Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამოქალაქო უსაფრთხოების შესახებმუხლი 16

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 16. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:ინციდენტზე რეაგირებარისკების მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516

1.საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვა, გარდა ამ კანონის მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხორციელდება სტრატეგიულ (პოლიტიკურ), ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეებზე, ამ კანონით დადგენილი წესით.

2.ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ახორციელებს: ა) სტრატეგიულ (პოლიტიკურ) დონეზე − საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი, რომელსაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად სათანადო რეკომენდაციებსა და წინადადებებს წარუდგენს/წარუდგენენ და ორგანიზაციულ და საინფორმაციო-ანალიტიკურ დახმარებას უწევს/უწევენ შესაბამისი უწყება/უწყებები „ეროვნული უსაფრთხოების  პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ბ)   ოპერაციულ   დონეზე   −   სამინისტრო   ან   მინისტრის   წარდგინების საფუძველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შექმნილი უწყებათაშორისი ოპერატიული ცენტრი.

3.ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ახორციელებს: ა) ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტი − ისეთი საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, რომლის სამართავად, მისი ხასიათიდან გამომდინარე, საკმარისია ეროვნული სისტემის ერთი სუბიექტის რეაგირების ძალები და საშუალებები; ბ) ადგილობრივი საგანგებო შტაბი – ისეთი საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, რომლის სამართავად, მისი ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სხვადასხვა რეაგირების ძალები და საშუალებები.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონის, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმისა და საგანგებო მართვის გეგმის შესაბამისად, საკუთარი რესურსებით ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეებზე ორგანიზებას უწევს მოსალოდნელ, წარმოქმნილ ან განვითარებულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას. ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტი ვალდებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუყოვნებლივ მიაწოდოს საგანგებო სიტუაციის შესახებ ინფორმაცია.

5.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადგილობრივი საგანგებო შტაბი იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის წარდგინების საფუძველზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ადგილობრივი საგანგებო შტაბის შემადგენლობაში შედიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტერიტორიული დანაყოფისა და ეროვნული სისტემის სხვა შესაბამისი სუბიექტების წარმომადგენლები. ადგილობრივი საგანგებო შტაბი ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეებზე ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს მოსალოდნელ, წარმოქმნილ ან განვითარებულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას. ადგილობრივ საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენელი.

6.ორგანო, რომელიც საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ოპერაციულ დონეზე ახორციელებს, უფლებამოსილია, ვითარების გათვალისწინებით, საგანგებო სიტუაციის ზონაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნას საველე ოპერაციების ერთი ან რამდენიმე შტაბი და დანიშნოს ამ შტაბის/შტაბების ხელმძღვანელი/ხელმძღვანელები. საველე ოპერაციების შტაბი/შტაბები ადგილზე ახორციელებს/ახორციელებენ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას და ტაქტიკურ დონეზე რეაგირების ძალების მართვას.

7.საველე ოპერაციების შტაბის შექმნამდე პირველად რეაგირებას ტაქტიკურ დონეზე ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ტერიტორიული დანაყოფი.

8.თუ საველე ოპერაციების შტაბი შექმნილია, რეაგირების ძალები, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა, საგანგებო სიტუაციის ზონაში მისვლისთანავე გადადიან საველე ოპერაციების შტაბის ხელმძღვანელის დაქვემდებარებაში.

9.ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შემთხვევაში საქართველოს სამინისტროები (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსი) და სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებები ქმნიან შინაუწყებრივ საგანგებო შტაბებს, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან უწყვეტი კავშირი აქვთ და ოპერაციულ დონეზე უწყებათაშორისი ოპერატიული ცენტრის შექმნის შემთხვევაში მის შემადგენლობაში შესაყვანად წარადგენენ არანაკლებ უწყების ხელმძღვანელის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოადგილეს ან/და სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს.

10.საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტრატეგიულ (პოლიტიკურ) დონეზე ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ახორციელებს ეროვნული სიტუაციური ოთახის გამოყენებით.

11.საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დროს ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, იმ ორგანოს გადაწყვეტილებით, რომელიც საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ოპერაციულ დონეზე ახორციელებს, შეიძლება შეიზღუდოს ან აიკრძალოს საგანგებო სიტუაციის ზონაში გადაადგილება/მოძრაობა.

