ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 29. შესაბამისობის კონტროლის სისტემა

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად დანერგოს შიდა კონტროლის ისეთი პოლიტიკა , წესები , სისტემები და მექანიზმები ( შემდგომ − შესაბამისობის კონტროლის სისტემა ), რომლებიც მისი საქმიანობის ხასიათის , მოცულობისა და მასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების პროპორციულია .

2.შესაბამისობის კონტროლის სისტემის დანერგვის მიზნით ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია . შიდა ინსტრუქციას ამტკიცებს ანგარიშვალდებული პირის მმართველობის ორგანო ან ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირი . შიდა ინსტრუქციით სხვა საკითხებთან ერთად უნდა განისაზღვროს : ა ) შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირის ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და თანამშრომელთა უფლებები და მოვალეობები ; ბ ) თანამშრომელთა შერჩევის წესები მაღალი კვალიფიკაციისა და რეპუტაციის მქონე პირების სამსახურში მისაღებად ; გ ) თანამშრომელთა განგრძობითი სწავლების პროგრამა მათთვის ამ კანონის , შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შიდა ინსტრუქციის მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით ; დ ) დამოუკიდებელი აუდიტის ფუნქცია შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობის შესამოწმებლად .

3.ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის მე -2 პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ეფექტიანი შესაძლებლობით , დროულად მოიპოვონ საკუთარი ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო ინფორმაცია ( დოკუმენტი ) და დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება ამ კანონის 25- ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის თაობაზე .

4.ანგარიშვალდებული პირის ორგანიზაციულ სტრუქტურაში არსებული შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირის ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა ზედა იერარქიულ (მენეჯმენტის) დონეს უნდა შეესაბამებოდეს. შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირი ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებული უნდა იყოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირის მიმართ.

5.ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა განსაზღვროს თავისი მმართველობის ორგანოს წევრი ან ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირი , რომელიც პასუხისმგებელი იქნება შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობისთვის .

6.(ამოღებულია - 16.05.2023, №2889) . საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2889 – ვებგვერდი, 24.05.2023წ. საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4237 – ვებგვერდი, 31.05.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად დანერგოს შიდა კონტროლის ისეთი პოლიტიკა , წესები , სისტემები და მექანიზმები ( შემდგომ − შესაბამისობის კონტროლის სისტემა ), რომლებიც მისი საქმიანობის ხასიათის , მოცულობისა და მასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების პროპორციულია . 2. შესაბამისობის კონტროლის სისტემის დანერგვის მიზნით ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია . შიდა ინსტრუქციას ამტკიცებს ანგარიშვალდებული პირის მმართველობის ორგანო ან ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირი . შიდა ინსტრუქციით სხვა საკითხებთან ერთად უნდა განისაზღვროს : ა ) შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირის ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და თანამშრომელთა უფლებები და მოვალეობები ; ბ ) თანამშრომელთა შერჩევის წესები მაღალი კვალიფიკაციისა და რეპუტაციის მქონე პირების სამსახურში მისაღებად ; გ ) თანამშრომელთა განგრძობითი სწავლების პროგრამა მათთვის ამ კანონის , შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შიდა ინსტრუქციის მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით ; დ ) დამოუკიდებელი აუდიტის ფუნქცია შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობის შესამოწმებლად . 3. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის მე -2 პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ეფექტიანი შესაძლებლობით , დროულად მოიპოვონ საკუთარი ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო ინფორმაცია ( დოკუმენტი ) და დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება ამ კანონის 25- ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის თაობაზე . 4. ანგარიშვალდებული პირის ორგანიზაციულ სტრუქტურაში არსებული შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირის ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა ზედა იერარქიულ (მენეჯმენტის) დონეს უნდა შეესაბამებოდეს. შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირი ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებული უნდა იყოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირის მიმართ. 5. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა განსაზღვროს თავისი მმართველობის ორგანოს წევრი ან ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირი , რომელიც პასუხისმგებელი იქნება შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობისთვის . 6. (ამოღებულია - 16.05.2023, №2889) . საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2889 – ვებგვერდი, 24.05.2023წ. საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4237 – ვებგვერდი, 31.05.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 დეკ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 31 მაი. 2024

    29-ე მუხლს ამოეღო სათაური, ხოლო მე-4 პუნქტს დაემატა მოთხოვნა თანამდებობის ზედა იერარქიულ (მენეჯმენტის) დონესთან შესაბამისობის შესახებ; ანგარიშვალდებულება მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირის მიმართ შენარჩუნებულია.

  2. 29-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულია, ანუ საზედამხედველო ორგანოს მიერ ცალკეული მოთხოვნებისგან გათავისუფლების ნორმა აღარ მოქმედებს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8811272321 (დ…24 (დ…23 (დ…30252838829
მითითებამნიშვნელობით ახლოსფულის გათეთრებისა და ტ…სახელმწიფო შიდა ფინანს…სამშენებლო პროდუქტების…მიკროსაფინანსო ორგანიზ…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…ფინანსურ კონგლომერატში…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №14 · ბოლოს შემოწმდა