Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსიმუხლი 51

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

მუხლი 51. მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა

რედაქცია №39 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ზონირება და მიწის გამოყენებამიწის ნაკვეთის შეფასებაინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibilityსაცხოვრებელი უძრავი ქონების შეფასებაენერგიის განაწილებასაინვესტიციო ანალიზი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის საჭიროება შეიძლება გამომდინარეობდეს განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის განხორციელებისათვის საჭირო შემდეგი ღონისძიებებიდან: ა) შიდა სატრანსპორტო გზების ან/და საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელის მოწყობა ან გაფართოება; ბ) სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობა; გ) მიწის ნაკვეთების კონფიგურაციის რაციონალური შეცვლა.

2.მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა გულისხმობს მუნიციპალიტეტის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებას მესაკუთრისათვის სანაცვლო, ტოლფასი ღირებულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის ან არატოლფასი ღირებულების მიწის ნაკვეთის მონაცვლეობის შემთხვევაში, აგრეთვე შესაბამისი ფულადი კომპენსაციის გაცემით ან სხვა ქონების გადაცემით. მიწის ნაკვეთების მონაცვლეობისას აუცილებელია მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობა.

3.მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის შედეგად მესაკუთრისათვის გადასაცემი მიწის ნაკვეთის ღირებულება, როგორც წესი, არ უნდა იყოს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ღირებულებაზე ნაკლები. მიწის ნაკვეთის ღირებულება დგინდება აუდიტორული (საექსპერტო) დასკვნის საფუძველზე. ამ დასკვნის, აგრეთვე მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკის/რუკების მომზადებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერია.

4.თუ კერძო მესაკუთრისათვის გადასაცემი ქონების ღირებულება მის საკუთრებაში არსებული ქონების ღირებულებაზე ნაკლებია, შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა მესაკუთრეს უნდა აუნაზღაუროს ქონების ღირებულებებს შორის არსებული სხვაობა ფულადი თანხის ან/და სხვა ქონების გადაცემით.

5.თუ მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის ინიციატორი კერძო მესაკუთრეა და მისთვის გადასაცემი ქონების ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტისათვის გადასაცემი ქონების ღირებულებას, მუნიციპალიტეტს უნდა აუნაზღაურდეს ქონების ღირებულებებს შორის არსებული სხვაობა ფულადი თანხის ან/და სხვა ქონების გადაცემით.

6.მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა შესაძლებელია განხორციელდეს ქალაქთმშენებლობით ღონისძიებებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების პარალელურად მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების მეშვეობით, თუ არსებობს ამ კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე შემუშავებული განაშენიანების გეგმის პროექტი.

წინა მუხლი 50შემდეგი მუხლი 52

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ზონირების ვარიანტები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ზონირების ცვლილების განაცხადები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ქვედანაყოფის დამტკიცება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აგრარული მიწის ბაზრის კვლევა და ფასების ბენჩმარკინგი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №39

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 63

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 52ადმინისტრაციული წარმოება მიწის ნაკვეთების მონაცვლეობასთან დაკავშირებით
  • 65მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების ძირითადი საფუძველი
  • 103მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემის საფუძველი და მათი ძირითადი შინაარსი

მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ

  • 7მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილება

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ

  • 8სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია
  • 12მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 15მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის რეგისტრაცია და მათი შეცვლა

კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

  • 96ქალაქში მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლების გადასვლა ნაგებობაზე საკუთრების უფლების გადასვლისას
  • 131მიწათმოწყობის შინაარსი
  • 97მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლების გადასვლა შენობების და ნაგებობების გადაცემისას

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 247ცნება

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ

  • 18გარდამავალი დებულებანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15182478126352651037961319751
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სივრცის და…მიწის მიზნობრივი დანიშ…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…საჯარო რეესტრის შესახე…კანონი საქართველოს საბ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026