგი მუხლი 142

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნავთობისა და გაზის წარმოებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №15

3
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2021-12-30
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 133მუხლი 142მუხლი 143

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 140ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობის მართვის ეროვნული გეგმა
  • 136საგანგებო მდგომარეობა ელექტროენერგეტიკის სექტორში
  • 142ბუნებრივი გაზის მიწოდების შეზღუდვა

საგანგებო მდგომარეობის შესახებ

  • 1—

წყლის შესახებ

  • 29საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობა და საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 95გაზის გამოყენების ნორმებისა და წესების დარღვევა

გარემოს დაცვის შესახებ

  • 42საგანგებო მდგომარეობა ეკოლოგიური კატასტროფის დროს

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 16საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვა
  • 15საგანგებო სიტუაციის კატეგორიები
  • 44¹სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავება

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 8ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების სახელმწიფო რეგულირება
  • 25¹²სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
825¹²9542291161544¹142133143140136141
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…საგანგებო მდგომარეობის…წყლის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…გარემოს დაცვის შესახებსამოქალაქო უსაფრთხოები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026