12.საგანგებო სიტუაციის მნიშვნელობის მიხედვით საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება ხორციელდება სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის შესაბამისად.

13.საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია მოახდინოს მის მონაცემთა ბაზაში წინასწარ დარეგისტრირებული, შესაბამისი უნარების მქონე ვეტერანების მობილიზება და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიებებში ჩართვა.

14.საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყენებულ იქნენ საქართველოს თავდაცვის ძალების შესაბამისი ქვედანაყოფები, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვსა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირები.

15.(ამოღებულია - 06.09.2022, №1715).

16.საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ორგანო საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დროს აკონტროლებს რეაგირების ხარისხს, ხოლო საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის შემდეგ − აფასებს საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისას გამოვლენილ ხარვეზებს და რეაგირებას. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4407 – ვებგვერდი, 08.04.2019წ. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3516 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №802 – ვებგვერდი, 30.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №816 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვა, გარდა ამ კანონის მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხორციელდება სტრატეგიულ (პოლიტიკურ), ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეებზე, ამ კანონით დადგენილი წესით. 2. ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ახორციელებს: ა) სტრატეგიულ (პოლიტიკურ) დონეზე − საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი, რომელსაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად სათანადო რეკომენდაციებსა და წინადადებებს წარუდგენს/წარუდგენენ და ორგანიზაციულ და საინფორმაციო-ანალიტიკურ დახმარებას უწევს/უწევენ შესაბამისი უწყება/უწყებები „ეროვნული უსაფრთხოების  პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ბ)   ოპერაციულ   დონეზე   −   სამინისტრო   ან   მინისტრის   წარდგინების საფუძველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შექმნილი უწყებათაშორისი ოპერატიული ცენტრი. 3. ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ახორციელებს: ა) ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტი − ისეთი საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, რომლის სამართავად, მისი ხასიათიდან გამომდინარე, საკმარისია ეროვნული სისტემის ერთი სუბიექტის რეაგირების ძალები და საშუალებები; ბ) ადგილობრივი საგანგებო შტაბი – ისეთი საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, რომლის სამართავად, მისი ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სხვადასხვა რეაგირების ძალები და საშუალებები. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონის, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმისა და საგანგებო მართვის გეგმის შესაბამისად, საკუთარი რესურსებით ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეებზე ორგანიზებას უწევს მოსალოდნელ, წარმოქმნილ ან განვითარებულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას. ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტი ვალდებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუყოვნებლივ მიაწოდოს საგანგებო სიტუაციის შესახებ ინფორმაცია. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადგილობრივი საგანგებო შტაბი იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის წარდგინების საფუძველზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ადგილობრივი საგანგებო შტაბის შემადგენლობაში შედიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტერიტორიული დანაყოფისა და ეროვნული სისტემის სხვა შესაბამისი სუბიექტების წარმომადგენლები. ადგილობრივი საგანგებო შტაბი ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეებზე ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს მოსალოდნელ, წარმოქმნილ ან განვითარებულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას. ადგილობრივ საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენელი. 6. ორგანო, რომელიც საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ოპერაციულ დონეზე ახორციელებს, უფლებამოსილია, ვითარების გათვალისწინებით, საგანგებო სიტუაციის ზონაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნას საველე ოპერაციების ერთი ან რამდენიმე შტაბი და დანიშნოს ამ შტაბის/შტაბების ხელმძღვანელი/ხელმძღვანელები. საველე ოპერაციების შტაბი/შტაბები ადგილზე ახორციელებს/ახორციელებენ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას და ტაქტიკურ დონეზე რეაგირების ძალების მართვას. 7. საველე ოპერაციების შტაბის შექმნამდე პირველად რეაგირებას ტაქტიკურ დონეზე ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ტერიტორიული დანაყოფი. 8. თუ საველე ოპერაციების შტაბი შექმნილია, რეაგირების ძალები, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა, საგანგებო სიტუაციის ზონაში მისვლისთანავე გადადიან საველე ოპერაციების შტაბის ხელმძღვანელის დაქვემდებარებაში. 9. ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შემთხვევაში საქართველოს სამინისტროები (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსი) და სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებები ქმნიან შინაუწყებრივ საგანგებო შტაბებს, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან უწყვეტი კავშირი აქვთ და ოპერაციულ დონეზე უწყებათაშორისი ოპერატიული ცენტრის შექმნის შემთხვევაში მის შემადგენლობაში შესაყვანად წარადგენენ არანაკლებ უწყების ხელმძღვანელის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოადგილეს ან/და სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს. 10. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტრატეგიულ (პოლიტიკურ) დონეზე ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ახორციელებს ეროვნული სიტუაციური ოთახის გამოყენებით. 11. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დროს ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, იმ ორგანოს გადაწყვეტილებით, რომელიც საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ოპერაციულ დონეზე ახორციელებს, შეიძლება შეიზღუდოს ან აიკრძალოს საგანგებო სიტუაციის ზონაში გადაადგილება/მოძრაობა. 12. საგანგებო სიტუაციის მნიშვნელობის მიხედვით საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება ხორციელდება სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის შესაბამისად. 13. საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია მოახდინოს მის მონაცემთა ბაზაში წინასწარ დარეგისტრირებული, შესაბამისი უნარების მქონე ვეტერანების მობილიზება და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიებებში ჩართვა. 14. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყენებულ იქნენ საქართველოს თავდაცვის ძალების შესაბამისი ქვედანაყოფები, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვსა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირები. 15. (ამოღებულია - 06.09.2022, №1715). 16. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ორგანო საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დროს აკონტროლებს რეაგირების ხარისხს, ხოლო საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის შემდეგ − აფასებს საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისას გამოვლენილ ხარვეზებს და რეაგირებას. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4407 – ვებგვერდი, 08.04.2019წ. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3516 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №802 – ვებგვერდი, 30.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №816 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აგვ. 2025 – 1 სექ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2025
  2. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 1 ივლ. 2025

