Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სამოქალაქო კოდექსიმუხლი 1011

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

მუხლი 1011. პროდუქტის ცნება

რედაქცია №140 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პროდუქტი არის ყველა მოძრავი ნივთი და ნივთთან დაკავშირებული მომსახურება, თუნდაც ეს ნივთი იყოს სხვა მოძრავი ან უძრავი ნივთის შემადგენელი ნაწილი. ამ კოდექსის მიზნებისათვის „ნივთი“ არ მოიცავს სურსათის პირველად პროდუქტს და ნადირობის შედეგად მოპოვებულ პროდუქტს. „პროდუქტი“ ასევე მოიცავს ბაზარზე განთავსებულ საქონელს, მიუხედავად იმისა, განკუთვნილია თუ არა იგი უშუალოდ საბოლოო მომხმარებლისათვის, რომელიც მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის.

2.მწარმოებლად მიიჩნევა პირი, რომელმაც აწარმოვა საბოლოო პროდუქტი, ძირითადი ელემენტი ან პროდუქტის ნაწილი. მწარმოებლად მიიჩნევა ასევე ყველა, ვინც საკუთარი სახელით, სასაქონლო ან სხვაგვარი განმასხვავებელი ნიშნით გამოდის, როგორც მწარმოებელი.

3.მწარმოებლად მიიჩნევა აგრეთვე პირი, რომელსაც პროდუქტი გააქვს გაყიდვის, გაქირავების ან სხვა ფორმით, სამეურნეო მიზნით, თავისი საქმიანობის სფეროში, ამ კოდექსით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

4.თუ შეუძლებელია მწარმოებლის ვინაობის დადგენა, მაშინ ყოველი მიმწოდებელი მიიჩნევა მწარმოებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი დაზარალებულს მოთხოვნიდან 1 თვის ვადაში წარუდგენს მწარმოებელს ან იმ პირს, რომელმაც მას ეს პროდუქტი მიაწოდა. ეს წესი გამოიყენება საიმპორტო საქონლის მიმართაც, როცა შეუძლებელია თავდაპირველი გამსაღებლის ვინაობის დადგენა, მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლის სახელი ცნობილია. საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5119 - ვებგვერდი, 31.10.2011წ. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6151 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პროდუქტი არის ყველა მოძრავი ნივთი და ნივთთან დაკავშირებული მომსახურება, თუნდაც ეს ნივთი იყოს სხვა მოძრავი ან უძრავი ნივთის შემადგენელი ნაწილი. ამ კოდექსის მიზნებისათვის „ნივთი“ არ მოიცავს სურსათის პირველად პროდუქტს და ნადირობის შედეგად მოპოვებულ პროდუქტს. „პროდუქტი“ ასევე მოიცავს ბაზარზე განთავსებულ საქონელს, მიუხედავად იმისა, განკუთვნილია თუ არა იგი უშუალოდ საბოლოო მომხმარებლისათვის, რომელიც მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის. 2. მწარმოებლად მიიჩნევა პირი, რომელმაც აწარმოვა საბოლოო პროდუქტი, ძირითადი ელემენტი ან პროდუქტის ნაწილი. მწარმოებლად მიიჩნევა ასევე ყველა, ვინც საკუთარი სახელით, სასაქონლო ან სხვაგვარი განმასხვავებელი ნიშნით გამოდის, როგორც მწარმოებელი. 3. მწარმოებლად მიიჩნევა აგრეთვე პირი, რომელსაც პროდუქტი გააქვს გაყიდვის, გაქირავების ან სხვა ფორმით, სამეურნეო მიზნით, თავისი საქმიანობის სფეროში, ამ კოდექსით გათვალისწინებული პირობების დაცვით. 4. თუ შეუძლებელია მწარმოებლის ვინაობის დადგენა, მაშინ ყოველი მიმწოდებელი მიიჩნევა მწარმოებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი დაზარალებულს მოთხოვნიდან 1 თვის ვადაში წარუდგენს მწარმოებელს ან იმ პირს, რომელმაც მას ეს პროდუქტი მიაწოდა. ეს წესი გამოიყენება საიმპორტო საქონლის მიმართაც, როცა შეუძლებელია თავდაპირველი გამსაღებლის ვინაობის დადგენა, მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლის სახელი ცნობილია. საქართველოს 2011 წლის  13 ოქტომბრის კანონი №5119 - ვებგვერდი, 31.10.2011წ. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6151 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №65 · ძალაშია 25 მაი. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 1010შემდეგი მუხლი 1012

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №140

  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1010წუნდებული პროდუქტის ცნება

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 4ტერმინთა განმარტება
  • 12ინფორმაცია პროდუქტის შესახებ
  • 13²ტერმინთა განმარტება

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 2 (დანართი 1)ტერმინთა განმარტება

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 21საწარმო

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 2ტერმინთა განმარტება

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

  • 2

მეწარმეთა შესახებ

  • 2მეწარმის ცნება

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
210102141213²22 (და…32421011
მნიშვნელობით ახლოსპროდუქტის უსაფრთხოების…ენერგოეტიკეტირების შეს…სამშენებლო პროდუქტების…მომხმარებლის უფლებების…საქართველოს საგადასახა…სურსათის/ცხოველის საკვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №140 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026