Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებმუხლი 30

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 30. საგადახდო ინსტრუმენტსა და ავთენტიფიკაციის საშუალებებთან დაკავშირებული ვალდებულებები

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:გადახდის მომსახურებამომხმარებელთა დაცვაინსტიტუციური კასტოდიური გადაწყვეტილებებისაერთაშორისო ტრანზაქციებისამომხმარებლო ხელშეკრულებებიპერსონალური საფულის მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საგადახდო ინსტრუმენტის მომხმარებელი ვალდებულია: ა) გამოიყენოს საგადახდო ინსტრუმენტი ამ საგადახდო ინსტრუმენტის გამოშვებისა და გამოყენებისთვის დადგენილი პირობების შესაბამისად; ბ) საგადახდო ინსტრუმენტის მიღებისთანავე გონივრული ქმედებებით უზრუნველყოს ამ ინსტრუმენტის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების უსაფრთხოდ შენახვა; გ) საგადახდო ინსტრუმენტის დაკარგვის, მოპარვის, უკანონო მითვისების ან არაუფლებამოსილი გამოყენების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში მისი აღმოჩენიდან გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს თავის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ან ამ პროვაიდერის მიერ განსაზღვრულ პირს.

2.საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც უშვებს საგადახდო ინსტრუმენტს, ვალდებულია: ა) მიიღოს ყველა შესაძლო უსაფრთხოების ზომა საგადახდო ინსტრუმენტის დაცულობისა და მისი არამართლზომიერი გამოყენების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად; ბ) არ გახადოს საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლები ხელმისაწვდომი სხვა პირებისთვის, გარდა ამ ინსტრუმენტის მომხმარებლისა. აღნიშნული არ ათავისუფლებს მომხმარებელს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისგან; გ) ნათლად გააცნოს მომხმარებელს საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთხოების მოთხოვნები; დ) დანერგოს შესაბამისი საშუალებები მომხმარებლის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეტყობინების, აგრეთვე საგადახდო ინსტრუმენტის ამ კანონის 30 1 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განბლოკვის მოთხოვნის ნებისმიერ დროს მიღების უზრუნველსაყოფად. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში პროვაიდერი ვალდებულია მიაწოდოს მას შესაბამისი შეტყობინების ან/და მოთხოვნის მიღების დასტური, თუ მისი მიღებიდან გასული არ არის 18 თვეზე მეტი; ე) მომხმარებლის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საგადახდო ინსტრუმენტის შემდგომი გამოყენების აღკვეთა; ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეტყობინება მიიღოს უსასყიდლოდ. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია მოითხოვოს მხოლოდ საგადახდო ინსტრუმენტის ჩანაცვლებასთან პირდაპირ დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. ხარჯების ანაზღაურების აღნიშნული უფლება არ იზღუდება დაკარგული ინსტრუმენტის ჩანაცვლების შემთხვევაში; ზ) მომხმარებელს არ გაუგზავნოს საგადახდო ინსტრუმენტი მისი მოთხოვნის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მომხმარებლისთვის უკვე გადაცემული ინსტრუმენტი ჩანაცვლებას ექვემდებარება; თ) დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგადახდო ინსტრუმენტის გამოშვებისა და გამოყენების პირობები, რომლებიც უნდა იყოს ობიექტური, არადისკრიმინაციული და პროპორციული.

3.საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია საკუთარ თავზე აიღოს როგორც საგადახდო ინსტრუმენტის, ისე მისი უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების გაგზავნასთან დაკავშირებული ყველა რისკი.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული მომხმარებლისა და პროვაიდერის ვალდებულებები აგრეთვე ვრცელდება საგადახდო ანგარიშზე წვდომისთვის გამოსაყენებელი უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების მიმართ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022

    მე-4 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: ახლა ის ამ მუხლით გათვალისწინებულ მომხმარებლისა და პროვაიდერის ვალდებულებებს ავრცელებს საგადახდო ანგარიშზე წვდომის უსაფრთხოების პერსონიფიცირებულ მახასიათებლებზე; პროვაიდერის პასუხისმგებლობის გამორიცხვისა და ეროვნული ბანკის მოთხოვნებისა და ლიმიტების შესახებ ძველი ტექსტი ამ პუნქტში ჩანაცვლებულია.

  2. 22 მარ. 2017
  3. 10 სექ. 2015
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 29შემდეგი მუხლი 30¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სააბონენტო ხელშეკრულების შესაბამისობა29 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამომხმარებლო პროდუქტის უსაფრთხოება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აკრედიტივისერვისის გვერდი
  • აპარატული საფულის (Ledger, Trezor) ინიციალიზაცია და უსაფრთხოების აუდიტისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
კესო ხუბუა

კესო ხუბუა

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №21

  • 3 ცვლილება · ბოლო 23 სექ. 2022
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 5 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 30¹მუხლი 31

მიუთითებენ მასზე

მუხლი 21მუხლი 32მუხლი 33

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 30¹საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენების და საგადახდო ანგარიშზე წვდომის შეზღუდვა
  • 22¹მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია
  • 22²გადახდის ინიციირების მომსახურების ფარგლებში საგადახდო ანგარიშზე წვდომა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 43გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები
  • 7¹საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი საგადახდო ანგარიშის მიმართ მოთხოვნები
  • 51საგადასახადო ორგანოთა ვალდებულებები

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 120ტრანზიტის პროცედურის მფლობელის, გადამზიდავისა და საქონლის მიმღების ვალდებულებები

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 18სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი საწარმოს, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვისათვის სამსახურებრივად პასუხისმგებელ პირთა ვალდებულებანი

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 13 (დანართი 1)დისტრიბუტორის ვალდებულებები

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 13სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის ვალდებულებანი

ტურიზმის შესახებ

  • 28გადახდისუუნარობისგან დაცვა და დაკავშირებულ ტურისტულ მომსახურებებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოთხოვნა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 676გადამზიდველის ვალდებულება ტვირთის მიღებისას

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13437¹5130¹3121323322¹22²1813 (დ…1202830
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…საგზაო მოძრაობის შესახ…სამშენებლო პროდუქტების…საგზაო მოძრაობის უსაფრ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026