ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 38. საზედამხედველო ორგანოს ფუნქციები

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საზედამხედველო ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ანგარიშვალდებული პირის მიერ ამ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულება დისტანციური შემოწმებით ან / და ადგილზე შემოწმებით .

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების სახეობა და მისი ჩატარების სიხშირე განისაზღვრება ანგარიშვალდებული პირის საქმიანობის ხასიათის, მოცულობის, რაოდენობის, მრავალფეროვნებისა და მასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების (შემდგომ − რისკის დონე) საფუძველზე. შესაბამისობის კონტროლის სისტემის, პოლიტიკისა და პროცედურების ადეკვატურობის შემოწმების მიზნით საზედამხედველო ორგანომ უნდა გაითვალისწინოს რისკის დონე.“.

3.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების ჩატარების ან რისკის დონის განსაზღვრის მიზნით ანგარიშვალდებულ პირს მოსთხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია ( დოკუმენტი ) ( მათ შორის , კონფიდენციალური ინფორმაცია ).

4.საზედამხედველო ორგანომ რისკის დონე უნდა განსაზღვროს სათანადო პერიოდულობით და ანგარიშვალდებული პირის მფლობელობის ან კონტროლის ( მმართველობის ) სტრუქტურაში ან საქმიანობაში არსებითი ცვლილების განხორციელებისას . რისკის დონის განსაზღვრისას საზედამხედველო ორგანომ უნდა გაითვალისწინოს რისკების შეფასების ეროვნულ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმაში აღნიშნული ინფორმაცია .

5.საზედამხედველო ორგანო გამოსცემს სახელმძღვანელო მითითებებს და შეიმუშავებს მეთოდურ რეკომენდაციებს ანგარიშვალდებული პირის მიერ ამ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულების საკითხებზე .

6.საზედამხედველო ორგანო ვალდებულია განსაზღვროს და ამ კანონის ან შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნის დარღვევისას ანგარიშვალდებული პირის მიმართ განახორციელოს სათანადო საზედამხედველო ღონისძიებები . საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4237 – ვებგვერდი, 31.05.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საზედამხედველო ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ანგარიშვალდებული პირის მიერ ამ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულება დისტანციური შემოწმებით ან / და ადგილზე შემოწმებით . 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების სახეობა და მისი ჩატარების სიხშირე განისაზღვრება ანგარიშვალდებული პირის საქმიანობის ხასიათის, მოცულობის, რაოდენობის, მრავალფეროვნებისა და მასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების (შემდგომ − რისკის დონე) საფუძველზე. შესაბამისობის კონტროლის სისტემის, პოლიტიკისა და პროცედურების ადეკვატურობის შემოწმების მიზნით საზედამხედველო ორგანომ უნდა გაითვალისწინოს რისკის დონე.“. 3. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების ჩატარების ან რისკის დონის განსაზღვრის მიზნით ანგარიშვალდებულ პირს მოსთხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია ( დოკუმენტი ) ( მათ შორის , კონფიდენციალური ინფორმაცია ). 4. საზედამხედველო ორგანომ რისკის დონე უნდა განსაზღვროს სათანადო პერიოდულობით და ანგარიშვალდებული პირის მფლობელობის ან კონტროლის ( მმართველობის ) სტრუქტურაში ან საქმიანობაში არსებითი ცვლილების განხორციელებისას . რისკის დონის განსაზღვრისას საზედამხედველო ორგანომ უნდა გაითვალისწინოს რისკების შეფასების ეროვნულ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმაში აღნიშნული ინფორმაცია . 5. საზედამხედველო ორგანო გამოსცემს სახელმძღვანელო მითითებებს და შეიმუშავებს მეთოდურ რეკომენდაციებს ანგარიშვალდებული პირის მიერ ამ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულების საკითხებზე . 6. საზედამხედველო ორგანო ვალდებულია განსაზღვროს და ამ კანონის ან შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნის დარღვევისას ანგარიშვალდებული პირის მიმართ განახორციელოს სათანადო საზედამხედველო ღონისძიებები . საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4237 – ვებგვერდი, 31.05.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 დეკ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 31 მაი. 2024

    38-ე მუხლის მე-2 პუნქტში შემოწმების სახეობისა და სიხშირის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს დაემატა რაოდენობა და მრავალფეროვნება, ფორმულირება „განისაზღვრება“ გახდა, ხოლო საზედამხედველო ორგანოს დაევალა რისკის დონის გათვალისწინება შესაბამისობის კონტროლის სისტემის ადეკვატურობის შემოწმებისას; პირველი პუნქტის წინ სათაურის ნაწილი ამოღებულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნანა თურმანიძე

ნანა თურმანიძე

ბიზნეს იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
49¹50493330278393078821738
მნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …ფინანსურ კონგლომერატში…ფულის გათეთრებისა და ტ…სამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს ეროვნული ბ…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №14 · ბოლოს შემოწმდა