Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამოქალაქო უსაფრთხოების შესახებმუხლი 45

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 45. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღების ზოგადი მოთხოვნები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოსამსახურედ მიიღება (თანამდებობაზე დაინიშნება) საქართველოს მოქალაქე/უცხოელი, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, აქვს არანაკლებ სრული ზოგადი განათლება, თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის გათვალისწინებით შეუძლია დაკისრებული ფუნქციების შესრულება და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოელი არის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი.

1¹.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მისაღები პირის (კანდიდატის) ჯანმრთელობის მდგომარეობის სამსახურებრივი საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება შემოწმდეს აგრეთვე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის (შემდგომ − ერთიანი საინფორმაციო ბაზა) საშუალებით.

2.უცხოელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოსამსახურედ შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სახით.

3.პირს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა, სამოქალაქო პირისა, სხვა საჯარო მოსამსახურისა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებისას სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნის დროს ენიჭება სამოქალაქო უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალური წოდება.

4.მოსამსახურის სამსახურში მიღებისა და მის მიერ სამსახურის გავლის წესი, მათ შორის, ის საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის ამ კანონით, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1151 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 1 თებ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 თებ. 2026 – 1 მაი. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 მაი. 2026· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2025
  2. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 16 სექ. 2022

    მე-3 პუნქტში სამოქალაქო უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალური წოდება არ ენიჭება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულს, სამოქალაქო პირსა და სხვა საჯარო მოსამსახურეს; გამოსაცდელი ვადით მიღებული პირი გამონაკლისებში აღარ არის დასახელებული.

  3. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2018

    მე-4 პუნქტში სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესს, მათ შორის კანონით მოუწესრიგებულ საკითხებს, სამსახურის უფროსის ნაცვლად მინისტრი ბრძანებით განსაზღვრავს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 44¹შემდეგი მუხლი 46

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №16

  • 3 ცვლილება · ბოლო 15 დეკ. 2025
  • 6 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

უცხოელთა და მოქალა… 2მუხლი 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 47სამსახურში მიღებისა და მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლისათვის დადგენილი შეზღუდვები
  • 46სპეციალური კონკურსი
  • 7მოხალისეობა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 16სამსახურში მიღების ზოგადი მოთხოვნები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 29სამსახურში მიღების წესი

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11³პირის მოსამსახურედ მიღების წესი

პენიტენციური კოდექსი

  • 11პირის სამსახურში მიღება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 10სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 27მოხელისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები

თავდაცვის კოდექსი

  • 77პროფესიულ სამხედრო სამსახურში მიღება

ფინანსური პოლიციის შესახებ

  • 18პოლიციაში მიღების ზოგადი მოთხოვნები

პოლიციის შესახებ

  • 37სამსახურში მიღების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1811³10163722927247467771145
მითითებამნიშვნელობით ახლოსუცხოელთა და მოქალაქეობ…სამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს ფინანსთა ს…საქართველოს სახელმწიფო…დანაშაულის პრევენციის,…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026