სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 34. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების მოვალეობები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები ვალდებული არიან: ა) შეასრულონ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები, საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნები; ბ) შეიმუშაონ და მიიღონ სახანძრო უსაფრთხოების ზომები; გ) შეასრულონ ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიწერილობა და სხვა კანონიერი მოთხოვნა; დ) ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინონ მას ინფორმაცია/შესაბამისი დოკუმენტაცია შენობა-ნაგებობის სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობის, ამ ობიექტების მიერ წარმოებული პროდუქციის ხანძარსაშიშროების, აგრეთვე მათ ტერიტორიაზე წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის, მათ შორის, ხანძრის, და მისი შედეგების შესახებ; ე) უზრუნველყონ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირთა შესვლა ობიექტის ტერიტორიაზე და შენობა-ნაგებობაში, აგრეთვე მათ შეუქმნან ზედამხედველობის განსახორციელებლად შესაბამისი სამუშაო პირობები და ხელი არ შეუშალონ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში; ვ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შეატყობინონ ხანძარსაწინააღმდეგო გზებსა და გასასვლელებში ცვლილებების შესახებ; ზ) შეასრულონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები ვალდებული არიან: ა) შეასრულონ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები, საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნები; ბ) შეიმუშაონ და მიიღონ სახანძრო უსაფრთხოების ზომები; გ) შეასრულონ ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიწერილობა და სხვა კანონიერი მოთხოვნა; დ) ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინონ მას ინფორმაცია/შესაბამისი დოკუმენტაცია შენობა-ნაგებობის სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობის, ამ ობიექტების მიერ წარმოებული პროდუქციის ხანძარსაშიშროების, აგრეთვე მათ ტერიტორიაზე წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის, მათ შორის, ხანძრის, და მისი შედეგების შესახებ; ე) უზრუნველყონ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირთა შესვლა ობიექტის ტერიტორიაზე და შენობა-ნაგებობაში, აგრეთვე მათ შეუქმნან ზედამხედველობის განსახორციელებლად შესაბამისი სამუშაო პირობები და ხელი არ შეუშალონ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში; ვ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შეატყობინონ ხანძარსაწინააღმდეგო გზებსა და გასასვლელებში ცვლილებების შესახებ; ზ) შეასრულონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. მუხლი 35. პასუხისმგებლობა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევისთვის 1. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობა ეკისრება: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში − ფიზიკურ პირს; ბ) მეწარმე სუბიექტის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შემთხვევაში − მეწარმე სუბიექტს ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს; გ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − შესაბამის დაწესებულებას. 2. (ამოღებულია - 06.09.2022, №1715). 3. საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 4. ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022წ. თავი VIII საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 თებ. 2026 – 1 მაი. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 1 სექ. 2025 – 1 თებ. 2026 ტექსტი უცნობია

  3. 1 აგვ. 2025 – 1 სექ. 2025 ტექსტი უცნობია

  4. 12 ოქტ. 2023 – 1 აგვ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3013149392324 (დ…313332823834
მნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო უსაფრთხოები…სახელმწიფო დაცვის სპეც…პროდუქტის უსაფრთხოების…ფულის გათეთრებისა და ტ…საქართველოს სივრცის და…კერძო დაცვითი საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა