სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 22 (დანართი 1). შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ დამოუკიდებელი ლაბორატორიების გამოყენება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 8 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მწარმოებლის მოთხოვნის საფუძველზე და იმ შემთხვევებში, თუ აღნიშნული გამართლებულია ტექნიკური, ეკონომიკური და ეფექტურობის თვალსაზრისით, შესაბამისობის შემფასებელი პირი უფლებამოსილია რეგლამენტის III დანართში მითითებული სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის 1+,1 და 3 სისტემისთვის დადგენილი გამოცდები განახორციელოს ან საკუთარი ზედამხედველობის ქვეშ, უზრუნველყოს მათი განხორციელება საწარმოში, მწარმოებლის შიდა ლაბორატორიის საგამოცდო მოწყობილობების გამოყენებით ან მწარმოებლის წინასწარი თანხმობით, დამოუკიდებელ გარე ლაბორატორიაში, ამავე ლაბორატორიის საგამოცდო მოწყობილობების გამოყენებით.

2.(ამოღებულია - 14.11.2018, №541) .

3.ზემოაღნიშნული გამოცდების ჩატარებამდე, შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ: ა) დამოუკიდებელი ლაბორატორია აკმაყოფილებს საგამოცდო მეთოდებისთვის დადგენილ მოთხოვნებს; ბ) საგამოცდო მოწყობილობას აქვს შესაბამისი კალიბრაციის სისტემა და გაზომვების მიკვლევადობა გარანტირებულია; გ) უზრუნველყოფილია გამოცდის შედეგების ხარისხი. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №541 - ვებგვერდი, 14.11.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 15 ნოე. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
90916913 (დ…23 (დ…20 (დ…21 (დ…2991093722 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსამშენებლო პროდუქტების…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს გარემოს და…შენობების ენერგოეფექტუ…ფულის გათეთრებისა და ტ…ადამიანის ქსოვილებისა …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა