Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანარჩენების მართვის კოდექსიმუხლი 9

ნარჩენების მართვის კოდექსი

მუხლი 9. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026
თემები:ნარჩენების მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹4²56

1.ისეთი პროდუქტის უშუალო მწარმოებელმა, რომელიც შემდგომ სპეციფიკური ნარჩენი ხდება, და ამ პროდუქტის ბაზარზე განმათავსებელმა უნდა იზრუნონ პროდუქტისთვის იმგვარი ფორმის მიცემაზე, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება: ა) გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირება, აგრეთვე ნარჩენების წარმოქმნის შემცირება პროდუქტის წარმოების პროცესში და შემდგომი გამოყენების შედეგად; ბ) პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების აღდგენა და განთავსება.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება სრულდება ისეთი პროდუქტის შექმნით, წარმოებითა და ბაზარზე განთავსებით, რომელიც განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისათვის, ტექნიკურად გამძლეა და რომლისგან წარმოქმნილი ნარჩენები ხელსაყრელია აღდგენისათვის და უსაფრთხოა გარემოში განსათავსებლად.

3.ისეთი პროდუქტის მწარმოებელი, რომელიც შემდგომ სპეციფიკური ნარჩენი ხდება, და ამ პროდუქტის ბაზარზე განმათავსებელი ვალდებული არიან, უზრუნველყონ პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, ტრანსპორტირება, აღდგენა (მათ შორის, რეციკლირება) და გარემოსთვის უსაფრთხო განთავსება.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება სრულდება ინდივიდუალურად ან კოლექტიურად – მგვ-ის ორგანიზაციის საშუალებით.

4¹.მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული მწარმოებელი ვალდებულია პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე დარეგისტრირდეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს სამინისტრო.

4².მგვ-ის ორგანიზაცია ვალდებულია: ა) საქმიანობის დაწყებამდე სამინისტროს წარუდგინოს შესაბამისი განაცხადი და მიიღოს ავტორიზაცია; ბ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს 15 ნოემბრისა, სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა; გ) ყოველი კალენდარული წლის გასვლის შემდეგ, არაუგვიანეს მომდევნო წლის 30 აპრილისა, სამინისტროს წარუდგინოს გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში; დ) უზრუნველყოს სპეციფიკური ნარჩენების შეგროვების, აღდგენისა და რეციკლირების დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევა.

5.სამინისტრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან ერთად შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგენს დადგენილებების პროექტებს, რომლებიც განსაზღვრავს დეტალურ ვალდებულებებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებით.

6.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს რეციკლირების წინასწარი შენატანის ოდენობის ზედა ზღვარი. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4041 – ვებგვერდი, 06.03.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ისეთი პროდუქტის უშუალო მწარმოებელმა, რომელიც შემდგომ სპეციფიკური ნარჩენი ხდება, და ამ პროდუქტის ბაზარზე განმათავსებელმა უნდა იზრუნონ პროდუქტისთვის იმგვარი ფორმის მიცემაზე, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება: ა) გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირება, აგრეთვე ნარჩენების წარმოქმნის შემცირება პროდუქტის წარმოების პროცესში და შემდგომი გამოყენების შედეგად; ბ) პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების აღდგენა და განთავსება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება სრულდება ისეთი პროდუქტის შექმნით, წარმოებითა და ბაზარზე განთავსებით, რომელიც განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისათვის, ტექნიკურად გამძლეა და რომლისგან წარმოქმნილი ნარჩენები ხელსაყრელია აღდგენისათვის და უსაფრთხოა გარემოში განსათავსებლად. 3. ისეთი პროდუქტის მწარმოებელი, რომელიც შემდგომ სპეციფიკური ნარჩენი ხდება, და ამ პროდუქტის ბაზარზე განმათავსებელი ვალდებული არიან, უზრუნველყონ პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, ტრანსპორტირება, აღდგენა (მათ შორის, რეციკლირება) და გარემოსთვის უსაფრთხო განთავსება. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება სრულდება ინდივიდუალურად ან კოლექტიურად – მგვ-ის ორგანიზაციის საშუალებით. 4 1 . მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული მწარმოებელი ვალდებულია პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე დარეგისტრირდეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს სამინისტრო. 4 2 . მგვ-ის ორგანიზაცია ვალდებულია: ა) საქმიანობის დაწყებამდე სამინისტროს წარუდგინოს შესაბამისი განაცხადი და მიიღოს ავტორიზაცია; ბ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს 15 ნოემბრისა, სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა; გ) ყოველი კალენდარული წლის გასვლის შემდეგ, არაუგვიანეს მომდევნო წლის 30 აპრილისა, სამინისტროს წარუდგინოს გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში; დ) უზრუნველყოს სპეციფიკური ნარჩენების შეგროვების, აღდგენისა და რეციკლირების დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევა. 5. სამინისტრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან ერთად შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგენს დადგენილებების პროექტებს, რომლებიც განსაზღვრავს დეტალურ ვალდებულებებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებით. 6. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს რეციკლირების წინასწარი შენატანის ოდენობის ზედა ზღვარი. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4041 – ვებგვერდი, 06.03.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 20 მარ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 20 მარ. 2024· გამოქვეყნდა 6 მარ. 2024
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • რეციკლირების შესაბამისობასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №23

  • 1 ცვლილება · ბოლო 6 მარ. 2024
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 49მუხლი 50

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 44¹მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მოთხოვნების შეუსრულებლობა
  • 18სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებები
  • 29ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულება

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 10 (დანართი 1)მწარმოებლის ვალდებულებები
  • 12 (დანართი 1)იმპორტიორის ვალდებულებები
  • 13 (დანართი 1)დისტრიბუტორის ვალდებულებები

სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 12 (დანართი 1)მოდის ნარჩენები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 9ბაზარზე განთავსებული პროდუქტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • 6მწარმოებლის პასუხისმგებლობა
  • 11ბაზარზე უსაფრთხო პროდუქტის განთავსება

ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ

  • 14 (დანართი 1)პასუხისმგებლობა
  • 8¹ (დანართი 1)წელიწადში 10 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის აღდგენა/განთავსება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9611495044¹182914 (დ…8¹ (დ…12 (დ…10 (დ…12 (დ…13 (დ…9
მითითებამნიშვნელობით ახლოსნარჩენების მართვის კოდ…სამშენებლო პროდუქტების…სახიფათო ნარჩენების შე…პროდუქტის უსაფრთხოების…ნარჩენების შეგროვების,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026