Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშენობების ენერგოეფექტურობის შესახებმუხლი 10

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

მუხლი 10. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი შემოწმება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024
თემები:ESG შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ გაცემული შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატები და შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშები ექვემდებარება შემოწმებასა და გადამოწმებას.

2.შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების შემოწმებისა და გადამოწმების წესები მტკიცდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

3.შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების რეესტრს და დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ მონაცემთა ბაზას ქმნის და მათი წარმოების წესს ამტკიცებს სამინისტრო.

4.დამოუკიდებელი ექსპერტი ვალდებულია სამინისტროს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი ან/და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიში და ამ სერტიფიკატის ან/და ანგარიშის მოსამზადებლად გამოყენებული მონაცემები.

5.დამოუკიდებელმა ექსპერტმა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი ან/და ინსპექტირების ანგარიში სამინისტროს უნდა წარუდგინოს მომზადებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

6.სამინისტრო ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი ან/და ინსპექტირების ანგარიში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შეიტანოს შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების რეესტრში.

7.სამინისტრო შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ამოწმებს შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების რეესტრში შეტანილ შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებსა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშებს. შემოწმებული ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და ინსპექტირების ანგარიშების რაოდენობა წლიურად გაცემული ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და ინსპექტირების ანგარიშების რაოდენობის მნიშვნელოვან პროცენტს უნდა შეადგენდეს. ყოველწლიურად შესამოწმებელი ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და ინსპექტირების ანგარიშების პროცენტული რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

8.შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი მოწმდება ერთ-ერთი შემდეგი მეთოდით; კერძოდ, ხდება: ა) შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატში შეტანილი მონაცემებისა და შედეგების შემოწმება; ბ) შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატში შეტანილი მონაცემების შემოწმება, შედეგების გადამოწმება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა; გ) შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატში შეტანილი მონაცემების სრული შემოწმება, შედეგების სრული გადამოწმება, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და შენობის ადგილზე დათვალიერება.

9.შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების შემოწმებასა და გადამოწმებასთან დაკავშირებული საკითხები დეტალურად რეგულირდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სათბურის სერთიფიცირებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2024-06-27 · №2

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 17

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 9დამოუკიდებელი ექსპერტი
  • 17დამოუკიდებელი ექსპერტის პასუხისმგებლობა
  • 8შენობაში არსებული გათბობის სისტემის პერიოდული ინსპექტირება

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 6ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელება, კონტროლი და ზედამხედველობა
  • 28კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება და გამოცემა
  • 20ენერგოაუდიტორები მრეწველობაში

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 50გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირება
  • 148წლიური ანგარიში. ანგარიშების განცალკევება

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 21ინსპექტირების ორგანო და მისი უფლება-მოვალეობები

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 43კონტროლისა და ინსპექტირების ზოგადი წესები

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 99სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასების უფლებამოსილების მქონე პირი

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 15განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის, გათბობისა და გაგრილების წარმოშობის სერტიფიკატები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
219915501481798628204310
მითითებამნიშვნელობით ახლოსშენობების ენერგოეფექტუ…ენერგოეფექტურობის შესა…ენერგეტიკისა და წყალმო…პროდუქტის უსაფრთხოების…ადამიანის ორგანოთა გად…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 27 ივნ. 2024