Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზემუხლი 16

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 16. შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის გამოყენება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 8 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პროდუქტის ტიპის განსაზღვრისას მწარმოებელი უფლებამოსილია ტიპის გამოცდა ან ტიპთან დაკავშირებული გაანგარიშება ჩაანაცვლოს შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციით, რომელიც: ა) მწარმოებლის მიერ ბაზარზე განთავსებული სამშენებლო პროდუქტის ერთი ან რამდენიმე ძირითადი მახასიათებლისთვის დამატებით გაანგარიშებებს, რომ პროდუქტი შეესაბამება კონკრეტულ დონეს ან კლასს ან დამატებითი გამოცდის გარეშე ადასტურებს, რომ შესაბამისობაშია არსებულ ტექნიკურ მოთხოვნებთან; ბ) ადასტურებს, რომ ბაზარზე განთავსებული, სტანდარტით გათვალისწინებული სამშენებლო პროდუქტი შეესაბამება ბაზარზე სხვა მწარმოებლის მიერ განთავსებულ სამშენებლო პროდუქტის ტიპს, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი სტანდარტით გათვალისწინებული გამოცდა. ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მწარმოებელი უფლებამოსილია განაცხადოს, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული სამშენებლო პროდუქტის თვისებები შეესაბამება ბაზარზე სხვა მწარმოებლის მიერ განთავსებული იმავე სამშენებლო პროდუქტის გამოცდის ყველა ან გარკვეული ნაწილის შედეგებს. მწარმოებელს შეუძლია გამოიყენოს აღნიშნული გამოცდის შედეგები მხოლოდ სხვა მწარმოებლის თანხმობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში სხვა მწარმოებელი პასუხისმგებელია გამოცდის შედეგების საიმედოობაზე, სტაბილურობასა და სიზუსტეზე; გ) ადასტურებს, რომ მწარმოებლის მიერ ბაზარზე განთავსებული სამშენებლო პროდუქტი არის კომპონენტებისგან შემდგარი სისტემა, რომელიც მწარმოებლის მიერ აწყობილია აღნიშნული სისტემის, ან კომპონენტის მიმწოდებელის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციების სრული დაცვით, და აღნიშნულ მიმწოდებელს განხორციელებული აქვს შესაბამისი კომპონენტის ან სისტემის გამოცდა სამშენებლო პროდუქტის ერთი ან რამდენიმე ძირითადი მახასიათებლის კუთხით, შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინებით. ზემოხსენებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში მწარმოებელი უფლებამოსილია განაცხადოს, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული სამშენებლო პროდუქტის თვისებები შეესაბამება სისტემის ან კომპონენტების გამოცდის შედეგების ყველა ან გარკვეულ ნაწილს. მწარმოებელი უფლებამოსილია გამოიყენოს სხვა მწარმოებლის ან სისტემის მიმწოდებლის გამოცდის შედეგები, მხოლოდ სხვა მწარმოებლის ან სისტემის მიმწოდებლის თანხმობის შემთხვევაში. სხვა მწარმოებელი ან სისტემის მიმწოდებელი არის პასუხისმგებელი გამოცდის შედეგების საიმედოობაზე, სტაბილურობასა და სიზუსტეზე.

2.იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო პროდუქტი მიეკუთვნება სამშენებლო პროდუქტების ჯგუფს, რომლისთვისაც რეგლამენტის III დანართით გათვალისწინებულია სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასების და ვერიფიკაციის „1+“ ან „1“ სისტემა, ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ტექნიკური დოკუმენტები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ დამოწმებული უნდა იქნეს რეგლამენტის III დანართის შესაბამისად.

წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 17

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2026-04-08 · №12

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 62სავარაუდო საფრთხის შემცველი პროდუქტის ბაზარზე განთავსება
  • 56ტექნიკური რეგლამენტი
  • 55ზოგადი დებულებები

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 9ბაზარზე ზედამხედველობა
  • 4მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება
  • 7სკალაშეცვლილი ეტიკეტი

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 89მოთხოვნები სამშენებლო მასალის მიმართ

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 150გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენების პირობები

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 5საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის  შესახებ დასკვნები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 34ელექტროენერგიის მწარმოებლის ვალდებულებები

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 9მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება

სამშენებლო საქმიანობის შესახებ

  • 6სამშენებლო საქმიანობის მონაწილეთა ვალდებულებანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
662565598915094734516
მნიშვნელობით ახლოსპროდუქტის უსაფრთხოების…ენერგოეტიკეტირების შეს…საქართველოს სივრცის და…საქართველოს საბაჟო კოდ…სამრეწველო ემისიების შ…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 8 აპრ. 2026