Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსიმუხლი 13²

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

მუხლი 13². ტერმინთა განმარტება

რედაქცია №41 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:მომხმარებელთა დაცვასამედიცინო მოწყობილობებისაკვები და სასმელირისკების მართვარისკების შეფასებასხვა მოძრავი ქონების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ თავის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბაზარზე ზედამხედველობა − ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედებებისა და მიღებული ზომების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს პროდუქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასა და ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების ან/და გარემოს დაცვას; ბ) ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო; გ) შეუსაბამობა − ამ კოდექსით ან/და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნის/მოთხოვნების დარღვევა; დ) ეკონომიკური ოპერატორი/ოპერატორები − ამ კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრული მწარმოებელი, ავტორიზებული წარმომადგენელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი და პროდუქტის უშუალოდ მომხმარებლისთვის მიმწოდებელი პირი/პირები, რომელიც/რომლებიც პასუხისმგებელია/პასუხისმგებელი არიან პროდუქტის უსაფრთხოებისთვის; ე) მაკორექტირებელი ქმედება − ეკონომიკური ოპერატორის მიერ საკუთარი ინიციატივით ან ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნით, შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად განხორციელებული ნებისმიერი ქმედება; ვ) ნებაყოფლობითი ღონისძიება − ეკონომიკური ოპერატორის მიერ საკუთარი ინიციატივით, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის გარეშე მაკორექტირებელი ზომების მიღება; ზ) რისკი − ზიანის გამომწვევი საფრთხის შექმნის ალბათობისა და ამ ზიანის სიმძიმის ერთობლიობა; თ) საფრთხის შემცველი პროდუქტი − პროდუქტი, რომელიც დანიშნულებისამებრ გონივრული გამოყენებისას და ვარგისობის ვადის დაცვისას საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს; ი) სერიოზული საფრთხის შემცველი პროდუქტი − პროდუქტი, რომელიც დანიშნულებისამებრ გონივრული გამოყენებისას და ვარგისობის ვადის დაცვისას სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს და საჭიროებს სახელმწიფო ორგანოების გადაუდებელ ჩარევას, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც რისკს შედეგები დაუყოვნებლივ არ მოჰყვება; კ) დადასტურებული საფრთხე − სათანადო აკრედიტებული ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული ლაბორატორიის ან ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ნიმუშის ტექნიკური შემოწმების/გამოცდის შედეგად ან/და საქართველოს ან/და სხვა ქვეყნის საბაჟო ორგანოსგან/ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსგან ან პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ ინფორმაციის გაზიარების საერთაშორისო/რეგიონალური სისტემის მეშვეობით მიღებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პროდუქტის გამოყენება/ექსპლუატაცია საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს; ლ) დოკუმენტური შემოწმება − ბაზარზე ზედამხედველობის ფარგლებში ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ პროდუქტთან დაკავშირებული დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება; მ) ტექნიკური შემოწმება − პროდუქტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დასადგენად პროდუქტის ნიმუშის ტექნიკური შემოწმება/გამოცდა; ნ) შემოწმების ოქმი − ბაზარზე ზედამხედველობის ფარგლებში ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განხორციელებული ტექნიკური შემოწმების ან/და დოკუმენტური შემოწმების შედეგების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც აგრეთვე შეიცავს ამ კოდექსის 13 6 მუხლის მე-11 ნაწილით განსაზღვრული დადგენილებების შესრულების კონტროლის შედეგებს და შეუსაბამობის აღმოფხვრის ვადებს (არსებობის შემთხვევაში); ო) შემზღუდავი ღონისძიება − ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს გადაწყვეტილება პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების ან/და გამოთხოვის შესახებ; პ) მომხმარებელი − ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიულ პირი, რომლისთვისაც პროდუქტი ხელმისაწვდომი გახდა, როგორც მომხმარებლისთვის, პირადი მოხმარებისთვის ან/და სამრეწველო/პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად.

2.ამ თავში გამოყენებული იმ ტერმინებისთვის, რომლებიც ამ მუხლში განმარტებული არ არის, გამოიყენება ამ კოდექსში გამოყენებული იმავე ტერმინების განმარტებები. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1447 – ვებგვერდი, 03.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №41 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 25 მაი. 2012 – 1 ივნ. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 13¹³შემდეგი მუხლი 13³

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კრიზისის მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მარეგულირებელი შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მარკეტპლეისის პლატფორმის შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ოპერაციული რისკების მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №41

  • 1 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 13⁶მუხლი 4

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13⁶შემზღუდავი ღონისძიებები
  • 15ტერმინთა განმარტება
  • 88ტერმინთა განმარტება

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

  • 2

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 9ბაზარზე ზედამხედველობა
  • 3ტერმინთა განმარტება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 6ტერმინთა განმარტება

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 25 (დანართი 1)რისკის შემცველი სამშენებლო პროდუქტების მიმართ გასატარებელი ღონისძიებები

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

კონკურენციის შესახებ

  • 3კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 2 (დანართი 1)ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3213⁶4158832 (და…25 (დ…693213²
მითითებამნიშვნელობით ახლოსპროდუქტის უსაფრთხოების…სამეწარმეო საქმიანობის…ენერგოეტიკეტირების შეს…საქართველოს საბაჟო კოდ…ეროვნული მარეგულირებელ…სამშენებლო პროდუქტების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №41 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026