სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1³ (დანართი 1). საბაჟო კონტროლის ზონებში სამშენებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 8 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ  ტექნიკური  რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განისაზღვროს სააგენტო.

2.სააგენტო უფლებამოსილია, ამ ტექნიკური რეგლამენტის 1 2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობა,  შემოსავლების სამსახურისგან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა.

2¹.სააგენტო უფლებამოსილია, „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტური კონტროლი.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, სააგენტო უფლებამოსილია,   საქართველოს   საბაჟო   კონტროლის   ზონაში   აიღოს   პროდუქტის   ნიმუში, მისი შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოცდის მიზნით.

4.იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა, სააგენტო პროდუქტის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას ადგენს პროდუქტის ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის  შესაბამისი საექსპერტო დასკვნის სააგენტოში წარმოდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

5.(ამოღებულია 19,06,2019, №292). საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №541 - ვებგვერდი, 14.11.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 ივნისის დადგენილება №292 - ვებგვერდი, 21.06.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 21 ივნ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 ოქტ. 2018 – 15 ნოე. 2018 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13³13⁴13⁶25 (დ…1² (დ…26 (დ…2770911¹3231³ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსპროდუქტის უსაფრთხოების…სამშენებლო პროდუქტების…ენერგოეტიკეტირების შეს…საქართველოს საბაჟო კოდ…საქონლის ადგილწარმოშობ…სამრეწველო ემისიების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა