ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 136. საგანგებო მდგომარეობა ელექტროენერგეტიკის სექტორში

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გამოცხადდეს, თუ ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემა, განაწილება, მიწოდება ან/და ყიდვა-გაყიდვა ფერხდება მოულოდნელი გარემოებების ან შესაბამისი ელექტროენერგეტიკული საწარმოს კონტროლის მიღმა არსებული გარემოებების გამო, რომლებითაც საფრთხე ექმნება ელექტროენერგეტიკული სისტემის ერთიან უსაფრთხოებასა და საიმედოობას ან საბოლოო მომხმარებლების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მათთვის ელექტროენერგიის მიწოდებას.

2.ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული ორგანოს გადაწყვეტილებით. ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3.ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობის დროს განსახორციელებელ უსაფრთხოების ზომებსა და პროცედურებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, კომისიასთან, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებთან, ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების ან/და სხვა შესაბამისი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან და ოპერატორებთან კონსულტაციებითა და მჭიდრო კოორდინაციით.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები უნდა განხორციელდეს შეზღუდული დროით, ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირებაში მინიმალური ჩარევით და იმ ფარგლებში, რომლებიც აუცილებელია ადამიანების, ელექტროენერგეტიკული მოწყობილობების ან/და დანადგარების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხის აღმოსაფხვრელად.

5.ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობის დროს განხორციელებული უსაფრთხოების ზომების თაობაზე საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლივ აცნობებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს და წარუდგენს ყველა საჭირო ინფორმაციას.

6.ამ მუხლის გამოყენება არ ზღუდავს „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საგანგებო მდგომარეობის მართვის ზოგადი წესების მოქმედებას იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობის მართვის სპეციალური მოთხოვნების ჯეროვანი შესრულება ამ მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გამოცხადდეს, თუ ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემა, განაწილება, მიწოდება ან/და ყიდვა-გაყიდვა ფერხდება მოულოდნელი გარემოებების ან შესაბამისი ელექტროენერგეტიკული საწარმოს კონტროლის მიღმა არსებული გარემოებების გამო, რომლებითაც საფრთხე ექმნება ელექტროენერგეტიკული სისტემის ერთიან უსაფრთხოებასა და საიმედოობას ან საბოლოო მომხმარებლების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მათთვის ელექტროენერგიის მიწოდებას. 2. ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული ორგანოს გადაწყვეტილებით. ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობის დროს განსახორციელებელ უსაფრთხოების ზომებსა და პროცედურებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, კომისიასთან, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებთან, ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების ან/და სხვა შესაბამისი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან და ოპერატორებთან კონსულტაციებითა და მჭიდრო კოორდინაციით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები უნდა განხორციელდეს შეზღუდული დროით, ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირებაში მინიმალური ჩარევით და იმ ფარგლებში, რომლებიც აუცილებელია ადამიანების, ელექტროენერგეტიკული მოწყობილობების ან/და დანადგარების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხის აღმოსაფხვრელად. 5. ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობის დროს განხორციელებული უსაფრთხოების ზომების თაობაზე საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლივ აცნობებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს და წარუდგენს ყველა საჭირო ინფორმაციას. 6. ამ მუხლის გამოყენება არ ზღუდავს „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საგანგებო მდგომარეობის მართვის ზოგადი წესების მოქმედებას იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობის მართვის სპეციალური მოთხოვნების ჯეროვანი შესრულება ამ მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 136-ე მუხლის პირველ პუნქტში ტერმინი „ვაჭრობა“ ჩანაცვლდა „ყიდვა-გაყიდვით“.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4243142111¹¹…16167137133141134136
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…საგანგებო მდგომარეობის…გარემოს დაცვის შესახებგანახლებადი წყაროებიდა…გადასახადების ადმინისტ…სამოქალაქო უსაფრთხოები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა