1.მწარმოებლის მოთხოვნის საფუძველზე და იმ შემთხვევებში, თუ აღნიშნული გამართლებულია ტექნიკური, ეკონომიკური და ეფექტურობის თვალსაზრისით, შესაბამისობის შემფასებელი პირი უფლებამოსილია რეგლამენტის III დანართში მითითებული სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის 1+,1 და 3 სისტემისთვის დადგენილი გამოცდები განახორციელოს ან საკუთარი ზედამხედველობის ქვეშ, უზრუნველყოს მათი განხორციელება საწარმოში, მწარმოებლის შიდა ლაბორატორიის საგამოცდო მოწყობილობების გამოყენებით ან მწარმოებლის წინასწარი თანხმობით, დამოუკიდებელ გარე ლაბორატორიაში, ამავე ლაბორატორიის საგამოცდო მოწყობილობების გამოყენებით.
2.(ამოღებულია) 3. ზემოაღნიშნული გამოცდების ჩატარებამდე, შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ: ა) დამოუკიდებელი ლაბორატორია აკმაყოფილებს საგამოცდო მეთოდებისთვის დადგენილ მოთხოვნებს; ბ) საგამოცდო მოწყობილობას აქვს შესაბამისი კალიბრაციის სისტემა და გაზომვების მიკვლევადობა გარანტირებულია; გ) უზრუნველყოფილია გამოცდის შედეგების ხარისხი.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მწარმოებლის მოთხოვნის საფუძველზე და იმ შემთხვევებში, თუ აღნიშნული გამართლებულია ტექნიკური, ეკონომიკური და ეფექტურობის თვალსაზრისით, შესაბამისობის შემფასებელი პირი უფლებამოსილია რეგლამენტის III დანართში მითითებული სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის 1+,1 და 3 სისტემისთვის დადგენილი გამოცდები განახორციელოს ან საკუთარი ზედამხედველობის ქვეშ, უზრუნველყოს მათი განხორციელება საწარმოში, მწარმოებლის შიდა ლაბორატორიის საგამოცდო მოწყობილობების გამოყენებით ან მწარმოებლის წინასწარი თანხმობით, დამოუკიდებელ გარე ლაბორატორიაში, ამავე ლაბორატორიის საგამოცდო მოწყობილობების გამოყენებით. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გამოცდების განმახორციელებელი შესაბამისობის შემფასებელი პირები სპეციალურად განსაზღვრულნი უნდა იყვნენ, როგორც შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები, რომლებიც საკუთარი აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის გარეთ განახორციელებენ სამუშაოებს.(ამოღებულია) 3. ზემოაღნიშნული გამოცდების ჩატარებამდე, შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ: ა) დამოუკიდებელი ლაბორატორია აკმაყოფილებს საგამოცდო მეთოდებისთვის დადგენილ მოთხოვნებს; ბ) საგამოცდო მოწყობილობას აქვს შესაბამისი კალიბრაციის სისტემა და გაზომვების მიკვლევადობა გარანტირებულია; გ) უზრუნველყოფილია გამოცდის შედეგების ხარისხი.
რედაქციების შედარება
ტექსტობრივი ცვლილება არ არის
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
· გამოქვეყნდა 14 ნოე. 2018
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.