საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

მუხლი 20. სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული მოთხოვნები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 10 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გაერთიანებამ ან რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლის მწარმოებელმა ან/და გადამამუშავებელმა, რომელსაც თავისი საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის შეფასება სურს, კომპეტენტურ უწყებას/მაკონტროლებელ ორგანოს სათანადო პირობები უნდა შეუქმნას და უნდა უზრუნველყოს მისთვის ყველა საჭირო დოკუმენტის, ადგილის, შენობა-ნაგებობის, მოწყობილობისა და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობა.

2.კომპეტენტური უწყება/მაკონტროლებელი ორგანო სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ამოწმებს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლის წარმოების ყველა ეტაპს, მისი მიწოდების სრულ ჯაჭვს, საქონლის შენახვის პირობებს, ნედლეულის წარმოშობის ადგილს და ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დასადგენად აუცილებელ ყველა გარემოებას.

3.კომპეტენტური უწყება/მაკონტროლებელი ორგანო ახორციელებს მიკვლევადობის ნიშნების გამოყენების სახელმწიფო კონტროლს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7110357192696 (და…3 (და…919252220
მნიშვნელობით ახლოსსაქონლის ადგილწარმოშობ…გარემოს დაცვის შესახებსაქართველოს გარემოს და…პროდუქტის უსაფრთხოების…სურსათის/ცხოველის საკვ…პესტიციდებისა და აგროქ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა