Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსიმუხლი 4

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №41 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:მომხმარებელთა დაცვასამედიცინო მოწყობილობებისაკვები და სასმელიპიროვნული დაზიანებასტრუქტურირებული პროდუქტები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹3²456788¹9101112131415161718192021

1.პროდუქტი – ყველა მოძრავი ნივთი და ამ ნივთთან დაკავშირებული მომსახურება, თუნდაც ეს ნივთი იყოს სხვა მოძრავი ან უძრავი ნივთის შემადგენელი ნაწილი. ამ კოდექსის მიზნებისათვის „ნივთი“ არ მოიცავს სურსათის პირველად პროდუქტს და ნადირობის შედეგად მოპოვებულ პროდუქტს. „პროდუქტი“ ასევე მოიცავს ბაზარზე განთავსებულ საქონელს, მიუხედავად იმისა, განკუთვნილია თუ არა იგი უშუალოდ საბოლოო მომხმარებლისათვის, რომელიც მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის.

2.უსაფრთხო პროდუქტი – პროდუქტი, რომელიც დანიშნულებისამებრ, გონივრული გამოყენებისას და ვარგისობის ვადის დაცვისას არ შეიცავს რისკს, ან შეიცავს მხოლოდ ადამიანის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გათვალისწინებით დასაშვებად მიჩნეულ მინიმალურ რისკს. უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის უზრუნველყოფის შესაძლებლობა ან ნაკლები რისკის შემცველი სხვა პროდუქტის ხელმისაწვდომობა არ არის პროდუქტის სახიფათო პროდუქტად მიჩნევის საფუძველი.

3.სახიფათო პროდუქტი – პროდუქტი , რომელიც არ შეესაბამება ამ მუხლის მე-2 ნაწილში მოცემულ „უსაფრთხო პროდუქტის“ განმარტებას.

3¹.პიროტექნიკური შემადგენლობა – დეტონაციის უნარის არმქონე, წვადი შემადგენლობა, რომელიც წვის პროცესში წვის პროდუქტებს (აეროზოლი, კვამლი) გარდაქმნის სითბურ, სინათლის და მექანიკურ ენერგიად სხვადასხვა სპეციალური ეფექტის (მათ შორის, ოპტიკური, აკუსტიკური ეფექტების) შესაქმნელად.

3².პიროტექნიკური ნაწარმი – პიროტექნიკური შემადგენლობის ნაკეთობა, რომლის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ და რომელიც განკუთვნილია სპეციალური სამუშაოების მიმდინარეობის, აგრეთვე მასობრივი, სადღესასწაულო (საზეიმო) ღონისძიებების ჩატარების დროს სინათლის, ხმის, კვამლის და კომბინირებული ეფექტების (მათ შორის, სასცენო ეფექტის) შესაქმნელად.

4.მწარმოებელი − ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც პროდუქტს აწარმოებს ან ბაზარზე განათავსებს საკუთარი სახელით ან საკუთარი სავაჭრო ნიშნით.

5.დისტრიბუტორი – მიწოდების ჯაჭვში ჩართული ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც თავისი საქმიანობის ფარგლებში პროდუქტით უზრუნველყოფს ბაზარს და არ არის მწარმოებელი ან იმპორტიორი.

6.ავტორიზებული წარმომადგენელი − მწარმოებლის მიერ ავტორიზებული ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს  მწარმოებლის მიერვე გაცემული წერილობითი მინდობილობის საფუძველზე, მწარმოებლის სახელით, ამ კოდექსით ან/და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული გარკვეული ვალდებულებების შესასრულებლად. ავტორიზებულ წარმომადგენელს მწარმოებლის ნაცვლად შეიძლება მიმართოს უფლებამოსილმა პირმა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან დაკავშირებით.

7.იმპორტიორი/პროდუქტის ბაზარზე განთავსებისათვის პასუხისმგებელი პირი − პირი, რომელიც პასუხისმგებელია სხვა ქვეყანაში წარმოებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისათვის.

8.ბაზარზე განთავსება – საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა) პროდუქტის პირველადი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მათ შორის, იმპორტის გზით, კომერციული მიზნით ან/და არაკომერციული მიზნით.

8¹.ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა − საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის ნებისმიერი სახის მიწოდება კომერციული საქმიანობის ფარგლებში, დისტრიბუციის ან გამოყენების/მოხმარების მიზნით, სასყიდლის მისაღებად ან უსასყიდლოდ.

9.ექსპლუატაციაში გაშვება − საქართველოში პროდუქტის პირველად გამოყენება. თუ პროდუქტის ექსპლუატაციის დაწყება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, ექსპლუატაციაში გაშვება შეიძლება დაექვემდებაროს დამატებით ტექნიკურ მოთხოვნებს.

10.ბაზარზე განთავსებად არ ითვლება შემთხვევა, როდესაც: ა) მწარმოებელმა პროდუქტი საკუთარ წარმომადგენლობას მიაწოდა; ბ) პროდუქტი მიწოდებულია შემდგომი დახვეწის (მაგალითად, აწყობის, შეფუთვის, გადამუშავების ან ეტიკეტირების) მიზნით; გ) პროდუქტი არ არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე; დ) პროდუქტი წარმოებულია საქართველოში სხვა ქვეყანაში ექსპორტის მიზნით; ე) პროდუქტი განკუთვნილია სადემონსტრაციოდ; ვ) პროდუქტი განთავსებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დასაწყობების მიზნით და არ არის ხელმისაწვდომი მომხმარებლისათვის, თუ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დასაწყობებისათვის სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

11.ტექნიკური დოკუმენტაცია − ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული საჭირო ინფორმაცია პროდუქტის და პროექტების, წარმოებისა და ექსპლუატაციის შესახებ.

12.შესაბამისობის შეფასება (შშ) − პროცესი, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტთან, მომსახურებასთან, პროცესთან, ფიზიკურ პირთან (პერსონალთან) ან ორგანიზაციასთან დაკავშირებული სპეციფიკური მოთხოვნები დაკმაყოფილებულია.

13.შესაბამისობის შეფასების ობიექტი – პროდუქტი, მომსახურება, პროცესი, ფიზიკური პირი (პერსონალი) ან ორგანიზაცია, რომლის მიმართაც გამოიყენება/ხორციელდება შესაბამისობის შეფასება (შშ).

14.შესაბამისობის შემფასებელი პირი – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს შესაბამისობის შეფასებას (შშ), მათ შორის, დაკალიბრებას, გამოცდას, სერტიფიცირებასა და ინსპექტირებას. რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასებას (შშ) ახორციელებს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ან კანონით პირდაპირ განსაზღვრული სხვა ორგანო.

15.რეგულირებული სფერო – კანონით განსაზღვრული სფერო, რომელიც პირდაპირ ადგენს ობიექტებს, რომელთა შესაბამისობის შეფასება სავალდებულოა.

16.პროდუქტის გამოთხოვა – ქმედება, რომელიც მიმართულია ისეთი პროდუქტის დაბრუნებისკენ, რომელიც უკვე მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის.

17.პროდუქტის ამოღება – ქმედება, რომელიც მიმართულია მიწოდების ჯაჭვში არსებული პროდუქტის  ბაზარზე ხელმისაწვდომობის პრევენციისკენ ან/და შეწყვეტისკენ.

18.ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტი − ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც მიღებულია ევროკომისიის ახალი და გლობალური მიდგომის შესაბამისი დირექტივის საფუძველზე. ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტისა და შესაბამისი სტანდარტების დასახელებებს აქვეყნებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო.

19.ერთეულთა საერთაშორისო სისტემა ( S I) – გაზომვის ერთეულთა საერთაშორისო სისტემა, რომელიც რეკომენდებული და მიღებულია მეტრული კონვენციის შესაბამისად ზომისა და წონის გენერალური კონფერენციის მიერ.

20.დაფასოებული საქონელი – შეფუთული საქონელი, რომლის შეფუთვაზე აღნიშნულია მისი რაოდენობა, რომელიც გარკვეული სიზუსტით შეესაბამება წინასწარ შერჩეულ ნომინალურ მნიშვნელობას და რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს შეფუთვის გახსნის ან ხილული დაზიანების გარეშე.

21.პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება − პროდუქტის რეალიზაციის დროებით შეჩერება გამოვლენილი შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2757 – ვებგვერდი, 19.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3690 – ვებგვერდი, 07.11.2018წ. საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №173 - ვებგვერდი, 29.12.2024წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1447 – ვებგვერდი, 03.04.2026წ. თავი II. პასუხისმგებლობა წუნდებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისათვის

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №41 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 თებ. 2025 – 1 იან. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივნ. 2026· გამოქვეყნდა 3 აპრ. 2026
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 3¹შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დეფექტური პროდუქტი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პროდუქტის პასუხისმგებლობის სამართალი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამომხმარებლო პროდუქტის უსაფრთხოება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პროდუქტის გამოწვევასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №41

  • 1 ცვლილება · ბოლო 3 აპრ. 2026
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 13²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 15ტერმინთა განმარტება
  • 13²ტერმინთა განმარტება
  • 10პროდუქტის უსაფრთხოების შეფასება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1011პროდუქტის ცნება

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 2 (დანართი 1)ტერმინთა განმარტება

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 2ტერმინთა განმარტება

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 3ტერმინთა განმარტება

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 2ტერმინთა განმარტებანი

თამბაქოს კონტროლის შესახებ

  • 3კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ინოვაციების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

  • 1¹ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1¹10113213²15102322 (და…34
მითითებამნიშვნელობით ახლოსპროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს სამოქალაქო…სამშენებლო პროდუქტების…სურსათის/ცხოველის საკვ…ენერგოეტიკეტირების შეს…ნარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №41 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026