    მე-9 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: გამონაკლისად დაკონკრეტდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო დაწესებულებები განისაზღვრა როგორც სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებები. ამოღებულია მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-10 პუნქტი სტრატეგიული დონის მართვისა და ეროვნული სიტუაციური ოთახის შესახებ.

  3. 12 ოქტ. 2023

    მე-14 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: რეაგირებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნენ თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები, აგრეთვე თავდაცვის ძალების რეზერვსა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირები, სამხედრო რეზერვის მობილიზაციის ნაცვლად.

  4. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 16 სექ. 2022

    ამოღებულია მე-15 პუნქტი, რომელიც რეაგირების ძალებისა და საშუალებების ღონისძიებებში ჩაბმას მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ წესს უკავშირებდა.

  5. 8 აპრ. 2019
  6. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2018

    მე-9 პუნქტში ფრაზა „უწყვეტი კავშირი აქვთ“ დაემატა სიტყვების „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან“ შემდეგ, ანუ შტაბების სამსახურთან უწყვეტი კავშირის წესი ახლებურ სიტყვათწყობაში არის გადმოცემული.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 17

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კრიზისის მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრიზისის მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინციდენტზე რეაგირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №16

  • 6 ცვლილება · ბოლო 1 ივლ. 2025
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 8 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 18

მიუთითებენ მასზე

მუხლი 23მუხლი 27

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 69ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის განხორციელების დროებითი წესი
  • 42საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელობა
  • 17ტერორისტული საქმიანობით ან ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ სხვა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვა

საგანგებო მდგომარეობის შესახებ

  • 10
  • 2
  • 14

საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ

  • 4საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 49ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმა

ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ

  • 7ტერორისტული საქმიანობის შედეგად შექმნილი ექსტრემალური სიტუაციის მართვა

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ

  • 19ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის, კოორდინაციის პროცესი და მისი დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებები, ეროვნული სიტუაციური ოთახი

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 20

პენიტენციური კოდექსი

  • 67პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20471021419182327694217496716
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო უსაფრთხოები…საგანგებო მდგომარეობის…საქართველოს სახელმწიფო…რადიაციული დაცვის, ბირ…ტერორიზმთან ბრძოლის შე…ეროვნული უსაფრთხოების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026