საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 201. საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრების დანიშვნის წესი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის 3 წევრი ინიშნება პარლამენტის წევრთაგან, ამ მუხლით დადგენილი წესით.

2.საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის 2 წევრს თავის წევრთაგან, თავის მიერვე დადგენილი წესით ნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ის ფრაქცია, რომელშიც ყველაზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული, ხოლო 1 წევრს თავის წევრთაგან, თავის მიერვე დადგენილი წესით − საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ის ფრაქცია, რომელშიც ყველაზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. თუ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი შესაბამისი ფრაქცია საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრს ვერ დანიშნავს, შესარჩევი კომისიის წევრის დანიშვნის უფლება თანამიმდევრობით მიენიჭებათ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ იმ ფრაქციებს, რომლებშიც სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. ფრაქციების წევრთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ ფრაქციას, რომლის პარტიამაც პარლამენტის არჩევნებში მეტი ხმა მიიღო.

3.საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის ახალი წევრი უნდა დაინიშნოს ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო შესაბამისი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. თუ შესარჩევი კომისიის ახალი წევრის დანიშვნისას ამ მუხლით განსაზღვრული ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, ვადები შესაბამისი დროით გაგრძელდება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის 3 წევრი ინიშნება პარლამენტის წევრთაგან, ამ მუხლით დადგენილი წესით. 2. საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის 2 წევრს თავის წევრთაგან, თავის მიერვე დადგენილი წესით ნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ის ფრაქცია, რომელშიც ყველაზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული, ხოლო 1 წევრს თავის წევრთაგან, თავის მიერვე დადგენილი წესით − საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ის ფრაქცია, რომელშიც ყველაზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. თუ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი შესაბამისი ფრაქცია საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრს ვერ დანიშნავს, შესარჩევი კომისიის წევრის დანიშვნის უფლება თანამიმდევრობით მიენიჭებათ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ იმ ფრაქციებს, რომლებშიც სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. ფრაქციების წევრთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ ფრაქციას, რომლის პარტიამაც პარლამენტის არჩევნებში მეტი ხმა მიიღო. 3. საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის ახალი წევრი უნდა დაინიშნოს ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო შესაბამისი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. თუ შესარჩევი კომისიის ახალი წევრის დანიშვნისას ამ მუხლით განსაზღვრული ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, ვადები შესაბამისი დროით გაგრძელდება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
52³912112084133253224122201
მნიშვნელობით ახლოსდაგროვებითი პენსიის შე…ენერგეტიკისა და წყალმო…ნებაყოფლობითი კერძო პე…საქართველოს პარლამენტი…საჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა