სამრეწველო ემისიების შესახებ

მუხლი 5. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის  შესახებ დასკვნები

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიირაკლი ღლონტი

1.საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით, სამინისტროს წარდგინებით. აღნიშნული დასკვნები ევროკომისიის მიერ დამტკიცებულ შესაბამის დასკვნებს ეფუძნება.

2.ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობები საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკაზე დაყრდნობით დგინდება.

3.თუ საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებში არ არის გათვალისწინებული საქმიანობა ან საწარმოო პროცესი ან/და საქმიანობის ან ცალკეული საწარმოო პროცესის გარემოზე ყველა შესაძლო ზემოქმედება, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობები განისაზღვრება საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის საფუძველზე, ამ კანონის III დანართით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, საქმიანობის განმახორციელებლისთვის წინასწარი შეტყობინებით.

4.თუ ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობები დგინდება ისეთ საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკაზე დაყრდნობით, რომელიც არ არის აღწერილი საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებში, ეს ტექნიკა უნდა განისაზღვროს ამ კანონის III დანართში მოცემული კრიტერიუმების გათვალისწინებითა და ამ კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

5.თუ საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებით არ არის გათვალისწინებული ემისიის დონეები, სააგენტომ ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობებით უნდა უზრუნველყოს, რომ ტექნიკამ დააკმაყოფილოს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებში აღწერილი საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ეკვივალენტური გარემოს დაცვის  დონე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹⁰35¹5824258 (და…11139761945
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამრეწველო ემისიების შ…ნარჩენების მართვის კოდ…ნაგავსაყრელის მოწყობის…გარემოს დაცვის შესახებენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს „წითელი ნუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა