ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტანდარტი − კონსენსუსის საფუძველზე შემუშავებული და სტანდარტების ორგანოს მიერ რეგისტრირებული დოკუმენტი, რომელიც საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს ან მახასიათებლებს სხვადასხვა საქმიანობისათვის/მოქმედებისათვის ან მისი შედეგებისათვის გარკვეულ სფეროში ოპტიმიზაციის მიზნით; ბ) საერთაშორისო სტანდარტი – სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული სტანდარტი; გ) ევროპული სტანდარტი − სტანდარტების ევროპული ორგანიზაციების მიერ მიღებული სტანდარტები, მათ შორის, ჰარმონიზებული სტანდარტები, რომლებიც მიღებულია ევროკომისიის მოთხოვნის საფუძველზე, ერთიან, ჰარმონიზებულ კანონმდებლობაში გამოსაყენებლად; დ) საქართველოს სტანდარტი (სსტ) − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ საერთაშორისო სტანდარტის, ევროპული სტანდარტის ან ეროვნული სტანდარტის ან მათი პროექტების საფუძველზე მიღებული სტანდარტი; ე) საწარმოს შიდა სტანდარტი – მეწარმის მიერ შემუშავებული სტანდარტი, რომელშიც მოცემულია სპეციფიკური ტექნიკური მოთხოვნები, რომლებსაც აკმაყოფილებს პროდუქტი, პროცესი ან მომსახურება. საწარმოს შიდა სტანდარტი სხვა პირებისათვის სტანდარტად არ განიხილება, რეგისტრაციას არ საჭიროებს და მასზე არ ვრცელდება ამ კოდექსის მოქმედება; ვ) დეკლარირებული სტანდარტი – სტანდარტი, რომელსაც მწარმოებელი იყენებს და რომლის გამოყენების შესახებაც მიუთითებს, მათ შორის, საწარმოს შიდა სტანდარტზე; ზ) სტანდარტების ეროვნული ორგანო − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო. საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024წ.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
მუხლი 65. ტერმინთა განმარტება
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №37 · ძალაშია 1 იან. 2026-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი
ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი
კონსულტაცია: ₾200

დავით მაისურაძე
იურისტი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი
იურისტი
კონსულტაცია: ₾300

სალომე კობერიძე
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი
ადვოკატი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე
კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

